x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
" 17 წელი ებრძოდა თემურ-ლენგი პატარა გურჯესტანს და დამარცხებული წავიდა.."
image

თემურლენგის პირველი ლაშქრობა საქართველოში - მიმდინარეობდა 1386 წლის განმავლობაში. თემურს ჰყავდა 90, 000-იანი ლაშქარი.
თემურლენგის მეორე ლაშქრობა საქართველოში - მიმდინარეობდა 1387 წლის განმავლობაში. კვლავ რამდენიმე ათეულ ათასიანი ლაშქრით.
თემურლენგის მესამე ლაშქრობა საქართველოში - ლაშქრობა მოეწყო 1394 წლის გაზაფხულზე. ამჯერად თემურს ჰყავდა 40, 000-იანი ლაშქარი.
თემურლენგის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში - ლაშქრობა მოეწყო 1394 წლის შემოდგომაზე. კვლავ რამდენიმე ათეულ ათასიანი ლაშქრით.
თემურლენგის მეხუთე ლაშქრობა საქართველოში - ლაშქრობა მოეწყო 1399 წლის შემოდგომაზე. თემურმა თავისი ლაშქრის ყოველი ათეულიდან სამი რცეული მებრძოლი გამოიყვანა და ასე შეადგინა 100 000-იანი არმია, რომელთაც უბრძანა 10 დღის საგზლის წაღება. მათ მიემატა შარვანისა და შაქის ჯარებიც.
თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში - ლაშქრობა მიმდინარეობდა 1400 წლის გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში. თემური კვლავ რამდენიმე ათეულ ათასიანი ლაშქრით იყო, იმდენად მასშტაბური და დიდი ლაშქრობა იყო, რომ ტყვედ წაიყვანეს 60 000 ქართველი და გაჟლიტეს გაცილებით მეტი. ეს გენოციდი იყო.
თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა საქართველოში - ლაშქრობა მიმდინარეობდა 1401 წლის განმავლობაში. თემურის მხარეს კვლავ რამდენიმე ათეული ათასი მეომარი იბრძოდა.
თემურლენგის მერვე ლაშქრობა საქართველოში - ლაშქრობა მიმდინარეობდა 1403 წლის განმავლობაში. თემურის მხარეს კვლავ რამდენიმე ათასი მეომარი იბრძოდა.
თემურის უდიდესმა სამხედრო მანქანამ 8 თვეში დააჩოქა ზუსტად ნახევარი ინდოეთი და შეუერთა თავის ტერიტორიას 1398 წლის განმავლობაში. ამ დაპყრობილ ნაწილს რუკაზეც ხედავთ. საქართველო კი თემურის იმპერიის ნაწილი არასოდეს გამხდარა.
ინდოეთთან შედარებით საქართველო, წესით ლუკმადაც არ უნდა ყოფნოდა, მაგრამ 1386 წლიდან 1403 წლის ჩათვლით 8 დიდი ლაშქრობის მერეც საქართველო მუსლიმმა ჯალათმა ვერაფრით მოდრიკა.
მიდიოდა დიდი ხეიბარი საქართველოდან, მიდიოდა უკანასკნელად მოსული და სამუდამოდ ფეხამოკვეთილი, მიდიოდა მძიმე საფიქრალით და ეჭვებით დატვირთული ლენგი, ნუთუ მართლა დაიპყრო ის, რაც "დაიპყრო"?!
17 წელია ებრძვის იგი უზარმაზარი ურდოებით პატარა გურჯესტანს, 17 წელი!
სხვა რომელ ქვეყანასთან დასჭირვებია ამოდენა დროისა და საომარ ძალთა გაღება ამ ერთმუჭა ერთან ხმალთაკვეთებას რომ შეალია?!
ჩვიდმეტი წლის წინ მოვიდა აქ 50 წლის მეომრული სულის "ვაჟკაცი", ახლა აქედან მიდის 67 წლის ბებერი, დამარცხებული ლენგი..
მიდიოდა და არც კი იცოდა, ბოლოს და ბოლოს მან - ოქროს ურდოს, მავერანაჰრის, ხვარაზმის, ხორასნის, ერანის, მესოპოტამიის და თურქეთის დამპყრობელმა, დაიპყრო თუ არა....... ეს პატარა ნაგლეჯი დედამიწისა - საქართველოს რომ ეძახიან!.." - თორნიკე ფხალაძე
0
356
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0