x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134501
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ცნობილი ადამიანები, რომლებიც სერიულმა მკვლელებმა მოკლეს
მანიაკების, ტერორისტებისა და სერიული მკვლელების სახეზე ბედნიერი და თავდაჯერებული ღიმილი, მიუთითებს, რომ "მან" მიიღო წარმოუდგენელი სიამოვნება ამ საქმისგან და ეს თუ არა სიგიჟე, მაშინ სერიოზული ფსიქიკური აშლილობის ნიშანია.


image



შოკისმომგვრელი ისტორიებიდან, რომლებსაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, მხოლოდ ერთი განცხადდა ბოლომდე, დანარჩენები კვლავ ამოუხსნელი რჩება წლების მანძილზე, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ყველა ისტორიას სერიული მკვლელები აკავშირებთ, რომლებმაც ცნობილი ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლეს.



1. შერონ ტეიტი, 1943-1969 წწ. - მსახიობი და მოდელი მოკლული იქნა ჩარლზ მენსონის სექტის წევრის მიერ.



imageimage


ტრაგედიამ, რომელიც 26 წლის მოდელს დაემართა, მთელი ჰოლივუდი შოკში მოიცვა. რეჟისორი რომალ პოლანსკის მეუღლე ორსულობის ბოლო თვეში იმყოფებოდა, როდესაც ის სასტიკად მოკლეს საკუთარ ბინაში სამ მეგობართან ერთად. დამნაშავე ფანატიკური სექტის კომუნის ჩარლზ მენსონის წევრები იყვნენ. სექტის შვიდი წევრი კიდევ სხვა რიტუალური მკველობის დროს დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.


პოლანსკი ორსული მეუღლის მკვლელობის ამბებზე ჟურნალისტებთან ვერ საუბრობდა. ბოლოს კი, რამდენიმე წლით ამერიკაც დატოვა. ამბავმა არა მარტო ოჯახის ახლობლები, არამედ მთელი ამერიკა მოიცვა.


ჩარლზ მენსონი ახლაც ცოცხალია და იხდის მისჯილ წლებს. ორწლინახევრის წინ ის დანიშნული იყო მის გულშემატკივარ 26 წლის გოგონაზე ეფტონ ბარტონზე, თუმცა მან ნიშნობა ჩაშალა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ეფტონი ჩარლზის გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულის ბალზამირებას და აუქციონზე გაყიდვას გეგმავდა.





2. ჯონ ბენეტ რამსი, 1990-1996 წწ. - ბავშვთა სილამაზის კონკურსის გამარჯვებული.


image


1996 წლის 25 დეკემბერს, შობის ღამეს ტრაგედია მოხდა. კომპიუტერული ტქნიკის მაგნატის ჯონ რამსისა და მისი მეუღლის პატრისიას ექვსი წლის ქალიშვილი, რომელიც ბავშვთა სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო, საკუთარი სახლის სარდაფში გარდაცვლილი იპოვნეს.


ტრაგედიის ღამით, მშობლებმა წესისამებრ დააწვინეს ბავშვი დასაძინებლად, მოგვიანებით კი კიბეების საფეხურზე იპოვეს ჩანაწერი, სადაც მკვლელი იუწყებოდა, რომ მათი ქალიშვილი გაიტაცა და სანაცვლოდ 118 000$-ს ითხოვდა. ჯონ ბენეტი ცნობილი იყო საქვეყნოდ შემდეგი ტიტულებით "ერის სილამაზე", "პატარა მის კოლორადო", "გოგონა კოლორადოდან ჟურნალის გარეკანზე", მკვლელისთვის შესაფერისი კანდიდატი სწორედ ამ გზით გახდა პატარა.


პოლიციის გამოძიებით დადგინდა, რომ ბავშვი დაახრჩეს, რადგან სხეულზე ბევრი სისხლჩაქცევა ჰქონდა. თავდაპირველად ეჭვმიტანილებად მის მშობლებს მიიჩნევდნენ, თუმცა გოგონას სხეულზე აღმოჩენილმა სისხლის დე-ენ-ემ-ის ნიმუშმა ცხადყო, რომ მკვლელი ნამდვილად ვიღაც სხვა იყო, რომელიც დღემდე ვერ იპოვნეს.


გოგონას მამამ მოგვიანებით დაწერა წიგნი "ტანჯვის მეორე მხარე", სადაც თავს იდანაშაულებს შვილის სიკვდილში, რომ ის საკმარისად ვერ დაიცვა და სახლში გამართული წვეულებების გამო მკვლელს მისცა უფლება სახლში თავისუფლად შესვლის და ამ საშინელების ჩადენის. კერძო დეტექტივიც დაიქირავა, თუმცა ძიება უშედეგო აღმოჩნდა.





3. ჯანი ვერსაჩე, 1946-1997წწ. - Დიზაინერი.


image


მოდის სახლის Versace-ს დამფუძნებელი და დიზაინერი ჯანი ვერსაჩე 1997 წლის 15 ივლისს თავისი სახლის ზღურბლზე თავში ორი ტყვიით სერიულმა მკვლელმა ენდრიუ კიუნენენმა მოკლა. ჯანი იმ დროს დიზაინერთან ანტონიო დამიკოსთან ერთად ცხოვრობდა.


