x
image
მაია 24
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის
image


ყველა შეყვარებულ და დაოჯახებულ ადამიანს ხარის წელი ბედნიერებასა და ურთიერთგაგებას ჰპირდება თავის რჩეულთან. თუმცა, პრიორიტეტების სწორად წარმართვაც უნდა შეგეძლოთ, კავშირი რომ გაამყაროთ და შეინარჩუნოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან და ბავშვებთან. ნუ დაივიწყებთ ოჯახურ ტრადიციებს, მეტად იზრუნეთ შვილებზე. განსაკუთრებით, თინეიჯერებეზე. თუ ისინი თქვენგან შორს ცხოვრობენ ან სწავლობენ, დაეხმარეთ მატერიალურად. ზედმეტი ტვინის ბურღვის გარეშე ასწავლეთ ჭკუა. ეცადეთ, აუმაღლოთ თვითშეფასება. დაეხმარეთ, რომ თანატოლებზე უკეთესი გახდეს.


  • სასიყვარულო პროგნოზი ვერძისთვის

რომანტიკული გრძნობების ტყვეობში იქნებით. შეიძლება ყოფილი დაგიბრუნდეთ. გრძნობამ ახალი ძალით იფეთქოს და დილემის წინაშე აღმოჩნდეთ - მომავალში მეგობრებად დარჩეთ, თუ გააგრძელოთ ვნებიანი რომანი. თუ წინა ურთიერთობამ ჭკუა ვერ გასწავლათ, ორჯერ უნდა დაფიქრდეთ, იგივე შეცდომები რომ არ დაუშვათ.


რაც შეეხება მარტოხელებს, სასიამოვნო ნაცნობობაც გელით და დაუვიწყარი პაემნებიც. ისეთ ადამიანს გაიცნობთ, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას. მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა.



გაზაფხულზე რომანტიკულ და ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. შეიძლება მეგობრულ-რომანტიკული ურთიერთობა გააბათ ადამიანთან, ვინც ადრე არ მოგწონდათ. ეცადეთ, იუმორით შეხედოთ ყველაფერს, მეტად დატკბით ფლირტით. გაფრთხილდით, მოშურნეებს ნუ გაუმხელთ თქვენს საგმირო საქმეებს, რათა “თვალი არ გეცეთ“.


მთელი წლის განმავლობაში საწინააღმდეგო სქესისგან განებივრებული იქნებით ყურადღებითა და მზრუნველობით. წელს სიყვარულის გარეშე არ დარჩებით. თუ მყარი კავშირის შექმნა გსურთ კონკრეტულ ადამიანთან, სხვებთან კავშირი უნდა გაწყვიტოთ. ნუღარ გაეკიდებით ყველას, ვინც თვალს ჩაგიპაჭუნებთ და წუთიერი სიამოვნებისთვის ნუ დაკარგავთ იმას, ვინც ნამდვილ სიყვარულს გპირდებათ.


წლის ბოლოს აზრთა სხვადასხვაობის გამო ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან, თუ არ გსურთ, სადღესასწაულო დღეები მარტოობაში გაატაროთ. თქვენს მეწყვილეს დაოჯახება და სტაბილურობა სურს ურთიერთობაში, თქვენ კი ჯერ ამისთვის მზად არ ხართ. ემოციები რომ დაცხრება, მშვიდად აუხსენით თქვენი პოზიცია. მთავარია, თავად არ გამოიწვიოთ პარტნიორი პროვოკაციაზე. კონფლიქტებისგან შეიკავეთ თავი დაწყვილებულმა ნიშნებმაც. განსაკუთრებით როცა საქმე ფინანსებს ეხება.


