x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რას დადიხართ, რას ღრეობთ, რას აღნიშავთ?! მსხვერპლად შეწირულ და შესაწირ ადამიანებს?!- ექიმის ემოციური პოსტი

image
ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:


სამი დღეა აქტიურად ვაკვირდები სოც. ქსელს.
სამი დღეა, სულ იმათზე მეფიქრება ვინც დღე და ღამე გაასწორა, მუხლჩაუხრელად იშრომა, უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო, მერწმუნეთ, საკმაოდ მწირ ხელფასად და საკმაოდ მძიმე პირობებში, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს დახმარებოდნენ, როგორც ჯარისკაცები. მათმა ნაწილმა სიცოცხლეც დათმო, სხვისი სიცოცხლისთვის!
სამი დღეა იმ ადამიანებზე მეფიქრება, რომლთა სულებიც ყოველდღიურად გვტოვებენ, ჯარისკაცების ძალისხმევის მიუხედავად!
მხოლოდ ამ, 3 დღეში 92 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით! 92 ოჯახში ახლა გლოვაა, ამ, ახალი წლის დღეებში და ჯამში 2600ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ! ეს, ჩვენი, პატარა ერისთვის უდიდესი ტრაგედიაა!
სამი დღეა იმ ადამიანებზე მეფიქრება, ჯარისკაცებიც და უსასრულობაში დაკარგული სულებიც რომ დაუვიწყებია, გაუმართავს შეკრებები და დიდი ცეკვა-თამაში....
ამ, ახალი წლის დღეებში, საშინლად არ მინდოდა უარყოფითზე წერა, მაგრამ დუმილიც დანაშაულია!
ნუთუ, ოჯახში აღნიშვნა არ არის საკმარისი? ნუთუ, არ შეიძლება, ყველაზე ძვირფასებისთვის შინ ყოფნა? ნუთუ ყველამ "მოიხადეთ", თუ PCR ტესტირებები ჩაიტარეთ ᲨᲔᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲘᲜ?! ნუთუ ეს, ასე რთულია ხალხო?!
რა გჭირთ, რა დაგმართნიათ?!
ნუთუ ყველაზე ძვირადღირებულის- სიცოცხლისთვის, მხოლოდ ამ, ერთი ხორციელი სიამოვნების მოკლება ასე რთულია?!
რომ გკითხოთ ვინმემ, რომელ ოჯახის წევრს შესწირავდით ახლა კარგ გართობასო?! რომელს გაიმეტებდით?! გულწრფელად მაინტერესებს!
ხომ არცერთს?!
მაშ რას დადიხართ, რას ღრეობთ, რას აღნიშავთ?! მსხვერპლად შეწირულ და შესაწირ ადამიანებს?!
აღნიშნეთ რა ოჯახებში!
სიკვდილს ვეთამაშებით, ადამიანებო, ისედაც ცოტანი ვართ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს! ᲠᲐᲪ ᲛᲔᲢᲡ ᲕᲘᲕᲚᲘᲗ, ᲛᲘᲗ ᲛᲔᲢᲡ ᲓᲐᲕᲐᲘᲜᲤᲘᲪᲘᲠᲔᲑᲗ, ᲛᲘᲗ ᲛᲔᲢᲘ ᲛᲝᲮᲕᲓᲔᲑᲐ ᲙᲚᲘᲜᲘᲙᲐᲨᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲗ ᲛᲔᲢᲘ ᲒᲐᲠᲓᲐᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ, ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲘᲛᲐᲠᲗᲚᲔ ᲓᲐ ᲒᲐᲕᲣᲡᲬᲝᲠᲝᲗ ᲗᲕᲐᲚᲘ!
მოვითმინოთ, მოაღწევს ჩვენამდეც ვაქცინა და იქნებ, არ ამოვწყდეთ მუცელღორობას გადაყოლილი ერი, სრულიად და მომავალ წლებზეც ვიფიქროთ?!
შობა და ძველით ახალი წელი მოდის, აბა, თქვენ იცით-
სანამ სტუმრად წასვლას დააპირებთ, დაფიქრდით!!! - ამ საღამოს გრიალი ჯობს თუ ოჯახის წევრის სიცოცხლე?!- წერს ანი ქავთარაძეimageimage

0
232
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0