ორი თვის შემდეგ, იახტაზე, როდესაც მას პოლიციამ ალყა შემოარტყა, სერიულმა მკვლელმა ენდრიუ კიუნენენმა თავი მოიკლა. ჯანი ვერსაჩეს გარდა კიდევ ოთხი ადამიანის მოკვლა მოასწრო, თავისი საყვარლის ჩათვლით. საიდუმლო კი, თუ რა მიზეზით მოკლა დიზაინერი, საფლავში წაიღო.


მას შემდეგ ქვეყნდებოდა ათასი ინფორმაცია თუ ჭორი იმის თაობაზე თუ რა გახდა ჯანი ვერსაჩეს სიკვდილის მიზეზი - ნაწილი წერდა, რომ ეს იყო იტალიური მაფიის შურისძიება, ნაწილი კი აბრალებდა დონატელას, მის ღვიძლ დას, რომელმაც ძმის სიკვდილი დაუკვეთა ენდრიუს, რათა მისი ბიზნესი ხელში ჩაეგდო.





4. ელიზაბეტ შორტი, 1924-1947 წწ. - მიმტანი და მსახიობი.


image


უბრალო ამერიკელმა გოგონა, რომელიც დიდი ოჯახიდან წავიდა და გაიარა მრავალი გზა, ოცნებობდა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი გამხდარიყო. 1947 წლის 15 იანვარს ლოს-ანჯელესის გარეუბანში 22 წლის ელიზაბეტის ცხედარი შუაზე გაჭრილი და სახე მოჭრილი იპოვნეს.


ჟურნალისტებმა, რომლებიც მის საქმეს აშუქებდნენ, მას "შავი გეორგინა" შეარქვეს და დამწყები მსახიობი ამ ფსევდონიმით დარჩა ამერიკის ისტორიაში. მისი მკვლელობა 60 ადამიანმა აღიარა, თუმცა ყველა ყალბი აღმოჩნდა და ელიზაბეტის გარდაცვალების საიდუმლო, კვლავაც იზიდავს საიდუმლოს მოყვარულებს.


ლოს-ანჯელესის კერძო დეტექტივმა, სტივ ჰოდელმა, რომელიც გამხაურებული გამოძიებისას პატარა იყო, მოგვიანებით შეისწავლა საქმის დეტალები და ჩაატარა მისეული გამოძიება და მივიდა დასკვნამდე თუ ვინ იყო მკვლელი... ელიზაბეტის მკვლელი მისი მშობელი მამა იყო. მამა სერიული მანიაკი იყო და სწორედ ამან უბიძგა დეტქტივს, რომ ელიზაბეტის მკვლელობასთან დაეკავშირა ის.


"შავი გეორგინას" ისტორია შთაგონების წყარო გახდა მრავალი მატვრისა და მუსიკოსისთვის, მათ შორის მერილინ მენსონისთვის.





5. პიერ პაოლო პაზოლინი, 1922-1975 წწ, - რეჟისორი.


image


საკულტო ფირების "მათეს სახარება", "დეკამერონი", "კენტერბერიული ზღაპრები" და მისი გარდაცვალების წელს გამოშვებული სურათის "სალო, ან სოდომის 120 დღე" ავტორი გახდა ნეოფაშისტების ჯგუფის მსხვერპლი. ოთხი თინეიჯერისგან შემდგარი ნაციონალისტური ბანდა ნოემბრის ღამეს რომის გარეუბანში თავს დაესხა დიდებულ რეჟისორს. პაზოლინს გატეხილი ჰქონდა ნეკნი, მოტეხილი ჰქონდა ყბა და მკლავი, ყურები დასახიჩრებული და უკვე გარდაცვლილს ავტომობილით გადაუარეს. გამოძიების ჩიხში შესაყვანად, მსჯავრდებულებმა რამდენჯერმე შეცვალეს ჩვენება.


პაზოლინი ღიად გამოთქვამდა კომუნისტურ შეხედულებებს. კერძოდ, მან თავის სკანდალურ ფილმში "სალო, ან სოდომის 120 დღე" ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერები წარმოაჩინა, როგორც სასტიკი გარყვნილები და მოძალადეები. ფილმი მოგვითხრობს გეი ფაშისტების ჯგუფზე, იტალიის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებზე, რომლებიც იტაცებენ რამდენიმე ებრაელ ბიჭსა და გოგონას და აიძულებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ამაზრზენ და სასტიკ ორგიებში.


რეჟისორის მეგობრებმა აღიარეს, რომ გადაღებების დროს მან არაერთხელ მიიღო მუქარა ნაცისტებისგან.




იხილეთ აგრეთვე:


განაჩენის დროს გადაღებული ფოტოები, სადაც მკვლელები იცინიანimage

1
1180
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1180
  
2020, 31 დეკემბერი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1