x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე დიდი დრამა პუტინისთვის

image


ფულით შეგიძლიათ დაიქირაოთ ადამიანები, რომლებიც წავლენ მოსაკლავად. მაგრამ, ფულით ვერ დაიქირავებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ქვეყნისთვის თავი გაწირონ!

პუტინის ყველაზე დიდი დრამის მიზეზიც ეს არის – ომის დაწყებიდან 7 თვის შემდეგაც კი, უზარმაზარ რუსეთს არ შეუძლია ფრონტზე ჯარის გაგზავნა, რომელიც უკრაინელების არმიას, თუნდაც, რაოდენობით გადააჭარბებს.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია უკვე გამოცხადებულია (უახლოეს მომავალში, 300 000 რეზერვისტის გაწვევა იგეგმება)... მაგრამ, რა იქნება შემდეგ? სრული მობილიზაცია? – დაბალი მოტივაციის პირობებში, ეს დამარცხების ტოლფასი იქნება.

ჯერ–ერთი, დაიწყება ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივი გაქცევა და ემიგრაცია (ამის ნიშნები უკვე შეიმჩნევა. ჯერ–ჯერობით ისინი ტოვებენ სამშობლოს, ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვთ).

მეორე: რუსეთს არა აქვს შეიარაღება, ეკიპირება და ტრანსპორტი, რომ ერთდროულად, მილიონიანი არმია "დააყენოს ფეხზე".

მესამე: რუსეთმა უკვე გაგზავნა იძულებით მობილიზებული მეომრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე... და ეს დიდი დანაკარგებით დასრულდა – პუტინის "საჯარიმო ბატალიონები" წარმატებულ საბრძოლო არმიად ვერ ჩამოყალიბდა.

სავარაუდოდ, რუსეთი დიდხანს იბრძოლებს, რადგან ათწლეულების მანძილზე, მას უამრავი საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა დაუგროვდა. მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი მონები, სხვისი თავისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად გაუშვას, ვერასოდეს გაიმარჯვებს ერზე, რომელსაც საკუთარი თავის მობილიზება შეუძლია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* XX საუკუნის 10 ყველაზე დაუნდობელი ლიდერი

* 5 გასართობი თავსატეხი (პასუხები აქვს)

* ჩვენი პლანეტის ყველაზე საოცარი ცხოველები – ტოპ 15

* ამ მცენარით ღვიძლის და თირკმელების გაწმენდა და 7 ქრონიკული დაავადების დამარცხება შეიძლება

* თუ შემწვარი კარტოფილი "არ გამოგდით"... ნახეთ, აბა, შეცდომას სად უშვებთ?

* 10 ანომალიურად დიდი ცხოველი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

* ნიჟარის ფორმის სახლი საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერით



0
1125
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0