ჩოგბურთი "ეს იყო ჯოჯოხეთი"-წლების განმავლობაში მწვრთნელი აუპატიურებდა გოგონებს და თან ვიდეოზე იღებდა 2021, 5 თებერვალი, 12:32 ![]() იანვრის შუა რიცხვებში დასრულდა ბოლო წლების ფრანგულ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი. 2000-იანი წლების დასაწყისში ჩოგბურთის ყოფილ მწვრთნელს ენდრიუ გედესს(Andrew Geddes) მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ოთხი მოზარდი ჩოგბურთელი გოგონას მრავალჯერადი გაუპატიურების გამო. აღმოჩნდა, რომ გედესს ჰქონდა კარგად გააზრებული და შემუშავებული სქემა, რომლის საშუალებითაც იგი დიდი ხნის განმავლობაში დაუსჯელი რჩებოდა. ქვემოთ გაეცნობით ამ საქმის დეტალებს. ![]() ყველაფერი დაიწყო 1999 წელს, როდესაც წარმოშობით ინგლისელმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა, ენდრიუ გედესმა და ფრანგ იუნორთა ჩოგბურთის გუნდი დაკომპლექტა ცნობილ სპორტულ კლუბ Sarcelles- ში, რომელიც პარიზის მახლობლად მდებარე ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტი ცნობილი იყო თავისი მკაცრი მანერით, ახალგაზრდა მოწაფეებისთვის, მათი მოგონებების თანახმად, ის მაინც "გურუ და ღმერთი" იყო. ხალხი მის სანახავად რიგში იდგა და მისი ავტორიტეტი ეჭვქვეშ არც არასდროს დაუყენებიათ. გედესი ძირითადად გოგოებით იყო დაკავებული. ![]() ![]() ![]() ყოფილმა სპორტსმენები, რომელთა სახელებიც შეცვლილია პრესაში, საუბრობდნენ იძულებით ორალური სექსზე და სქესობრივი კავშირზე დაცვის გარეშე პრეზერვატივის და რაიმე სხვა დამცავი საშაულების გარეშე. გარდა ამისა, დაზარალებულთა თქმით, გედესი ხშირად მათზე სასტიკ და ტრავმულ სექსუალურ პრაქტიკას ატარებდა და უყვარდა გაუკუღმართებული ექსპერიმენტები. ეს ჩვეულებრივ ხდებოდა ტუალეტში, მისი მანქანის უკანა სავარძელზე, მის ბინაში, ნაკლებად, -სასტუმროს ნომერში. ![]() გოგონამ განმარტა, რომ გედესის ძალაუფლება მასზე იმდენად ძლიერი იყო, რომ შედავება უბრალოდ შეუძლებელი იყო. გოგონა იღებდა შეტყობინებას და მიდიოდა მწვრთნელთან, შემდეგ კი უსიტყვოდ ემორჩილებოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გოგონა მწვრთნელს აღიქვამდა არა როგორც დამნაშავეს, არამედ როგორც კაცს, რომელსაც რატომღაც უნდოდა ენდო. მან ოცოდა კომპლიმენტების თქმაც, აქებდა მორჩილი საქციელისთვის და ამხნევებდა. ”მან მითხრა, რომ ვუყვარდი, რომ სექსუალურად უნდა ამღზარდოს და ხშირად იმეორებდა, რომ ძალადობა- სიამოვნებაა. ძალიან მეშინოდა, მაგრამ მაინცდამაინც არ მინდოდა მის წინაშე ტირილი. არ მინდოდა სუსტი მოვჩვენებოდი, არამედ ვცდილობდი მისთის მესიამოვნებინა. