x
image
natia.a
სიტყვები "დედა", "მამა", "და", ძმა" შეიძლება აიკრძალოს...
image

აშშ-ს 117-ე მოწვევის კონგრესში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად მეტყველებიდან ამოღებული იქნება ისეთი ტერმინები, რომლებიც შეიცავს აშკარა გენდერულ განსხვავებას: დედა, მამა, ვაჟი, გოგონა, ძმა, და, ცოლი, ქმარი, ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ძმისშვილი, დისშვილი, სიდედრი, სიმამრი, დედამთილი, მამამთილი, რძალი, სიძე, დედინაცვალი, მამინაცვალი და ა.შ. ამგვარი სიტყვები ჩანაცვლდება ისეთი ტერმინებით, როგორიცაა მშობელი, შვილი, ნათესავი და ა.შ.

კანონპროექტში აღნიშნული ტერმინოლოგიის ამსახველ ნაწილს ორიგინალ ვარიანტშიც გთავაზობთ:

„In clause 8(c)(3) of rule XXIII, strike ‘father, mother, son, daughter, brother, sister, uncle, aunt, first cousin, nephew, niece, husband, wife, father-in-law, mother-in-law, son-in-law, daughter-in- law, brother-in-law, sister-in-law, stepfather, stepmother, stepson, stepdaughter, stepbrother, stepsister, half brother, half sister, grandson, or granddaughter’ and insert ‘parent, child, sibling, parent’s sibling, first cousin, sibling’s child, spouse, parent-in-law, child-in-law, sibling-in-law, stepparent, stepchild, stepsibling, half-sibling, or grandchild’."



image

კანონპროექტის განხილვის ინიციატორები არიან აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი და წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტთა წარდგენის წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს მაკგოვერნი, რომელთა აზრით, აღნიშნული შესწორებები „პატივს სცემს ყველა გენდერულ იდენტურობას".

image
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა დიპლომატიის მკვლევარი, სიმონ კილაძე, რომლის თქმით, ამერიკელი ლიბერალები ზღვარს გადავიდნენ...
"ამერიკელი დემოკრატების ლიბერალიზმი ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ახლა ისინი ძალიან ზედმეტობებს აკეთებენ და ზღვარს გადადიან.
თვითონ ამ ნენსი პელოსს (მისი გვარი ერთ-ერთი გენდერული მნიშვნელობის ტერმინის ასოციაციას იწვევს! ) ხუთი შვილი და რამდენიმე შვილიშვილი ჰყავს. მისი ასაკი უკვე 80-ს გადასცილდა, მაგრამ გენდერიზმს მაინც არ ეშვება - მდედრობითი და მამრობითი სქესის ადამიანების სრული გათანასწორება და საშუალო სქესის ადამიანის შექმნა სურს.
რა უნდა ელაპარაკო ახლა ამათ...
ჩვენ ხომ ვერ მივბაძავთ..." - წერს სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
0
504
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0