x
image
natia.a
"შობის ბრწყინვალე დღესასწაული არ არსებობს..." - რას წერს ჟურნალისტი ვახო სანაია
image

მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს მაცხოვრის შობას ზეიმობს. ამ დღეს ქართველები, როგორც წესი, ერთმანეთს ულოცავენ "შობის ბრწყინვალე დღესასწაულს". აღნიშნული ტერმინის გამოყენებას ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია და აღნიშნავს, რომ ერთმანეთს უნდა მივულოცით არა შობის "ბრწყინვალე" დღესასწაული, არამედ უბრალოდ შობა:


"ჩემო ოქროებო:

შობის ბრწყინვალე დღესასწაული არ არსებობს. არსებობს უბრალოდ შობა. აქ “ბრწყინვალე" საერთოდ არ უნდა.
უფრო მეტიც, არც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არსებობს.
სწორი ფორმაა - ბრწყინვალე აღდგომა, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. თუ მაინცდამაინც გვინდა, დღესასწაული ვუწოდოთ, უნდა ვთქვათ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული ან უბრალოდ აღდგომის დღესასწაული.
საქმე ისაა, რომ თავად დღესასწაული კი არაა ბრწყინვალე, არამედ ქრისტეს აღდგომაა ბრწყინვალე."

image


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ...image


2. "ყველამ იცოდა, რომ ეს აფხაზი სამ ქართველს იფარავდა... დედამ მხოლოდ 7 თვის მერე გაიგო სიმართლე" - ემოციური მოგონება აფხაზეთში მოგზაურობაზეimage


3. "ქრისტე აღდგა!" მაინც ახარეთ ერთმანეთს სწორად!" - რამ გააღიზიანა ლევან ღვინჯილიაimage

4. "ყველა ადამიანი არის ერთსქესიანი" - რატომ არ არის სწორი ტერმინი "ერთსქესიანთა ქორწინებაimage

5. "წამოზრდის შემდეგ ნაჯახი, სქესის მიხედვით, ხდება საჯახი ან მაჯახი" - რა არის ოჯახი?image

0
640
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
640
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0