  • სასიყვარულო პროგნოზი კუროსთვის

იყავით მზად ახალი რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თუ ზედმეტად სენტიმენტალური იქნებით, შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ ჯერ საკუთარ თავში და შემდეგ პარტნიორში. ეცადეთ, რეალურად შეაფასოთ მოვლენები, საკუთარი თავიც და მოთხოვნებიც. თუ ადამიანი მოგწონთ, ნუ დაიშურებთ მისთვის კომპლიმენტების თქმას, გამოუტყდით სიყვარულში. სხვათა შორის, დაქორწინებულებსაც გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება, თუ, რა თქმა უნდა, თავად იაქტიურებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ პარტნიორიც თანახმა იქნება, უმეტესობა წერტილს დაუსვამს არსებულ კავშირს, რომელსაც მომავალში განვითარების შანსი არა აქვს.


ზოგიერთი დაქორწინებული შეიძლება მიხვდეს, რომ შეცდომა დაუშვა მეუღლის არჩევაში. ეს დასანანი და ორივესთვის რთულად გადასატანი იქნება. იყავით გულახდილი პარტნიორთან, მოერიდეთ ჩხუბს, რაც საბოლოოდ დაგინგრევთ ნერვებს. 2021 წელს გირჩევთ, შვიდჯერ დაფიქრდეთ, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური და ამაყი. ფულის გამო საყვარელ ადამიანს ნუ დაუპირისპირდებით; ფინანსურ საკითხებს მოაგვარებთ, სიყვარულს და ერთმანეთის პატივისცემას კი ვეღარ აღიდგენთ.


ზაფხულში ამოსუნთქვის შესაძლებლობა მოგეცემათ. უმეტესობა თავს ახალგაზრდულად და მხნედ იგრძნობს. რაც საშუალებას მოგცემთ, გააბათ ახალი რომანტიკული კავშირები. შეყვარებულებმა შეიძლება საერთო ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტონ. თუ კომერციულ საკითხებში კარგად ერკვევით, საერთო საქმე კიდევ უფრო გაგაერთიანებთ.


ზაფხულის ბოლოს შეყვარებული კუროების უმეტესობა დაქორწინებას გადაწყვეტს. სანამ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ, კარგად დაფიქრდით, კარგად იცნობთ თქვენს მომავალ მეუღლეს, ის რამეს ხომ არ გიმალავთ, რამე საეჭვო ხომ არ გაფიქრებთ?..


ნოემბერსა და დეკემბერში სითბო და ჩახუტება მოგინდებათ და გამორიცხული არაა, დაუბრუნდეთ ყოფილ შეყვარებულს. ზოგიერთი კი თავით გადაეშვება რომანტიკულ თავგადასავალში.


  • სასიყვარულო პროგნოზი ტყუპისთვის

2021 წელს მოგეჩვენებათ, რომ საქანელაზე ზიხართ. ხან ბედნიერი იქნებით პირად ცხოვრებაში მომხდარი სიახლეებით და ხან, იმედგაცრუებული. შეიძლება განაახლოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორთან და მიიღოთ სერიოზული ცხოვრებისეული გაკვეთილი. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას. ახლა თქვენთვის მთავარია, შეინარჩუნოთ სულიერი ჰარმონია. არ მისცეთ ემოციებს უფლება, რომ ბალანსი დაგირღვიოთ. ეცადეთ ჰარმონიული იყოთ საყვარელი ადამიანის მიმართაც. არც მას მოუშალოთ ნერვები თქვენი ქარაფშუტულობის გამო. იყავით აკურატული, რათა არ დაარღვიოთ არსებული კავშირი. გახსოვდეთ, ნამდვილი სიყვარულის მოსაპოვებლად მეორე შანსი შეიძლება დიდი ხანი აღარ მოგეცეთ.


თავადაც იცით, რომ მუდმივი არ ხართ, ცვალებადობა გახასიათებთ და გადახედეთ თქვენს შეხედულებებს, რათა შეინარჩუნოთ ლამაზი და მყარი კავშირი. ეცადეთ, მეტად ენდოთ პარტნიორს, ნუ შეადარებთ სხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაშორების შემდეგ თქვენთან მეგობრობაზეც უარს იტყვის.


