x
image
natia.a
"ჩაი ხომ დალიე, ახლა მაჩვენე...უკანალი" - რა შეემთხვა სოფელში ახალგაზრდა მასწავლებელს
image


ეს ამბავი ინტერნეტში რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა. როგორც ავტორი ამტკიცებს, თავად მოისმინა იგი ბავშვობაში ნათესავებისგან. საქმე მისივე ნათესავს, ახალგაზრდა გოგოს ეხებოდა, რომელიც მასწავლებელი იყო და რუსეთის ერთ-ერთი მიყრუებული სოფლის სკოლაში გაგზავნეს სამუშაოდ.

გოგონას საცხოვრებლად ერთი მოხუცი ბაბუას სახლი შეურჩიეს. მოხუცი დიდ სახლში მარტო ცხოვრობდა და ახალ ბინადარს სიხარულით შეხვდა. სტუმარი ფართო, ნათელ ოთახში შეიყვანა, მიეხმარა ბარგის შეტანაში, აჩვენა სად რა იყო.

ნაშუადღევს მოხუცმა სუფრა გაშალა და ახალგაზრდა სტუმარი სამოვართან ჩაიზე მიიპატიჟა. ისხდნენ დიდხანს, ჩაის სვამდნენ, გემრიელ მურაბას მიირთმევდნენ და უამრავ რამეზე საუბრობდნენ. როცა დაღამდა, გოგონამ მასპინძელს მადლობა გადაუხადა და სუფრიდან წამოდგომა დააპირა. მოხუცი მიხვდა, რომ გოგონას წასვლა უნდოდა და უთხრა: "აბა, რახან ჩაი დალიე, ახლა უკანალიც მაჩვენე!!!"

გოგონას მოულოდნელობისგან ენა ჩაუვარდა, მოხუცი კი ისევ ისე, ერთი შეხედვით კეთილი ღიმილით შეჰყურებდა თვალებში.

- აბა, რას იზამ, მაჩვენებ უკანალს თუ კიდევ დალევ ჩაის? - ისევ შეახსენა მასპინძელმა.

- კიდევ ჩაი, თუ შეიძლება, - ძლივს გასაგონად მიუგო დაბნეულმა გოგონამ.

მოხუცმა ფინჯანი შეუვსო და საუბარი განაგრძო - ლაპარაკობდა ცხოვრებაზე, სოფელზე, თავის განსვენებულ მეუღლეზე. ლაპარაკობდა მშვიდად, კეთილმოსურნედ და გოგოც დამშვიდდა, იფიქრა, ალბათ მომეჩვენა და რაიმე არასწორად გავიგე წეღანდელი ნათქვამიდანო. სტუმარმა ისევ მადლობა გადაუხადა და წამოდგომა დააპირა.

- რას იზამ, მაჩვენებ უკანალს??? - თავისას არ იშლიდა მოხუცი.

საბჭოთა გოგონა, კომკავშირელი, წარმატებული სტუდენტი, ახლა უკვე მასწავლებელი, ტუჩებშიც კი არ ეკოცნა აქამდე და აი, უცბად, ასეთ რამეს სთხოვენ!!! და გოგოს შეეშინდა - მის წინ იჯდა, მართალია მოხუცი, მაგრამ ტანად საკმაოდ დიდი და ჭარმაგი კაცი, რომელიც ბოროტი (ყოველ შემთხვევაში, გოგოს უკევ ასე ეჩვენებოდა) ღიმილით შეჰყურებდა.

- აბა, რას იტყვი, მაჩვენებ უკანალს თუ კიდევ დალევ ჩაის??? - გოგომ განწირულად ამოიკვნესა და ისევ ჩაი მოითხოვა. "რა კერკეტი ყოფილხარ" - თქვა მოხუცმა და ისევ შეუვსო ფინჯანი ჩაით.

გოგონა იჯდა, სვამდა და ცრემლები მოსდიოდა. სასმელი უკვე ყელშიც აღარ გადასდიოდა, მაგრამ საბრალო მასწავლებელი ცდილობდა რაც შეიძლებოდა გადაედო ის სამარცხვინო აქტი, გარყვნილმა მასპინძელმა რომ მოსთხოვა.

ოჰ, ჩემო გოგო, ვხედავ ძალიან დაიღალე, - თქვა ბოლოს მოხუცმა, გამოსცალა თავისი ჭიქა, გადაატრიალა და ისე დადო თეფშზე, - აჰაა, ჩაიც ბლომდე დავლიეთ, ახლა უკვე დაძინებაც შეიძლება.

როგორც აღმოჩნდა, იმ სოფელში ერთი უცნაური ტრადიცია არსებობდა: ჩაის დალევის შემდეგ სტუმარს ფინჯანი ამოყირავებული უნდა დაედო თეფშზე იმის ნიშნად, რომ ჩაის სმა დაასრულა, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო და მასპინძელს მადლობას უხდიდა. სწორედ ამას ნიშნავდა "უკანალის ჩვენება".


image


ასევე დაგაინტერესებთ:



აი რა მისწერა დედამ შვილს, რომელიც ინტერნეტს ვერ სცილდებოდა - იხალისეთ
image


ქართველი გამყიდველის მოსწრებული პასუხი რუს კლიენტს - სახალისო ამბავიimage


ქალიშვილის ორსიტყვიანი წერილი, რომელმაც დედა შოკში ჩააგდო - სახალისო ამბავიimage


ეს ლექსები ყველამ ზეპირად იცის, მაგრამ იცით კი ავტორები? - ტესტიimage


როგორ გავარჩიოთ იაპონელი, კორეელი და ჩინელი - ტესტიimage

0
3484
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0