x
image
თორნიკე55
დიდაჭარელი მუსლიმები ჩოხატაურში რწმენის დასაცავად ჩავიდნენ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსლიმი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ეს ამბავი გუშინ, 12 იანვარს მოხდა – ქვების სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ორი საავადმყოფოში მოხვდა – ორივე მუსლიმი. კონფლიქტის მონაწილე ერთი პირი შს სამინისტრომ წუხელ დააკავა.

დღეს სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის „სოლიდარობის მიზნით“ აჭარიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა. ერთ-ერთი მათგანი, ფირუზ წულუკიძე აცხადებს, რომ სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების სოლიდარობის მიზნით ჩავიდნენ.

„რამდენი ვართ, ახლა ციფრებს რა მნიშვნელობა აქვს, საკმაოდ ბევრი. რისთვის ვართ ჩასულები და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მუსლიმან დებსა და ძმებს.

ჩვენ აქციისთვის არ ჩამოვსულვართ. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მოვიკითხოთ აქ რა ხდება და აქაური საზოგადოება გადაწყვეტს აქცია უნდა იყოს, პროტესტი, მშვიდობიანი საუბარი თუ ასე შემდეგ. ჩვენ ვართ, ჩამოსულები მხარში დასადგომად ამ ხალხისთვის“, – განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.ჩოხატაური

9
99
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
99
  
2021, 14 იანვარი, 1:45
მოთრეული და თათარი ნამეტანია, აჭარელი ქართველია და საქართველოს რომელ კუთხეშიც უნდა იქ იცხოვრებს.
მაგრამ აქ ერთი პრობლემა იჩენს მუდამ თავს სამწუხაროდ, გურულებს ახსოვთ ოსმალოებისგან გადატანილი ტაჯვა-ვაება და
ისლამს თურქებთან აიგივებენ.
მე მითხრა ერთმა ზუგდიდელმა ეკომიგრანტმა: გუჯა, ჩვენც გვინდა მეჩეთი, მაგრამ ეს სიტუაციას არევს და ეს არ გვინდა ამიტომ ვლოცულობთ საკუთარ სახლებშიო.
რელიგიური გნსხვავების გამო ვინმეს შეურაცხყოფა არ მიმაჩნია სწორად.
2021, 14 იანვარი, 1:35
2012 წელსაც ასე დაიწყო, როგორც წელს, ბუკნარში. 26 ოქტომბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა დაასრულეს და დაშლა დაიწყეს, როცა მათ გზა 150-მდე თანასოფლელმა გადაუღობა და სამლოცველოს გაუქმება მოსთხოვა. ქრისტიანები სოფლის რელიგიური უმცირესობისგან ლოცვის შეწყვეტას მოითხოვდნენ, რასაც თან ახლდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მაშინაც იგივე ისმოდა, მაშინაც ასე ამოინთხეოდა დიდი ხნის წინ ჩათესილი ღვარძლი - "თათრები გურიაში ვერ ილოცებენ!", "ქრისტიანულ ქვეყანაში მოთრეული რელიგიის წარმომადგენელი რატომ უნდა ლოცულობდეს!", "გურიაში მეჩეთს ვერ ააშენებთ!" – უყვიროდნენ თანასოფლელებს ქრისტიანები. იმავეს ვისმენთ ახლა.
2021, 14 იანვარი, 1:29
შესაძლოა, აჭარაში დიდი საახლობლო მყავს.
ფუტკარაძეები, ებრალიძეები, ცეცხლაძეები, ფაღავა, სურმანიძეები, გოგიტიძეები, რამდენიმე ბერიძეც.
2021, 14 იანვარი, 0:11
ვახ, ეტყობა საერთო სანაცნობო უნდა გვყავდეს
2021, 13 იანვარი, 23:55
ვინც მას იცნობს ისინი არიან ჩემი მეგობრები.
2021, 13 იანვარი, 21:05
წაიხდინა კარიერა, ისე არაა ცუდი ბიჭი ...
2021, 13 იანვარი, 20:47
ფირუზი დიდაჭარის კოლორიტია
2021, 13 იანვარი, 20:26
ასეა, ციხე მუდამ შიგნიდან ტყდება. იმერელი თავადი წულუკიძეების შთამომავალი მუსლიმი ვარო გაიძახის.
შემოგდებულ პროვოკაციას ჰგავს ეს ამბავი.
0 1 9