2021 წელს აუცილებლად გაგიმართლებთ მარტოხელებს, "მეორე ნახევარს" შეხვდებით. მისგან იგრძნობთ იმ კავშირს, რის გამოც ერთად წლებს გაატარებთ ბედნიერად.


დაოჯახებულებს ზაფხულში სურვილები აგისრულდებათ. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად წაკინკლავდებით, კომპრომისს მარტივად გამონახავთ. მთავარია, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე არ გადახვიდეთ. ზოგჯერ გულახდილი საუბარი ყველა უსიამოვნებას გადაგალახვინებთ.


შემოდგომაზე მშვიდი და მოსიყვარულე გახდებით პარტნიორის მიმართ. მოგეცემათ ერთად განვითარების შანსი. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ურთიერთობის გაუმჯობესების ინიციატივა მუდმივად თქვენგან უნდა მოდიოდეს. ხარს სურს, თბილი და მოსიყვარულ იყოთ მის მიმართ. გაანებივროთ მზრუნველობით. ხშირად გამონახოთ მისთვის სანუგეშო სიტყვები. მოინდომეთ, რომ მზიანი შემოდგომა დაუვიწყარი გახდეს თქვენი წყვილისთვის.


დეკემბერში მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა და რომანტიკულ თავგადასავალში თავით გადაშვება გელით. ამ კავშირის შემდეგ აღიარებთ, რომ სიყვარული ნამდვილად არსებობს. ის ყველა ძველ გატაცებას დაგავიწყებთ. ერთად საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება გელით. თუმცა, თუ არ გაფრთხილდებით, ამ ადამიანსაც დაკარგავთ.


  • სასიყვარულო პროგნოზი კირჩხიბისთვის

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორის არ გესმით, სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. განსხვავებული შეხედულებების გამო კონფლიქტები და განშორებები გარდაუვალი იქნება. თუ კავშირის შენარჩუნება გსურთ, უნდა დააკვირდეთ სიტყვებსაც და ქმედებებსაც. საყვარელი ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოთ, ხანდახან მაინც.


მარტოხელებს პირადი ცხოვრების დალაგების შესაძლებლობა მოგეცემათ. შეხვდებით ადამიანს, რომელთან სულიერ სითბოს იგრძნობთ. თუ ადამიანი გარეგნულად თქვენს იდეალებს არ შეესაბამება, ნუ იტყვით მასზე უარს, სანამ მის შინაგან სამყაროს რა გაეცნობით. იყავით რეალისტური, მხოლოდ ვნების ან მხოლოდ ფულის გამო ნუ გადაწყვეტთ ვინმესთან ყოფნას.


საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით კრიტიკულად განწყობილი. არ ღირს ყველაფერზე წუწუნი. ასეთი დამოკიდებულება კარგს არაფერს მოგიტანთ. პარტნიორს ხშირად უთხარით ის, რაც გაახარებს მას. მეტად გამოავლინეთ თბილი ემოციები. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა მსურს ამ კავშირისგან, ადამიანისგან? თუ პასუხს მომენტალურად ვერ გასცემთ, ეს თქვენი ბედი არ ყოფილა.


გაზაფხულზე შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანიც კი გააბათ. თავგადასავლები სრულიად დაგიპყრობთ. სხვათა შორის, რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ ერთად უჩვეულო სიტუაციებში, მით უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს. მერე კი ადვილად მიიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ აირჩიო და გსურთ თუ არა ამა ადამიანს დაუკავშიროთ თქვენი ბედი.


დაწყვილებულებმა ძალიან უნდა მოითმინოთ, დაშორება რომ აიცილოთ. ზოგჯერ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოგიწევთ ყოფნა. კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ: დარჩეთ ერთად თუ დაშორდეთ. "ნახვამდის" თქმა ადვილია, მაგრამ ჯერ ურთიერთობის ყველა პლუს-მინუსი აწონ-დაწონეთ, მომავალში წარსულზე ფიქრმა რომ არ გაგაწამოთ.


