x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მამაკაცმა ცოლ-შვილი დახოცა და თავის მოიკლა,მანამდე კი ამაღლევებელი პოსტი დაწერა
image


ნათესავები შეძრწუნებულნი არიან წარმატებულ ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო.



მილიკენები მეიფილდიდან, აშშ-დან, ცნობილი და პატივსაცემი ოჯახი იყო. კაილი და ეშლი ხშირად აქვეყნებდნენ "ფეისბუქზე" თბილ ერთობლივ ფოტოებს, ხშირად მოგზაურობდნენ და სიხარულით იზიარებდნენ 8 და 13 წლის ვაჟების წარმატებებს, ვისთვისაც არაფერს იშურებდნენ. თუმცა წარმატებულ და ერთი შეხედვით ბედნიერ ოჯახში მაინც დატრიალდა ტრაგედია.

image


ოჯახის უფროსმა არ დაზოგა არც 35 წლის ცოლი და არც შვილები და პისტოლეტით დახოცა ისინი.

მათი უსიცოცხლო გვამები სახლში აღმოაჩინეს. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, კაილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის წერს, რომ მას სიცოცხლეზე მეტად უყვარს თავისი ვაჟები.მამაკაცმა ჩანაწერს დაურთო 80 ფოტო, სადაც მათი ცხოვრების შთამბეჭდავი მომენტებია აღბეჭდილი, თუმცა კაცი იქვე გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ცოლი ღალატობდა.

image

"ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია, ქალები შეიძლება მოვიდნენ და წავიდნენ თუ ის უბედურია, შენ მას ვერ გახდი ბედნიერს! <...> უნდა ითქვას, რომ მიყვარს ჩემი ბიჭები ჩემი სხეულის ყველა ნაწილით! ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში გავაკეთე, ზრდასრულ ასაკში, მათთვის იყო, რათა მათი ბავშვობა ჩემზე უკეთესი ყოფილიყო. <...> შვილები - ჩემთვის ყველაფერი იყო, სხვას არაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა"-კაილ მილიკენი.


შემდეგ კი უკვე ცოლზე წერს:


"უმეტეს შემთხვევაში ის(ცოლი) მაინც დააპირებს ამის გაკეთებას, მაგრამ როდესაც თქვენ <...> მასზე ზრუნავთ წლების განმავლობაში, ის კი მაინც გიღალატებთ, რას გააკეთებდით?"

image

კენტუკის შტატის პოლიციამ განაცხადა, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით სხვა დამნაშავეს არ ეძებს.საქმე დახურულად გამოცხადდა.


0
574
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0