სხვა აშშ-ში ექთანმა განზრახ გააფუჭა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021, 2 იანვარი, 13:13 აშშ-ში შტატ ვინსკონსინის სამედიცინო ცენტრ Aurora Medical Center-ის ექთანმა აღიარა, რომ რომ 500 დოზაზე მეტი ვაქცინის ამპულა განზრახ გააფუჭა, ექთანმა Moderna-ს ვაქცინა განზრახ გამოიღო მაცივრიდან და ღამე, ოთახის ტემპერატურაზე დადო გასაფუჭებლად. სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მედმუშაკმა მაცივრიდან 57 პაკეტი (თითოში 10 ამპულაა) გამოიღო, რითაც დაირღვა საჭირო ტემპერატურული რეჟიმი. მოგვიანებით მან აღიარა, რომ მან ეს განზრახ გააკეთა. თანამშრომელი გაათავისუფლეს კომპანიიდან. მისი ვინაობა არ ხმაურდება და ამჟამად ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლება გამოძიებას აწარმოებს. თავდაპირველად ექთანმა განაცხადა, რომ 57 პაკეტი მაცივრიდან გამოიღო და შენახვა უბრალოდ დაავიწყდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ეს განზრახ გააკეთა, თუმცა მოტივი უცნობია. საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, თანამშრომლის საქციელის გამო, შტატში შეფერხდება ვაქცინაციის პროცესი ასობით ადამიანისთვის. "იმედგაცრუებული ვართ, რომ ამ ადამიანის ქმედება 500 ადამიანის ვაქცინაციას შეაფერხებს“, -განაცხადეს სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა. 30 დეკემბრის მონაცემებით მთელს მსოფლიოში კორონავირუსით ვაქცინით 5, 1 მილიონი ადამიანია აცრილი, აქედან "ლომის წილი" აშშ-ზე მოდის 2 მლნ.-ზე მეტი, ვაქცინაცია დღესითვის მსოფლიოს 22 ქვეყანაშია დაწყებული, მათ შორისაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ჩინეთი, რუსეთი. მსოფლიოში უკვე რეგისტრირებულია 8, 15 მილიარდი დოზა ვაქცინა. ლიდერი აქ არის პრეპარატი AstraZeneca - კომპანიამ უკვე მიიღო შეკვეთა 2, 9 მილიარდ დოზაზე. 155 3-ს მოსწონს
|