მარტოხელებს თეთრი ხარი დაუვიწყარ შეხვედრებს გპირდებათ. ეცადეთ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის მუდამ მიმზიდველი და საინტერესო იყოთ.


  • სასიყვარულო პროგნოზი ლომებისთვის

ყველაზე სასიამოვნო პერიოდი დაგიდგათ, თქვენი გრძნობების ღიად გამოხატვას შეძლებთ. ყველაზე პრეტენზიული ლომიც კი იპოვის თავის სასურველ პარტნიორს და გაანებივრებს თბილი და ტკბილი მოქცევით. მარტოხელებს სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში. ურთიერთობაში იყავით გულწრფელი და მხოლოდ დადებითი ემოციები გამოხატეთ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს ისე მიიზიდავთ, როგორც თაფლს ფუტკარი. ერთი სიტყვით, ხარის წელი, დაუვიწყარი რომანებით დაგასაჩუქრებთ.


დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან. ჯერ მისი პრეტენზიები მოისმინეთ და მერე საკუთარი წამოაყენეთ. თუ ხვდებით, რომ ურთიერთობაში ვნების ალმა იკლო, იზრუნეთ მის გაღვივებაზე. გაამრავალფეროვნეთ ინტიმური ცხოვრება. თუნდაც, მეუღლესთან ერთად ფსიქოლოგთან გაირეთ კონსულტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქარაფშუტული დამოკიდებულებით აპრილში განქორწინებას დაელოდეთ. უმნიშვნელო უსიამოვნებას ხელჩართულ ბრძოლასა და ჭურჭლის ლეწვაში ნუ გადაზრდით.


ზაფხულის დასაწყისში დაქორწინებულებს მეუღლის ღალატისკენ გაუწევთ გული. რასაც საშინელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. აგრეთვე, არ გირჩევთ, თქვენი უსიამოვნებების შესახებ მოუყვეთ ნათესავებსა და მეგობრებს. ენდეთ თქვენს მეუღლეს და ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა. შემოდგომის დასაწყისში ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ნათესავებთან. განსაკუთრებით, მეუღლის გამო. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები, რჩევა აუცილებლად ჰკითხეთ მეუღლეს და ოჯახის წევრებს. არ უღალატოთ თქვენს მორალურ პრინციპებს.


წლის ბოლოს პირად ცხოვრებაში ბედნიერებას მიაღწევთ. განსაკუთრებით მიმზიდველი იქნებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. გადაეხედეთ წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს. მოერიდეთ ჩახლართულობასა და გაურკვევლობას. სიყვარული თავად მოგიკაკუნებთ კარზე, ეჭვი არ შეგეპაროთ. მთავარია, საკუთარ თავში გაერკვეთ.


  • სასიყვარულო პროგნოზი ქალწულისთვის

დაუვიწყებელი შეხვედრებისა და დასამახსოვრებელი მოვლენების წელი დაგიდგათ. განსაკუთრებით გაუმართლებთ მარტოხელა ნიშნებს. თუმცა, არ დაქორწინებულები იქნებიან რომანტიკას მოკლებულნი. მარტის დასაწყისში ცხოვრება გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება თქვენთვის. გაქრება ჩვეული დეპრესია და მოწყენილობა. რაც უფრო მეტად თავდაჯერებული იქნებით, მით მეტად მოიზიდავთ საიმედო პარტნიორებს. ახალგაცნობილებთან ნუ გაიმეორებთ წარსულ შეცდომებს. ნუ მოგერიდებათ და მეტად გამოავლინეთ თქვენი გრძნობები. მეუღლესთან იყავით გულწრფელი და გულახდილი საუბრისას.


ხარის წელში ენერგიულობის მომატებას იგრძნობთ, მოიმატებს ინიციატივის გამოვლენის სურვილიც. შეიძება საკუთარ თავში ახალი ნიჭიც კი აღმოაჩინოთ. რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზეც. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ რჩეულის გვერდით. ხანდახან სპონტანურად უნდა იმოქმედოთ, ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა გაგიჭირდებათ.


