საბუნებისმეტყველო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დაავადება, რომლის შესახებაც არ გსმენიათ 2021, 13 იანვარი, 10:12 ეს რთული, ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, მას ზოგჯერ "დოქტორ სტრეინჯლავის სინდრომსაც" უწოდებენ – პერსონაჟი სტენლი კუბრიკი სფილმიდან, რომელსაც უცნაური მოვლენები ხდება თავს: მისი ერთი ხელი ხან თვითნებურად მოულოდნელად ზემოთ იწევა და ნაცისტურად ესლმება ხალხს, ხან კი საკუთარ მფლობელს ახრჩობს. თუმცა, მიუხედავად სიტუაციის კომიკურობისა, რომელშიც დოქტორი სტრეინჯლავი ხვდებოდა, სხვისი ხელის სინდრომში სასაცილო ნამდვილად არაფერია – აღნიშნული დაავადება ნამდვილად შემაშფოთებელი და ნაკლებად შესწავლილია. რას წარმოადგენს ეს დაავადებასინდრომის გამოვლენა სხვადასხვაგვარად ხდება, მაგრამ უმეტესად პაციენტის მიერ საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე კონტროლის დაკარგვით ხასიათდება. უფრო ხშირად მსგავს "თვითნებობას" ერთი ხელი ავლენს, რომელიც ისეთი მოქმედებების კეთებას იწყებს, გონებას რომ არ ექვემდებარება. ჩვეულებრივ ეს არის აგრესიული ან მოუხერხებელი გამოვლინებები, რომელიც ზიანს აყენებს ან ხელს უშლის ადამიანს.
ვინ და როდის აღმოაჩინაპირველად ეს დაავადება აღწერა გერმანელმა ფსიქიატრმა კურტ გოლშტეინმა ჯერ კიდევ შორეულ 1908 წელს. საკუთარ წიგნში – " მთლიანობის პრინციპი მედიცინაში, " მან 57 წლის პაციენტის საინტერესო ისტორია ახსენა. ქალი ყვებოდა თუ როგორ გაეღვიძა იმის გამო, რომ საკუთარი ხელი მის დახრჩობას ცდილობდა და ამ მოქმედების კონტროლი მას საერთოდ არ შეეძლო.
რა არის ამის მიზეზიდღესდღეობით ამ სინდრომის განვითარების სხვა ახსნა, გარდა გოლშტეინის ჰიპოტეზისა, არ არსებობს. დაავადების გამოვლენის აღწერილი შემთხვევები მსოფლიოში სულ რამდენიმე ათეულია. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მისი შესწავლით ამერიკელი ფსიქოლოგები სტივენ ბრიონი და კარელ ედინიაკი იყვნენ დაკავებულები. საკუთარ ნაშრომში, "ჰემისფეროებს შორის კავშირის დარღვევა, " შემდეგი დასკვნა გააკეთეს –სინდრომი წარმოიქმნება იმ შემთხვევაში თუ ტვინი აგზავნის სიგნალს კიდურებისკენ რაიმე მოქმედების გასაკეთებლად და ამ დროს არ ვითარდება მკაფიო სურვილი ზუსტად ამ ქმედების შესასრულებლად.
ასევე დაგაინტერესებთ: "არანაირი მისტიკა – ნამდვილად შეგიძლიათ საკუთარი თავი განკურნოთ" – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი" ორგანიზმში თუთიის ნაკლებობის 12 ნიშანი, რითაც კორონავირუსით დაავადების შანსი იზრდება რატომ უნდა მივიღოთ ვიტამინი B კომპლექსი – დეფიციტის სიმპტომები და სასარგებლო თვისებები რომელი პროდუქტები შეიცავს ახალგაზრდობის ჰორმონს? რატომ გამოიყურებიან იაპონელი ქალები 20 წლით უფრო ახალგაზრდულად? როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად 125 7-ს მოსწონს
|