x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რა იწინასწარმეტყველა სტალინის პირადმა ასტროლოგმა 2021 წლისთვის?

image




ხალხს სურს იცოდეს მომავალი, ამიტომ წინასწარმეტყველები ძალიან პოპულარულია: ნოსტრადამუსი, ვანგა, მესინგი.






თუმცა, არსებობენ ძლიერი წინასწარმეტყველები, რომელთა შესახებ ცოტამ თუ იცის. ამათ სიაში შედის სტალინის პირადი ასტროლოგი, სერგეი ვრონსკი. საოცარი ბედი აქვს ამ კაცს. იგი დაიბადა 1915 წელს მეფის არმიის გენერლის ოჯახში, ის მეათე შვილი იყო ოჯახში.






რევოლუციის შემდეგ, მამამისი ბოლშევიკების სამსახურში შევიდა. 1920 წელს ლენინმა ხელი მოაწერა ოჯახის საზღვარგარეთ გადასვლის ნებართვას. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა: ჯარისკაცები შეიჭრნენ გენერლის სახლში და დახვრიტეს მთელი ოჯახი.






სერგეი სასწაულმა გადაარჩინა - ამ დროს ის ძიძასთან ერთად სეირნობდა. მან ბიჭი წაიყვანა რიგაში, ბებიასთან, სადაც მან ეზოთერიკის შესწავლა დაიწყო.





ბებია, კნეინა ნეგოში, მემკვიდრეობით ნათელმხილველი, ქირომანტი და ასტროლოგი იყო. მან შვილიშვილს ასწავლა ყველაფერი, რაც თავად იცოდა. სერგეიმ შესანიშნავი განათლება მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში წავიდა, სადაც შეხვდა ნაცისტ ფუნქციონერებს, რომლებსაც მისტიკის სჯეროდათ.





ამ პერიოდში ვრონსკი იწყებს წინასწარმეტყველების გაკეთებას, რომელთა უმეტესობა მას სიზმრებში ეჩვენა. მან დაინახა მეორე მსოფლიო ომში გერმანელების დამარცხება და ამ ხედვამ ბიძგი მისცა სსრ კავშირის დაზვერვასთან თანამშრომლობის დაწყებას.






ომის შემდეგ ვრონსკი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ინტენსიურად მუშაობდა. მან დაწერა კლასიკური ასტროლოგიის 12 ტომი, ლექციები წაიკითხა ასტროლოგიასა და კოსმიოლოგიაზე, ასევე, გააკეთა წინასწარმეტყველებები. მათ შორის ყველაზე ცნობილი: გაფრთხილება იური გაგარინისთვის ბოლო ფრენის თარიღის გადადების აუცილებლობის შესახებ.





ვრონსკიმ გააკეთა პროგნოზები არა მხოლოდ საბჭოთა ელიტისა და თავად სტალინისთვის, არამედ, აღწერა მომავალი, რომელიც მან სიზმრებში ნახა. მომავლის წინასწარმეტყველებებში ასტროლოგმა გამოყო სარკისებური 2020 წელი. ამ წელს მისი თქმით მთელ პლანეტას მოუწევს "კაცობრიობის ცოდვებისთვის გადახდა.





ვრონსკის წინასწარმეტყველებით მომავალი 2021 წელი იქნება მსოფლიო წესრიგისა და ადამიანის ცნობიერების ტრანსფორმაციის საწყისი წერტილი. ვრონსკიმ "დაინახა რელიგიური განხეთქილება საზოგადოებაში, ხალხის ყურადღების გადატანა პიროვნულ განვითარებაზე და საყოველთაო ადამიანური ღირებულებების ცვლილების დასაწყისი.





ამავე დროს, ის აღნიშნავდა, რომ რთული პერიოდი დადგება, რადგან, პლანეტას თავს დაატყდება სტიქიური უბედურებები და ომები. ვრონსკი დარწმუნებული იყო, რომ ეკოლოგიური კატასტროფები და სამხედრო მოქმედებები რუსეთს გვერდს აუვლიდა.

0
1311
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0