შუა ზაფხულიდან ქარაფშუტულ განწყობაზე დადგებით და სასიყვარულო რომანების გაბმა მოგინდებათ. თანაც, ერთდროულად რამდენიმეს. ზოგიერთი კი ოჯახის შექმნას და შვილების გაჩენას გადაწყვეტს. ზოგიერთ შემთხვევაში რაღაცაზე თვალის დახუჭვა მოგიწევთ, რადგან თქვენნაირ რაციონალურ და პასუხისმგებლიან ადამიანს იშვიათად მოძებნით. გაქვთ შანსი, რომ ზაფხულში გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც მყარ ოჯახს შექმნით, ისეთს, როგორზეც ოცნებობდით.


წლის ბოლოსკენ თავისუფლების სურვილი მოგეძალებათ. შეიძლება დაგეძაბოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. თუმცა, მოთმენა ჯობია, მნიშვნელოვანი და გაუთვალისწინებელი ნაბიჯის გადადგმას. თუმცა, თუ ხვდებით, ინტიმური ცხოვრება მოსაწყენი გაგიხდათ და აღარც პარტნიორი გახარებთ, შეიძლება კავშირის გაწყვეტა გადაწყვიტოთ. წლის ბოლოსთვის ზოგიერთი შეიძლება დაშორდეს ადამიანს, ვისთანაც დიდი ხნის განმავლობაში სამოქალაქო ქორწინება აკავშირებდა.


  • სასიყვარულო პროგნოზი სასწორისთვის

თავად უნდა იყოთ საკუთარი ბედნიერების შემქმნელი. წყვილში თანასწორობა მოგინდებათ. ოჯახში - ჰარმონია და კეთილდღეობა. თქვენ აუცილებლად მიაღწევთ ყველაფერს, რისკენაც ისწრაფვით. მშობლების უმეტესობა გადაწყვეტს, კიდევ ერთი (მესამე, მეოთხე) შვილი იყოლიოს. მარტოხელებს სტატუსის შეცვლა მოგინდებათ, მყარი და მეგობრული ოჯახის შექმნა. განსაკუთრებით, მათ, ვინც ცოტა ხნის წინ დარჩით მარტო.


გაზაფხული რომანტიკსა და სასიამოვნო ცვლილებებს მოგიტანთ პირად ცხოვრებაში. თუ არსებული კავშირის შენარჩუნება გსურთ, ენას კბილი უნდა დააჭიროთ. ნუ მოუყვებით ნათესავებს, თუ რა ხდება თქვენს შორის. დაიცავით დისტანცია თქვენსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც თქვენს ცხოვრებაში ცდილობს ჩარევას.


გაზაფხულზე მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით მოგზაურობის ან მივლინებს დროს. გრძნობა იქნება ძლიერი და გულწრფელი. შეიძლება განაახლოთ დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვისთანაც სამოქალაქო ქორწინებაში იყავით. გრძნობები მის მიმართ მას შემდეგ გაგიახლებლად, როცა ის რთულ მომენტში გვერდში დაგიდგებათ.


ზაფხულში გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება პარტნიორთან. ვნება და რომანტიკული თავგადასავალი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს კავშირს. ეცადეთ, თქვენი ამბები არავის მოუყვეთ. თუმცა, ხანდახან ნურც საყვარელ ადამიანთან იქნებით გულახდილი. ზაფხულშივე შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ადრე რომანი გქონდათ. ნუ განაახლებთ ურთიერთობას, თუ ისევ იმ სცენარით უნდა განვითარდეს, რის გამოც დაშორდით. აგვისტოს ბოლოს დაუვიწყარი რომანტიკული ნაცნობობა გელით.


თუ პარტნიორის მიმართ ცინიკური იქნებით, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ურთიერთობა დაგეძაბებათ და მარტოდ დარჩენის საშიშროება დაგემუქრებათ. სიმართლის თქმა მუდამ კარგს არ მოგიტანთ. შეიცვალეთ უკეთესობისკენ, რომ საყვარელ ადამიანს თქვენ მიმართ სიყვარული და ნდობა გაუჩნდეს.


