x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
კოლუმბიის მთავრობის გამარჯვება სატანის ეკლესიაზე
image
კოლუმბიაში, კერძოდ კი მონტენეგროში, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტ ივან დუკე მარკესის ქმედებამ, ხალხი აალაპარაკა. მან მღვდელს საკუთარ ოფისში ეგზორციზმის ჩატარება სთხოვა.


მიუხედავად ამისა, სანამ კოლუმბიის პრეზიდენტი გახდებოდა, მან ბევრად უფრო რადიკალური გადაწყვეილება მიიღო - როდესაც მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სატანა საზოგადოებრივი სფეროდან გაექრო. ამან საფუძველი ჩაუყარა სამწლიან ომს, თვითგამოცხადებულ სატანისტურ სექტასთან, რომლებიც თავს “Templo de las Semillas de Luz Satánico”-ს უწოდებენ.


ლუციფერის ტაძრის წინააღმდეგ ჯვაროსნულმა ლაშქრობამ წარმოშვა კითხვები იმის თაობაზე, იყვნენ თუ არა კანონის წარმომადგენლები მზად რელიგიის თავისუფლების დაცვისათვის თუ სურდათ შეენარჩუნებინათ ქრისტიანული ჰეგემონია.


ეს ამბავი დაიწყო 2016 წელს, როდესაც ყოფილმა პოლიციელმა, რომელსაც ვიქტორ დამიან როზო ვილარეალის სახელით (მისი ნამდვილი სახელი ვიქტორ ლონდონო ვილეგასია) იცნობდნენ, ააშენა სატანის ტაძარი კოლუმბიის კინდიოს დეპარტამენტის ტერიტორიაზე, ტურისტულ ქალაქ, მონტენეგროსთან ახლოს.



ვიქტორ როზომ, თავისი მიმდევრები სოციალური ქსელის კამპანიების წყალობით მოაგროვა, რომელთაც ლუციფერის დახმარებით, პირდებოდა ფინანსურ კეთილდღეობასა და სიყვარულის პოვნას. ერთი სიტყვით, მისი ვიდეოები დიდად არ განსხვავდებოდა ტელემარკეტერების ვიდეოებისგან, რომლებიც გასაოცარ ხარისხს, ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობენ მომხმარებელს. რა თქმა უნდა უნდა, ტელემერაკეტერების ვიდეოებში ამოტრიალებულ ჯვარცმას, ლუციფერის ქადაკებებსა და კუ-კლუქს-კლანის ტანსაცმელში გამოწყობილს ხახლს არ იხილავთ, რაც საკმაოდ უხვად იყო როზოს ვიდეოებში.


image


ის რეგიონი, სადაც სატანის ეკლესია არის აშენებული, ცნობილია თავისი კონსერვატიული პოლიტიკითა და რელიგიურობით. ლუციფერის მიმდევრები თავიდანვე გახდნენ საზოგადოების უკმაყოფილების საგანი. გავრცელდა ხმები ბნელი რიტუალების შესახებ, რომლებსაც ეკლესია ატარებდა და სადაც ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ.


როზო ყველა ბრალდებას უარყოფდა, იმ თვალსაზრისით, რომ არ მოიპოვებოდა ამის დამამტკიცებელი არც ერთი საბუთი. იგი ხშირად ესაუბრებოდა პრესის წარმოადგენლებს და აცხადებდა, რომ რელიგიის თავისუფლება, ყველა მოქალაქის პირადი არჩევანია. როზოს თქმით, მისი ორგანიზაცია თავდასხმის ქვეშ მოექცა, რომლის მიხედვითაც კოლუმბიის მთავრობა წყვეტდა, უნდა მიენიჭებინა თუ არა მისი ეკლესიისათვის რელიგიის სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც კანონის ძალა დაიცავდა. როგორც ჩანს სატანისტებზე ეს კანონი არ ვრცელდებოდა.


მის კრიტიკოსებს საბუთად კოლუმბიის კონსტიტუციის მეხუთე კანონის, 133 მუხლი მოჰყავდათ, სადაც ეწერა, რომ კანონი (რელიგიის თავისუფლებაზე) არ ვრცელდება აქტივისტებზე, რომლებიც არიან დაკავშირებული პარაფსიქოლოგიის ფენომენთან; სატანიზმთან, პრაქტიკულ მაგიასა და ცრურწმენებიდან გამომდინარე პრაქტიკებზე.


ქალაქ არმენიის ეპისკოპოსი და გუბერნატორი, აცხადებდა, რომ როზოს ტაძარი არ უნდა წოდებულიყო როგორც რელიგია, კოლუმბიის მთავრობის მიერ, იმის გამო, რომ ბუნებით სატანური იყო.


