x
image
თეონა გორდეზიანი
რატომ ვერასდროს ვაფასებთ იმას რაც გვაქვს?
image
რატომ ვერასდროს ვაფასებთ იმას რაც გვაქვს?
ახლა, ისე, როგორც არასდროს მაწუხებს ეს კითხვა
როგორ ვერ უნდა იგრძნო, როგორ ვერ უნდა მიხვდე, როგორი სიყვარული
შეუძლია ქალს... როგორ ვერ უნდა დააფასო მანამ, სანამ შენთანაა. როცა უყვარხარ, როცა იცის, რომ 1 წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი და არაფერს გეუბნება,
რომ მოვალეობის გამო არ იყო მასთან.
"ხომ შეეძლო"...
შენ კი, შენც, კაცს, " ძლიერ სქესს", ამავე დროს ყველაზე სუსტს და მშიშარას,
სიგიჟემდე გიყვარს ისე, რომ თავადაც ვერ ხვდები.
უსაფუძვლოდ ტკენ, უყურებ და გეშინია, იმიტომ, რომ შენზე ბევრად
აღმატებულია.
არ მიდიხარ მასთან იმიტომ რომ პასუხისმგებლობას არიდებ, ელოდები, როდის
მოვა თვითონ, რომ მერე, "რამე რომ იყოს, სათქმელი გქონდეს, მე ხომ არ
მოვსულვარ, შენ მოხვედიო."
რატო ვერ ვსარგებლობთ თითეული წუთით?
ჩვენ ხომ არ ვიცით ვის როდის მოგვიწევს სიკვდილი.
სანამ გვერდით გყავს მერცია, მანამ გიყვარდეს, მანამ გაუფრთხილდი, მოუარე,
დატკბი თითოეული წუთით, რა იცი, იქნებ ხვალ კვდება...
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ არსებობს ქვეყნად არსება, რომელიც
ფსიქოლოგიური კუთხით მამაკაცზე სუსტი და მშიშარა იქნება.
თქვენ გეშინიათ სიყვარულის, გეშინიათ პასუხისმგებლობის.
გგონიათ, რომ ბევრი დროა დარჩენილი, ყველაფერს მოასწრებთ.
"გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მარტო მე ვუყვარდი, ალბათ ამიტომაც არ
ვჩქარობდი..."
ჰო, მან იცოდა. არ ჩქარობდა და როდესაც საბოლოოდ მიხვდა, რომ მის გარეშე
ცხოვრება არ შეეძლო, რამდენიმე დღის გარდაცვლილი დაუხვდა.
გვიანია...
-"მე ხომ არ ვიცოდი"...
-როგორ გეცოდინებოდათ, ხომ არ გეტყოთ მალე მოვკვდები და მარტო ნუ
დამტოვებო!
-მე მელოდებოდა მაშინ, ქუჩაში?
-თქვენ გელოდებოდათ ყოველ დღე, რაც ჩამოვიდა. ქუჩაში, სახლში...
საავადმყოფოში ბოლო სამი დღე ხომ სულ თვალებად იქცა... სულ კარისკენ იყურებოდა.
დავიჯერო ბოლოს რომ ნახეთ, ქუჩაში, სულ ვერაფერს მიხვდით? როგორ
შეიძლება მომაკვდავს მომაკვდავობა არ ეტყობოდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა
უყვარხართ?
და შენ თავს უტყდები, რომ ყოველთვის ყველაფერი იცოდი...ხვდებოდი და
მაინც არ შეიმჩნიე.
"ახალა, როცა მთელ ქვეყანას ზურგი შევაქციე და მხოლოდ მერცია მინდოდა,
მხოლოდ იმიტომ რომ ის მოკვდა, აღარ იყო, შეუძლებელი და მიუწვდომელი
გახდა. მაგრამ ცოცხალი რომ დარჩენილიყო და კარგად ვყოფილიყავით, ბოლოს
ალბათ მაინც მთელ ქვეყანასს გავუწევდი ანგარიშს და ყველაზე ადვილად
სწორედ მერციას გავწირავდი."
ასეა...თქვენ არსებაში დაბუდებული ეგოიზმი, სწრაფვა"სრულყოფილებისადმი",
ის იდიოტური ფაქტი, რომ კაცი მონადირე და სულ რაღაცის ძიებაშია, იმაზე
ძვირფასს გაკარგვინებთ რაც შეიძლება სიცოცხლე ყოფილიყო.
ვერ აფასებთ მანამ, სანამ თქვენთანაა, თქვენია, თქვენით ცოცხლობს და
სუნთქავს, გჩუქნით სულს, სხეულს, ამას ისე აღიქვამთ, როგორც "შესმულ
ფიალას", თქვენ თვალში ინტერესს კარგავს და მხოლოდ მაშინ, როცა დაკარგავთ როცა დიდი დრო გავა, ხვდებით, რომ ის გაუშვით რაც ყველაზე მეტად
გეძვირფასებოდათ. გაუშვით ზუსტად იმიტომ რომ, თქვენი იყო...
"ნუთუ ისე არ შემეძლო გამეშვა, რომ სული არ ჩამეკლა მისთვის?"
არ შეგეძლო.
იმიტომ რომ შენში ჩაბუდებული –
"ამბრნი, უმბრნი და არაბნი" არ დაგანებებდა ამას.
იმიტომ რომ კაცი ხარ.
"ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო" - თქვენ მიტოვებას ირჩევთ..
ნაირა გელაშვილი
0
92
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0