  • სასიყვარულო პროგნოზი მორიელებისთვის

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. ეს უფრო შეყვარებულებს ეხებათ. დაქორწინებულებს შორის მოიმატებს გაურკვევლობა, კამათი. ზოგ შემთხვევაში კი დაშორების სურვილიც. ნაკლები პრეტენზიები წამოაყენეთ და მეტად იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე. ეჭვიანობა და კონფლიქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. განსაკუთრებით, გაზაფხულზე.


მარტოხელებს მარტში რომანტიკული ურთიერთობების დაწყება და ბედნიერების შეგრძნება მოგინდებათ. იყავით პოზიტიური, მზრუნველი პარტნიორის მიმართ. დააკვირდით ნათქვამს, რათა ადამიანს გული არ ატკინოთ. თუ ერთჭერქვეშ ცხოვრობთ, გამონახეთ დრო საოჯახო და სარემონტო სამუშაოებისთვის. გაათავისუფლეთ ბინა ძველმანებისგან. ზოგიერთმა შეიძლება რომანტიკული თავგადასავალი და თაფლობს თვე მოიწყოს. ზოგმა კი დაქორწინება გადაწყვიტოს.


იყავით რეალისტური და თავბრუდამხვევი, მაგრამ ხანმოკლე რომანის გამო ნუ დაინგრევთ წლობით აწყობილ ურთიერთობას.


ზაფხულში ფინანსების გამო ნუ დაძაბავთ მდგომარეობას მეუღლესთან. ერთად და მშვიდად მოაგვარეთ ყველა რთული საკითხი. არ გირჩევთ ყოფილებთან შერიგებას, ან მათთან ურთიერთობის განახლებას. წარსული წყენა არასდროს მოგცემთ ბედნიერი მომავლის შექმნის იმედს. ზოგიერთმა დაქორწინებულმა ზაფხულის ბოლოს შეიძლება განქორწინება გადაწყვიტოს. მარტოხელებმა კი ურთიერთობის დაკანონება.


წლის ბოლოს ცვლილებების მორევში გადაეშვებით. გაფრთხილდით, ემოციებს აყოლილმა არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება მეწყვილესთან. არ მისცეთ თავს უფლება, რომ საყოფაცხოვრებო თემებისა და ფულის გამო დაუპირისპირდეთ მეუღლეს. მოთმინებით აღიჭურვეთ, დაივიწყეთ წყენა და მხოლოდ კარგზე გაამახვილეთ ყურადღება.


  • სასიყვარულო პროგნოზი მშვილდოსნებისთვის

სასიყვარულო პარტნიორთან არსებული კავშირის შენარჩუნება თუ გსურთ, წვრილმანებზე გამოკიდებით და კრიტიკით გულს ნუ შეუწუხებთ. იყავით მომართული ჰარმონიის შემნაზე, დათმობაზე. მარტოხელები 2021 წლის დასაწყისში შეხვდებით თქვენთვის იდეალურ ადამიანს. რომანი სწრაფად განვითარდება და ბედნიერებას მოგიტანთ. შეყვარებულებმა შეიძლება თებერვალში გადაწყვიტოთ დაქორწინება. მთვარი პირობა - ერთმანეთზე ზრუნვაა. იყავით მოსიყვარულე, გაამხევეთ თბილი სიტყვით. ხშირად მოუმზადეთ სიურპრიზები. ზოგიერთი დაქორწინებულები კი გადაწყვეტენ გახდნენ კიდევ ერთი შვილის მშობლები.


ზაფხულში აუცილებლად დაისვენეთ. ზედმეტი ვალდებულებებისა და სტრესის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთანაც კი გაგიფუჭდეთ დამოკიდებულება. მიიღეთ ვიტამინები, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. სასურველია, კონტაქტი წყალთან. შვებულებაში საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ, მოინახულეთ ღირსშესანიშნავი ადგილები და გადაიღეთ რომანტიკული ფოტოები. დაივიწყეთ მავნე ჩვევები. შემოდგომის დასაწყისში ყველაფერი დარეგულირდება და თავს ძველებურად მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ.


