x
მეტი
  • 16.08.2022
  • სტატია:121546
  • ვიდეო:354835
  • სურათი:493667
ყველაზე ორიგინალური და საუკეთესო არქიტექტურული შედევრები საბჭოთა კავშირიდან
image

საბჭოთა არქიტექტურა მოიცავს 1917-1991 წლების პერიოდს. ამ დროის განმავლობაში მასში აისახა მთელი რიგი მსოფლიო არქიტექტურული სტილები - კონსტრუქტივიზმი, რაციონალიზმი, არტ – დეკო, რომელიც წარმოადგენს არტ-დეკოს, ამპირას და ეკლექტიზმის, სტალინური არქიტექტურისა და ბრუტალიზმის ნაზავს.

კომპარტია ცხოვრების კულტურული ნაწილის წარმოდგენას სწორედ არქიტექტურული მრავალფეროვნებით, განდიდების მანიით, გრანდიოზული არქიტექტურული ნაგებობების შექმნით ახერხებდა.

მთელი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ქუჩაში გამოსვლისას ყველა რიგით საბჭოთა მოქალაქეს უნდა გასჩენოდა იმის ილუზია, რომ სამყაროში ყველაზე ძლიერ და სამართლიან იმპერიაში- დიდებული კომუნიზმისკენ მიმავალ სახელმწიფოში ცხოვრობდა.


ქორწინების სახლები, სანატორიუმები, ცირკები, სპორტული შენობები, სამეცნიერო დაწესებულებები, ინსტიტუტები და ა.შ შთამბეჭდავი მასშტაბით და დეკორით გამოირჩეოდა.ამიტომ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მე-20 საუკუნეში შექმნილ საუკეთესო არქიტექტურულ შენობების ნუსხაში, დიდი წილი სწორედ საბჭოთა კავშირზე მოდის.

ზესახელმწიფოს დაშლის შემდეგ პოლიტიკოსებს ლამაზი შენობებისთვის არც დრო და აღარც ფინანსები რჩებოდათ და ამიტომ მხოლოდ ყველაზე პოპულარული შენობები გადარჩნენ.


ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ორიგინალურ საბჭოთა არქიტექტურულ შედევრს.



1-პანსიონატი "კურპატი" იალტაში.

image


2–ყოფილი ქორწინების სახლი, თბილისი.2001 წელს იგი შეიძინა მილიარდერმა ბადრი პატარკაციშვილმა.

image


3-ყოფილი საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა-თბილისი(ამჟამად ბანკია განთავსებული) 2016 წელს შენობა მსოფლიოს 10 საუკეთესო ბრუტალისტურ შენობას შორის მოხვდა.

image

4-კიშინიოვის სახელმწიფო ცირკი

image

5-დოსტოევსკის სახელობის აკადემიური თეატრი -ნოვგოროდი

image

6-"თეფში ლიბიდსკაიაზე", ინსტიტუტის თეატრი. ახლა მისგან გასართობი კომპლექსი მზადდება. 2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. კიევი, უკრაინა.

image

7-პოლიტექნიკური ინსტიტუტის მე-15 კორპუსი-მინსკი, ბელარუსი.

image

8-საცხოვრებელი კორპუსი კიშინოვში-მოლდოვა

image


9-ყოფილი კინოთეატრი "რუსეთი", ამჟამად სავაჭრო ცენტრი-ერევანი, სომხეთი

image

10-ყოფილი სასტუმრო "სპორტი" ტალინი, ესტონეთი, ამჟამად Pirita Top Spa Hotell

image

1
767
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
767
  
2020, 30 დეკემბერი, 2:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1