ეკლესიის ლიდერს, მოწინააღმდეგები ხშირად უწოდებდნენ აფერისტს, რომელიც ეშმაკს ბავშვებს მსხვერპლად სწირავდა. მისი მიმდევრები კი ახასიათებდნენ, როგორც ქარიზმატულ, სულიერ მასწავლებელს, რომელიც ყველას ეხმარებოდა საკუთარი მიზნისა სიბრძნის პოვნაში. როზოს მიხედვით, ის უბრალოდ საკუთარი რელიგიური თავისუფლების უფლებას იყენებდა. ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდება არის ის, რომ მისი ეკლესია დავის მუდმივ საგანს წამოადგენდა.


image


ადგილობრივები, როგორც ჩანს მიჩვეულები იყვნენ სახალხო ბრძოლებს. სწორედ ამიტომ, ყურადღება როზოს ეკლეიის მიმართაც არაერთგვაროვანი იყო. ქალაქში არის პატარა რესტორანიც, რომლის სახელიც “სატანის ტაძრის სენდვიჩები” ჰქვია.


2019 წელს, რელიგიური საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა, ბეატრის ლორენა რიოს კუელარმა, ქრისტიანული ორგანიზაციების ყოფილმა ადვოკატმა, ლუციფერის ტაძრის ორგანიზაცია, ბათილად სცნო. მიზეზად დასახელდა ის, რომ ეკლესია არ ეწეოდა რელიგიური ხასიათის საქმიაობას და აკრძალული ჰქონდა სახალხო რელიგიური პრაქტიკების შემდგომში გამოყენება.


როზომ საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი არ არის რელიგიური ორგანიზაციის დამფუძნებელი და უბრალოდ ლუციფერის დახმარებით სიბრძნეს ეძებს თავის მეგობრებთან ერთად.


ფერნი როდრიგესმა, დირექტორმა კერძო ორგანიზაციისა “Corporation Bogotano for the Advancement of Reason and Secularism” განაცხადა, რომ ეკლესიები ყოველთვის იყვნენ ორიენტირებულნი პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე. “ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში კათოლიკური ეკლესია, ვირტუალურ მონოპოლიას განაგებდა” - აღნიშნა როდრიგესმა - “მაგრამ 70-80-იანი წლების დასაწყისში, ევანგელისტებმა დაიწყეს ჩამოსვლა ამერიკის შეერთბული შტატებიდან”. იგი თვლის, რომ 1994 წელს დაწერილი კანონები რელიგურ თავისუფლებასთან დაკავშირებით, იყო ევანგელისტებისა და კათოლიკური ეკლესიის მოლაპარაკების შედეგი, რომელსაც რეალურად არავითარი საერთო არ ჰქონდა რელიგიურ თავისუფლებასთან. “მისი მთავარი დანიშნულება იყო, რომ ევანგელისტების გავლენა გაეზარდათ კათოლიკეების მიერ კონტროლირებად სფეროებში” - განაცხადა როდრიგესმა.


ჩარლზ უილიამ შულც ნავარო, ყოფილი სენატორი და კოლუმბიის 1994 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი, ამ აზრს არ ეთანხმება. “თქვენ უნდა გაიგოთ თუ რის შექმნას ვცდილობდით. ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების სფერო იყო, რომელთან დაკავშირებითაც კოლუმბიას თავისი ისტორიის განმავლობაში, საკმაოდ ცუდი რეპუტაცია ჰქონდა დამკვიდრებული. ჩვენ ამის შეცვლას ვცდილობდით”. იგი მიიჩნევს კონსტიტუციას როგორც მონუმენტურ გამარჯვებას მთავრობაზე და ადამიანის უფლებებისადმი ჯანსაღ დამოკიდებულებას. მისი აზრით, როზოს ეკლესიის განადგურება პოლიტიკური სვლა პრეზიდენტ დუკეს მხრიდან.


დუკეს სატანის ეკლესიის გაუქმება მისთვის პოლიტიკური გამარჯვება იყო, რომელმაც მძლავრი რელიგიური მხარდამჭერები შესძინა და კონსერვატიულ სახელმწიფოში, ქრისტიანული ორგანიზაციების ძალაუფლებას, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.


იყო კი როზო უსამართლობის მსხვერპლი კოლუმბიაში? ასე თუ ისე, ამ შეკითხვას პასუხი მალე არ გაეცემა, რადგან ეშმაკს ადვოკატი საკუთარი უფლებების დასაცავად, ჯერ არ აუყვანია.


0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0