მარტოხელებს გაქვთ შესაძლებლობა დაუახლოვდეთ იმ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ. ურთიერთობა მეგობრობით დაიწყება და ვნებიანი რომანით გაგრძელდება. დაქორწინებულებმა გამონახეთ მეტი დრო რომანტიკული შეხვედრებისთვის. კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ კრიტიკისგან. წყენა შეიძლება კამათში გადაიზარდოს და ორივე განაწყენებული დარჩეთ. ეცადეთ, რომ ურთიერთობაში მეტად იყოს ჰარმონია და სინაზე.


  • სასიყვარულო პროგნოზი თხის რქებისთვის

პირად ცხოვრებაშიც ისეთი თავდაჯერებული უნდა იყოთ, როგორიც საქმიან სფეროში ხართ. იყავით მზად ცვლილებებისთვის. იდეალურ პარტნიორს ნუ ეძებთ, ცოტა შეცვალეთ თქვენი პრინციპები და ტრადიციები. თუ სიმპათიურ ადამიანს გაიცნობთ, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, გაუღეთ გულის კარი.


გაზაფხულზე საკუთარი თავსაც შეუმცირეთ მოთხოვნები და სასიყვარულო პარტნიორსაც. ხშირად დაესწარით წვეულებებს, შეიძლება იქ დადის თქვენი საბედო. თუ უკვე შეყვარებული ხართ, იფიქრეთ ოჯახის შექმნაზე. ნუ შეგეშინდებათ იმის აღიარება, რომ ერთად იდეალური წყვილი ხართ. დაიწყეთ ერთად ცხოვრება, ერთად მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. დაქორწინებულებმა მეტად იზრუნეთ ოჯახში ურთიერთობის, საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე.


ზაფხული ის თვეა, როცა უნდა საქმეებისგან დაისვენოთ და მთელი დრო სიყვარულსა და ბედნიერებას დაუთმოთ. გაუმხილეთ ადამიანს თქვენი გულწრფელი გრძნობები. ამით თავადაც მოგებული დარჩებით. როგორც წესი, თხის რქები რაციონალურები ხართ, მაგრამ ეცადეთ, საყვარელი ადამიანისთვის არაფერი დაინანოთ, გააბედნიერეთ საჩუქრებით, სიურპრიზებით. მაგრამ თუ ხვდებით, რომ ადამიანი ბოროტად სარგებლობს თქვენი კეთილგანწყობით, ის ცხოვრებაში არ გამოგადგებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტად მიაქციოთ ყურადღება საყვარელი ადამიანის ქცევას, ქმედებას, ვიდრე მის სიტყვებსა და დაპირებებს. დაქორწინებულებმა შეიძლება საერთო ბიზნესის დაწყება გადაწყვიტოთ. ერთად გაემგზავროთ სამოგზაუროთ.


  • სასიყვარულო პროგნოზი მერწყულებისთვის

შეყვარებულებს და იმ მერწყულებს, რომლებიც დიდი ხანია დაქორწინებულები არიან, ურთიერთობაში სიახლეები და ყველაფრის “სუფთა ფურცლიდან“ დაწყება მოუნდებათ. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ყველაფერი რაც მოსაბეზრებელია, უნდა შეიცვალოს. მაგრამ ეცადეთ, სიახლეების გამო დამოკიდებულება არ გაგიფუჭდეთ საყვარელ ადამიანთან. ყველა ნიუნასი განიხილეთ და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება. წლის დასაწყისში ყველაფერი ბურუსით მოცული მოგეჩვენებათ.


