x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ეს დღე ისტორიაში - 30 იანვარი, 2 წლის წინ გარდაცვლილი ოლივერ კრომველის გვამის, რიტუალური დასჯა

image

1661 წლის 30 იანვარს, ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის მეფის, ჩარლზ II-ის ბრძანებით, ამოთხარეს ოლივერ კრომველი გვამი, სახალხოდ დაკიდეს ჯაჭვებით და თავი მოჰკვეთეს.


ოლივერ კრომველი იყო ინგლისელი გენერალი, რომელიც განაგებდა ბრიტანეთის კუნძულებს, როგორც ლორდ-პროტექტორი 1653 წლიდან, თავის სიკვდილამდე, 1658 წლამდე.


კრომველი, 1599 წელს, საშუალო კლასის წარმომადგენლების ოჯახში დაიბადა და მისი ცხოვრების პირველი 40 წლის შესახებ, ცოტა რამეა ცნობილი. იგი რელიგიურობით გამოირჩეოდა, მაგრამ ასევე საკმაოდ მტკიცე და შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა, რის გამოც მას რკინისგვერდიანი (Ironside) უწოდეს.



იგი მეფე ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯის, ერთ-ერთი ხელმომწერი იყო, 1649 წელს. ასევე გამოავლინა, რა ბრწყინვალე სარდლის თვისებები, იგი გაგზავნეს ირლანდიის ინგლისურ კამპანიაში 1649-1650 წლებში. მისმა ძალებმა მოახერხა ირლანდიის დაკავება. იგი მონაწილეობდა, შოტლანდიელების წინააღმდეგ გამართულ კამპანიაშიც.


1653 წელს, მან ძალის გამოყენებით გაათავისუფლა რამპის პარლამენტი და ბარებონების, (ცნობილი ასევე როგორც პატარა პარლამენტი) პარლამენტი ჩამოაყალიბა. იმავე წელს, იგი გამოაცხადეს ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის ლორ-პროტექტორად. მისი მმართველობის პერიოდი ხანმოკლე, მაგრამ კრომველის მტკიცე ბუნების წყალობით, ეფექტური გამოდგა.


1658 წლის 3 სექტემბერს, იგი გარდაიცვალა საშარდე გზების ინფექციისაგან გამოწვეული დაავადებით. კრომველი უესმინსტერის სააბატოში დაკრძალეს, თუმცა როიალისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისი გვამი ამოთხარეს, თავი მოჰკვეთეს და ტანი მდინარე ტიბრთან ჯაჭვებით დაკიდეს. ოლივერ კრომველის თავი, უესმინსტერის დარბაზის შესასვლელთან, სარზე იყო წამოგებული 1685 წლამდე. ამის შემდეგ ის სხვადასხვა ადამიანების პირად საკუთრებას წარმოადგენდა. დღეს, მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.



↓ ↓ ↓ ↓ ↓ ნახე დამატებით ↓ ↓ ↓ ↓ ↓


ეს დღე ისტორიაში - 29 იანვარი, აეროზოლის სპრეების აკრძალვა შვედეთში


ეს დღე ისტორიაში - 28 იანვარი, ჩელენჯერის კატასტროფა


ეს დღე ისტორიაში - 27 იანვარი, დანტე ალიგიერი პოლიტიკური დევნილი ხდება


ეს დღე ისტორიაში - 26 იანვარი, ნიუ-იორკის ლოტოს გათამაშების $90 მილიონი, 9ადამიანმა გაიყო


ეს დღე ისტორიაში - 25 იანვარი, პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყება







0
207
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0