x
მეტი
  • 18.08.2022
  • სტატია:121619
  • ვიდეო:354854
  • სურათი:493738
მადრიდის "რეალის" პირველი შენაძენი 2012/2013 წლის სეზონში-ლუკა მოდრიჩი
imageლუკა მოდრიჩი მადრიდელებისათვის პირველი შენაძენი გახდა ამ სეზონში, მოდრიჩი სანამ რეალის ფეხბურთელი გახდებოდა მანამდე იგი, "ტოტენჰემში"თამაშობდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო გუნდში, ერთ-ერთი ლიდერი.მოდრიჩი ძალიან ტექნიკურია, შეუძლია თამაშის მარტო წაყვანა, შესანიშნავად თამაშობს მოედნის შუა ნაწილში.არის ძალიან ძლიერი ნახევარმცველი.

ლუკა მოდრიჩი დაიბადა 1985 წელს, კერძოდ 9 სექტემბერს.როდესაც იგი გახდა 16 წლის, ზაგრების "დინამოში" ჩაირიცხა.ამის შემდეგ იგი ბოსნიის პირველი დივიზიონის კლუბ, "ზრინსკში" გაანათხოვრეს."ზრინსკში" განათხოვრება მოხდა 2002/2003 წლის სეზონში.იგი დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.შემდეგი სეზონი მან ისევ იჯარით გაატარა კლუბ, "ზაპრეშიჩში".იმ სეზონში "ზაპრეშიჩი" მეორე ადგილას გავიდა ხორვატიის ჩემპიონატში.2005 წელს იგი "დინამოში" დაბრუნდა.

ზაგრების "დინამოში" გატარებული 3 სეზონის დროს მან სამჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ორჯერ ხორვატიის სუპერთასი, ხოლო 2007 წელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.ამ ყველაფრის შემდეგ "ტოტენჰემს" გაუჩნდა მისი ყიდვის სურვილი და 2008 წელს, ზაფხულში ლონდონელებს შეუერთდა."ტოტენჰემ ჰოთსფურში" გატარებული 4 სეზონის დროს იგი ორჯერ დაეხმარა გუნდს ოთხეულში შეღწევაში, კერძოდ 2009/2010 და 2011/2012 წლის სეზონში.ხოლო 2010/2011 წლების სეზონზე "ტოტენჰემმა"ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში გააღწია და სწორედ მოდრიჩის მომავალ კლუბთან, მადრიდის "რეალთან" დათმო ორმატჩიანი დუელი, 4 სეზონის განმავლობაში მან პრემიერ ლიგაში 127 შეხვედრა ჩაატარა.გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 24 საგოლე გადაცემა.

ლუკა ასევე ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში.მან ნაკრებში 57 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლიც გაიტანა.ლუკა მოდრიჩი ასევე შეიყვანეს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში.მისი კარიერა ნაკრებში 21 წლამდელთა ნაკრებიდან დაიწყო, მაგრამ მალევე მთავარ გუნდში ამოყო თავი.მისი დებიუტი ნაკრებში 20 წლის ასაკში შედგა, იმ შეხვედრაში ხორვატია და არგენტინა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.ხორვატებმა მეტოქეს 3-2 სძლიეს.


ახლა კი რეალმა დაიმატა ძალიან ტექნიკური და ნიჭიერი ნახევარდაცვის ბურჯი.მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას ნახევარდაცვაში.შეუძლია გონივრული პასების გაკეთება და ბურთის მყარად დაჭერა მოედნის შუა ნაწილში.

ინფორმაციის წყარო:realmadrid.com

13
82
16-ს მოსწონს
ავტორი:გიო16
გიო16
82
  
2012, 1 სექტემბერი, 14:53
+1
2012, 30 აგვისტო, 18:26
კაი კაცი:)
2012, 29 აგვისტო, 17:29
გაიხარეეე
2012, 29 აგვისტო, 17:24
+1
2012, 29 აგვისტო, 0:01
მეც მაგის დიდი იმედი მაქქ
2012, 29 აგვისტო, 0:01
გაიხარეე
2012, 28 აგვისტო, 23:57
კაი ფეხბურთელია მოდრიჩი... იმედი მაქვს დაეხმარება
2012, 28 აგვისტო, 23:55
+10000000000
2012, 28 აგვისტო, 23:36
გაიხარე აბრაგ:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10