მარტოხელებმი ნუ დაელოდებით ბედს, თავად გამოიჩინეთ ინიციატივა და გაეცანით თქვენსთვის საინტერესო ადამიანებს. ნუ იქნებით მობილიზებული მხოლოდ სექსუალურ თავგადასავლებზე, სულიერებასაც მიაქციეთ ყურადღება.


გაზაფხული ბობოქარ ზღვასავით მოგეჩვენებათ. ფლირტსა და ემოციებში თავით გადაეშვებით. ერთს გირჩევთ, ხარის წელში მეტი სერიოზულობა გმართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები და იმედგაცრუება არ აგცდებათ. მაგრამ თუ ხვდებით, რომ პარტნიორთან აღარაფერი გაკავშირებთ, მშვიდად დაშორდით. თუ ურთიერთობა ახლახან დაგისრულდათ, შეისვენეთ, გაანალიზეთ მომხდარი და მერე მოძებნეთ თქვენი შესაფერისი პარტნიორი.


მარტოხელებმა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანიც კი გააჩაღოთ. განსაკუთრებით, ზაფხულში. პოზიტიური და მომხიბვლელი ყველას ყურადღებას მიიქცევთ. გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, იკონტაქტეთ და დატკბით ცხოვრებით.


შემოდგომაზე ყმაწვილივით შეგიყვარდებათ. ახალი ურთიერთობა სერიოზული და ხანგრძლივი იქნება. ისეთი, რომ დაქორწინებაც კი მოგინდებათ და ახალი ცხოვრების დაწყება ახალ მეგზურთან.


  • სასიყვარულო პროგნოზი თევზებისთვის

სიყვარულისა და ურთიერთობების ზღაპრული პერიოდი დაგიდგათ. უამრავ პოზიტივის მიიღებთ მეტალის თეთრი ხარის წელში. იღბალი გაგიღიმებთ და ეწევით ბედნიერებას, რომლესაც ასე დიდხანს ელოდით. თუმცა, ერთიანად და სწრაფად არაფერი მოხდება.


მარტოხელებს, თებერვლის ბოლოსთვის რომანტიკული ნაცნობობა და რომანის დაწყება გელით. თავად იქნებით მოწადინებული, რომ სწრაფად დააკანონოთ ურთიერთობა. საორგანიზაციო საკითხებსაც თავად მოაგვარებთ.


გაზაფხულზე, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა თითქოს დარეგულირდა, მაინც გაურკვეველი მოგეჩვენებათ. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, რათა გაარკვიოთ თქვენი პარტნიორი მომავალში გსურთ თქვენ გვერდით რომ იხილოთ, თუ არა. გაითვალისწინეთ თქვენი და მისი ინტერესებიც და ენერგეტიკაც. სულიერი და ფინანსური მხარეც. უკვე აპრილში, მარტოხელებებს კვალ სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.


შეყვარებული თევზები, ზაფხულში ოჯახური დღესასწაულის მოწყობას და ურთიერთობების დაკანონებას გადაწვეტენ. ზაფხული სასიამოვნო მომენტებით დაგამახსოვრებთ თავს.


მარტოხელებს უამრავი შანსი გექნებათ რომანტიკული ნაცნობობის, პაემნებისა და რომანის დაწყების. არ გამოაკლდეთ წვეულებებს, შეხვედრებს. იყავით მზად ახალი ნაცნობობისთვის.


ოქტომბერ-ნოემბერი ის პერიოდია, როცა გრძნობებსა და სიყვარულში გაერკვევით. ერთადერთი რჩევაა, ნუ გაეკიდებით ძველ სიყვარულებს, გაუშვით ძველი და მიიღებთ ახალს.


ასევე ნახეთ:


ბედნიერების პლანეტა იუპიტერი მერწყულში გადავიდა - ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელზეც ეს მოვლენა ყველაზე მეტად იმოქმედებს


"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში


2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში


2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"



დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ


წლის ბოლო მზის დაბნელება და ახალი ეპოქის დასაწყისი 21 დეკემბრიდან - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები


2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
8769
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
8769
  
2020, 27 დეკემბერი, 2:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1