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაშინაც კი ვცდილობდი მისთვის იმედი არ გამეცრუებინა" "მთელი დღე რომც მქონდეს, დრო არ მეყოფა ყველა იმ საშინელების შესახებ მოვყვე, რომელიც მაშინ ჩემს ცხოვრებას ავსებდა. მოკლედ, მან ყველაფერი წამართვა. მან მომპარა ბავშვობა, ახალგაზრდობა, მომავალი ჩოგბურთში და სექსუალური ცხოვრება ”, - დასძინა ქალმა. ახლა ის განიცდის უძილობას, პანიკურ შეტევებს და მწვავე ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას და არ სურს რაიმე კავშირი ჰქონდეს სპორტთან. ![]() ამის შემდეგ კიდევ ორმა მსხვერპლმა განაცხადა, რომ ისინი გააუპატიურეს და შემდეგ თითქმის მთლიანად შიშველები დაყარეს სპორტული ბანაკისკენ მიმავალ გზაზე რომელიც ტყეზე გადიოდა. ისინი მაშინ 15 წლის იყვნენ. ლმალევე კიდევ ერთმა ასევე აღიარა, რომ მწვრთნელთან 17 წლის ასაკში "ყველაზე არაჯანსაღი ღამე გაატარა ცხოვრებაში" . სპორტსმენები წლების განმავლობაში ჩუმად იყვნენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პატივს სცემდნენ მწვრთნელს, არამედ იმიტომაც, რომ იგი მათ აშანტაჟებდა. ეს იყო თავისებური დაზღვევა. ყველაზე ხშირად, გედესი ორალურ სექსს აიძულებდა გოგონებს და თან ვიდეოზე იღებდა. იგი იმუქრებოდა, რომ მშობლებს და მათ მეგობრებს აჩვენებდა ამ ვიდეოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვინმეს ეტყოდნენ და შეარცხვენდა. საფრანგეთის პრესამ ამ ჩოგბურთელებს სექს-მონები უწოდეს. მათ ყველამ დატოვა სპორტი, ისე, რომ მოზრდილთა ვერცერთ ტურნირში ვერ ითამაშეს. ![]() ასევე დაგაინტერესებთ1)თაღლითობა სპორტში ჯერ კიდევ შორეული 1904 წლიდან იწყება. სენტ-ლუისში გამართულ ოლიმპიადაზე ამერიკელმა მარათონელმა მორბენალმა ფრედ ლორცმა, ათი კილომეტრის გავლის შემდეგ, დისტანციიდან გადაუხვია და ექიმს მიმართა ფეხი გადაბრუნების გამო. ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანით ლორზი ფინიშის ხაზამდე წაიყვანეს, თუმცა გზაში განაცხადა.რომ ტკივილები გაუქა და მას ... როგორც გაირკვა.კოლეჯში მუშაობის დროს მასწავლებელი ხუთ სტუდენტთან იწვა, მიუხედავად იმისა, რომ ის გათხოვილი იყო. 30 წლის ფიონა ვიოტი (Fiona Viotti) 2013 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად და წყალბურთის მწვრთნელად, კეიპ- თაუნის ეპარქიალურ კოლეჯში(სამხრეთ აფრიკა). ოქტომბერში ფიონამ სამსახური მას შემდეგ მიატოვა... ტანმოვარჯიშე ვერონა ვან დე ლერი 14 წლის ასაკში გახდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი, ერთი წლის შემდეგ კი ნიდერლანდების საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. მაგრამ მწვრთნელთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტმა განაპირობა ის, რომ მისი სპორტული მიღწევები შემცირდა, რამაც იგი აიძულა ტანვარჯიშისთვის თ... ლეგენდარულმა საბჭოთა ტანმოვარჯიშემ ოლგა კორბუტმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ყოფილ მწვრთნელს. იყო დრო, როდესაც ოლგა კორბუტის სახელი მთელს მსოფლიოს აზანზარებდა, 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც 17 წლის ოლგამ სამი ოქროს მედალი მოიგო, პოპულარობით თვით იური გაგარინსაც კი გადაასწრო.... 1087 6-ს მოსწონს
|