x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პელეს გოლების რაოდენობით ვერ გადაასწრო მესიმ + პელეს საუკეთესო გოლები
imageბრაზილიიის კლუბმა "სანტოსმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც უარყოფს არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის ახალი რეკორდს. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იტყობინება.


სანტოსის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბრაზილიელის სტატისტიკაში გათვალისწინებულია მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლები.სინამდვილეში ამხანაგურ და სხვა მატჩებში გატანილ გოლების გათვალისწინებით, პელეს რეკორდი არის მხოლოდ 1 გუნდში-1, 091 გოლი. ამრიგად, ავტორების აზრით, მესი ვერასოდეს დაეწევა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის რეკორდს. აღინიშნა, რომ არ არის ჩათვლილი სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის წამყვანი კლუბების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებში გატანილი გოლები.



-448 გოლი, რომელთა უგულებელყოფას ცდილობენ დღეს, იმ დროინდელი სეზონების მთავარი კლუბების წინააღმდეგ იქნა გატანილი. პელემ ცხრა გოლი გაიტანა "ამერიკის" (მექსიკა) და "კოლო კოლოს" (ჩილე) კარში, ასევე რვა გოლი "მილანის" ინტერთან, 1960-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ ევროპულ კლუბის კარში .

სია უზარმაზარია და მოიცავს დიდ კლუბებს: რივერ პლეიტს, ბოკა ხუნიორსს, რასინგს, უნივერსადად დე ჩილის, მადრიდის რეალს, იუვენტუსს, ლაციოს, ნაპოლის, ბენფიკას და ანდერლეხტს . თვითონ ბარსელონაც, სადაც მესი თამაშობს, ასევე გახდა პელეს ერთ-ერთი მსხვერპლი - ოთხი თამაშში ოთხი გოლი გაუტანა.


ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, 22 დეკემბერს, "ვალიადოლიდთან" გამართულ მატჩში, მესიმ 644-ე გოლი გაიტანა "ბარსელონას" შემადგენლობაში, რითაც პელეს ერთი გოლით გადაუსწრო. თამაში დასრულდა ანგარიშით 3: 0 "ბარსელონას" სასარგებლოდ.


ვირტუალურად აღდგენილი პელეს საუკეთესო გოლი



ტოპ 10 პელეს გოლი


1
101
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
101
  
2020, 31 დეკემბერი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1