x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გოგონას პაემანი მაშინვე დასრულდა,როგორც კი ნახა,რა მესიჯი გამოუგზავნა ბიჭმა შეცდომით
image
ინტერნეტში კერსტენს ურჩიეს, გული არ დაწყდეს, რადგან სანამ არ იყო გვიან, მანამდე ამოიცნო სეტის ნამდვილი სახე.



ჩვეულებრივმა გოგონამ, კერსტენ ჰოვისმა, არკანზასიდან, აშშ, გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა მარტოხელა მდგომარეობა და გაცნობის საიტის საშუალებით ეპოვა ბოიფრენდი. ასე რომ, იგი შეხვდა სეტს, რომელიც მას საკმაოდ ტკბილ და სასიამოვნო ჭაბუკად მოეჩვენა.


მათ დანიშნეს პაემანი და ბიჭმა მას მანქანით მიაკითხა. დანიშნულების ადგილზე მიმავალებს კერსტენმა მანქანაში მიიღო შეტყობინება სეთისგან, რამაც იგი ძალიან გააკვირვა.

image


"გზაში ვართ, მაგრამ ის უფრო დიდია, ვიდრე ფოტოდან ჩანდა . მაგრამ სამაგიეროდ გაგიჟდები რა მდიდარი ოჯახი აქვს"


ცხადია, ეს შეტყობინება არ იყო გათვლილი გოგონასთვის, რაც დაადასტურა დაბნეულმა ბიჭმა. გოგონამ სეტს შინ წაყვანა სთხოვა, რადგან პაემანზე აღარ იყო საუბარი. იმედგაცრუებულმა კერსტენმა თქვა, რომ სეტი ძალიან გაუაზრებლად და უხეშად იქცეოდა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ზედაპირული დამოკიდებულებით მას ჯერ კიდევ არ ჰყავდა შეყვარებული. ათიოდე წუთის სავალზე, უხერხულ სიჩუმეში, ბიჭმა იგი სახლთან ჩამოაგდო და კერსტენმა მისი ნომერი წაშალა.

image

გოგონამ თავისი ამბავი "ტიქტოკში" გაავრცელა, სადაც მისმა ვიდეომ 4, 5 მილიონი ნახვა დააგროვა. კომენტარებში კერსტენი ანუგეშეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბიჭმა იმედი გაუცრუა, მან არ დაკარგა დრო, რადგან მალევე გამოაშკარავდა მისი ნამდვილი სახე.

გოგონამ ახსნა, რომ ოდნავ ზედმეტი წონა აქვს, მაგრამ არასდროს ერიდებოდა საკუთარი სხეულის და ამ შემთხვევამ არ შეიძლება გამოიწვიოს რაიმე კომპლექსები, წერს Daily Mail-ი


0
282
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0