x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რეგალიებისა და ჯინჯილების გარეშე, მაგრამ კაცურად იცხოვრა!
image



პავლე ინგოროყვამ და მისმა მეგობრებმა 20-იან წლებში მიხეილ ჯავახიშვილი დახვრეტას გადაარჩინეს, მაგრამ 30-იან წლებში, ეს ვეღარ მოახერხეს....


"რეაქციონერობის" გამო პავლე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. აი, მაშინდელი ოფიციოზის დოკუმენტიც: "პავლე ინგოროყვა გამორიცხულ იქნა, როგორც აშკარა რეაქციონერი და შოვინისტი მწერალი, რომელმაც ჯერ კიდევ ანტისაბჭოთა ჟურნალის, "კავკასიონის" რედაქტორობის დროს ნათლად გამოამჟღავნა თავისი რეაქციონური და ნაციონალისტური სახე".


1931 წელს კონსტანტინე გამსახურდია დაიჭირეს. პავლე რუსეთში ჩავიდა და ციხის წინ ქართული ჩოხით დააბიჯებდა... ციხის უფროსმა თქვა: ან ეს კაციც ჩასვით, ან გამსახურდია გაუშვითო და კონსტანტინე გაათავისუფლეს.



პავლე ინგოროყვა კომუნისტებმა, მართალია, ფიზიკურად არ გაანადგურეს, მაგრამ მუდმივად შევიწროებული იყო:


მაშინ, როცა კონსტანტინე გამსახურდიამ, გალაკტიონმა და გოგლა ლეონიძემ იგი აკადემიკოსად წარადგინეს, საბჭოურმა ელიტამ არ მიიღო ეს წინადადება;

იზა ორჯონიკიძემ ლიტერატურის მუზეუმში პავლეს 85 წლის იუბილე გამართა. მიუხედავად იმისა, რომ იუბილე არაფორმალურად ჩატარდა, მეორე დღეს იზა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იუბილეს თვითონ პავლე არ დასწრებია. შეუძლოდ იყო....

ამავე ღონისძიებაზე კაკო ბაქრაძე გამოვიდა წინადადებით - პავლესთვის აკადემიკოსობის მინიჭების მოთხოვნით აკადემიასთან ტრანსფარანტებით მისულიყვნენ. მაშინ რეზო თვარაძემ თქვა: ვეთანხმები კაკოს, მაგრამ დღევანდელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არის კი ღირსი პავლე ინგოროყვა მისი წევრი იყოსო?! შეთანხმდნენ, რომ - არა.


პავლეს ნებისმიერი, ერთი პატარა მონოგრაფიაც კი სადოქტორო დისერტაციაა. რეგალიებს, სტატუსებს არ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა. სამაგიეროდ, კაცურად იცხოვრა!

0
193
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0