x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალის საშინელი შურისძიება, რომელიც ისტორიაში შევიდა

ამ სტატიში იმსხვრევა სტერეოტიპი - სასტიკი ბრძოლა და სისხლიანი შურისძიება მამაკაცის პრეროგატივაა. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ მამაკაცებს ასეთ შემთხვევებშიც კი აჯობონ...





ფულან დევი



image


ის ღარიბ ოჯახში დაიბადა და ყოველთვის გამოირჩეოდა მეამბოხე ხასიათით. თერთმეტი წლის ასაკში გაათხოვეს, მაგრამ ქმარი აიძულა უარი ეთქვა დაქორწინებაზე. რამდენიმე წლის შემდეგ ბანდიტებმა გაიტაცეს, სადაც ნამდვილი სიყვარული იპოვა - ვიკრამ მალახი. თუმცა, შეყვარებულების ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. ბანდაში უთანხმოება წარმოიშვა სხვადასხვა კასტის წევრებს შორის და ვიკრამი მოკლეს. ფულანი ტყვედ აიყვანეს, სადაც მას არაერთგზის აუპატიურებდნენ.



რამდენიმე კვირის შემდეგ გოგონამ გაქცევა შესძლო. დევის შურისძიება სწყუროდა და ძველი ბანდის წევრებისგან ახალი შექმნა. იმისათვის, რომ თავისი შეყვარებულის შეცდომები არ გაემეორებია, რაზმში მხოლოდ თავისი კასტის წარმომადგენლებს ღებულობდა.



image



ის გახდა ერთგვარი ადგილობრივი რობინ-ჰუდი - ხალხს სჯეროდა, რომ მისი ბანდა მხოლოდ მაღალი კასტის ადამიანებს ძარცვავდა და ნადავლს ღატაკებს უნაწილებდა. ჩვიდმეტი თვის შემდეგ დევი დაბრუნდა სოფელში - ბეჰმაი. შურისძიების წყურვილით შეპყრობილმა, ფულანმა მოსახლეობას მოსთხოვა ვიკრამის მკვლელის გადაცემა, ასევე იმათი, ვინც მოიტაცა და ძალადობდა მასზე.


როგორც ამბობენ, დევიმ მხოლოდ ორი მოძალადის პოვნა შეძლო. მაშინ, განრისხებულმა ქალმა თავის მრავალრიცხოვან ბანდას უბრძანა სოფლის ყველა ახალგაზრდა თაკური შეეკრიბა და დაეხვრიტათ. სულ მოკლული იქნა 22 მამაკაცი. ორი წლის შემდეგ ფულან დევი იძულებული გახდა ჩაბარებოდა ხელისუფლებას. თუმცა მთავრობამ არ დასაჯა ეროვნული გმირი და 11 წლის შემდეგ არა მარტო გამოვიდა ციხიდან, ცნობილი პოლიტიკოსიც კი გახდა. გამოდიოდა რა ქალების და დაბალი ფენის ადამიანების უფლებების დასაცავად, ის ორჯერ აირჩიეს ინდოეთის პარლამენტში.






ჟანა დე კლისონი



image



ისტორიაში ის ქმრის - ოლივიე დე კლისონის სიკვდილმა ჩაწერა. დე კლისონების ოჯახი ბრეტანის საჰერცოგოს დიდებულები იყვნენ. იმ დროს ასწლიანი ომი მიმდინარეობდა ინგლისსა და საფრანგეთს შორის.



1343 წელს პარიზში ინგლისის მომხრე ოლივიე სიკვდილით დასაჯეს - თავი მოკვეთეს და გაფრთხილების სახით ბრეტანში გაგზავნეს. ამ ამბით შეძრწუნებულმა ჟანამ საფრანგეთის მეფეს მშიშარა მკვლელი უწოდა, გაყიდა საგვარეულო ქონება, დაიქირავა ერთგული ადამიანები და პირადი ომი დაიწყო.



image


ინგლისის მხარდაჭერით, ბრეტანის არისტოკრატების თანაგრძნობით, ჟანა დე კლისონმა შეძლო პატარა ფლოტი შეექმნა სამი ხომალდისგან. ქალმა ბრძანა ისინი შავ ფერად შეეღებათ, იალქნები კი წითელი გაეკეთებიათ. დაარქვა რა ფლაგმანის ხომალდს „ ჩემი შურისძიება“, ის შემდეგი ცამეტი წლის მანძილზე სერავდა ლა-მანშს და თავს ესხმოდა ფრანგულ გემებს. მეკობრე ქალმა სახელი გაითქვა სისასტიკით - ის მტრის ხომალდის ეკიპაჟს სრულად ხოცავდა. ტოვებდა მხოლოდ რამდენიმეს, საფრანგეთის მეფისთვის რამე ინფორმაცია რომ მიეტანათ.

იხილეთ ასევე:




image


ფსიქოლოგიური ტესტი - ეს არა მხოლოდ საინტერესო, სასარგებლოცაა. ისინი ხომ საშუალებას იძლევიან ჩავიხედოთ ჩვენს ქვეცნობიერებაში და გავიგოთ რაღაც ახალი საკუთარ თავზე. ერთი შეხედვით უშინაარსო გამოსახულებები მალავენ აზრის სიღრმეებს. თუ, რა თქმა უნდა მათი სწორი ახსნა შეგიძლიათ. თქვენი არჩევანი ბევრს ამბობს



image



ღალატი ხელს გვიშლის შევქმნათ ახალი ურთიერთობები მუდმივი ეჭვისა და პარტნიორის უნდობლობის გამო. გარდა ამისა, ღალატი ზიანს აყენებს თვითშეფასებას! აი რამოდენიმე გულწრფელი ისტორია ქალებისა, რომლებიც აღარ ცხოვრობენ წარსულით. ...........მე მივხვდი, რომ თუ ისევ მიღალატებენ, ამას გააკეთებენ ისე, რომ არც დაინტერესდებიან თუ რას



image


ყველა ქალს აქვს ის საიდუმლო ასაკი, როდესაც მამაკაცის მიმართ გულგრილი ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს საპენსიო ასაკთან ახლოს ხდება, სხვებს კლიმაქსის პერიოდში, ზოგს კი ამ საკითხის გადაწყვეტა ოცდაათი წლის ასაკში უხდება. ასეთი მამაკაც- დავიწყებული ქალის გამოთვლა ეგრევე შეიძლება. მთავარი ნიშანი - ის არის დეიდა ცუდი ვარცხნ...



image


ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს გვერდითი მოვლენებიც ახლავს -ეს ცნობილი ფაქტია. მაგრამ, როგორ განვსაზღვროთ, სერიოზულია თუ არა ეს უკუჩვენებები? რა გადის დროთა განმავლობაში და რა საჭიროებს პრეპარატის შეცვლას? ექიმები მოგვითხრობენ ყველა ნიუანსის შესახებ! 1. გამონა...

0
430
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0