x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
რატომ ავალდებულებდნენ ძველ რომში მეძავებს თმის ქერად ან წითურ ფერად შეღებვას?

ისტორიული ფაქტია, ძველ რომში მეძავები ვალდებულები იყვნენ თმა ქერად ან წითურად შეეღებათ. რესპუბლიკური მმართველობის პერიოდის დასრულებისთანავე რომის სახელმწიფომ თანდათანობით დაიწყო მართლაც უზარმაზარი ზომის იმპერიად გადაქცევა, რომაელებს კოლონიების უთვალავი რაოდენობა ჰქონდათ ევროპაში, აფრიკასა და აზიაში. ძველი რომი საკმაოდ პროგრესული იყო კანონების მიხედვითაც. თუმცა ეს კანონი ისტორიკოსებსაც კი ეჭვის ქვეშ აგდებს.image


დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რომის იმპერია სავსე იყო გალების და ჩრდილოეთ გერმანიის დაპყრობილი ტერიტორიებიდან წამოყვანილი ქალებით, მათ ყველას ბორდელებში ან მონებად უშვებდნენ. გენეტიკურად კი ამ ქალებს ღია ფერის ან წითური თმა ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, რაღაც დროის შემდეგ რომაელებმა გამოსცეს კანონი სპეციალურად რომაელი მეძავებისთვის, რომ თმა აუცილებლად ქერად ან წიჭურად შეეღებათ, რომაელებს “სუსტი ყოფაქცევის ქალები" სხვა “პატიოსან" ქალებში რომ არ არეოდათ.image

ეს კანონი რომს დიდხანს არ შემორჩენილა. რომაელ ქალებს თვითონც მოსწონდათ თმის ღია ფერებში შეღებვა, ჩამოყვანილი მონა ქალებიც უფრო და უფრო შეუმჩნევლები ხდებოდნენ, ამიტომაც, აბსურდულ კანონს ძალა აღარ ჰქონდა.

0
654
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
654
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0