x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116452
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
ბედნიერების პლანეტა იუპიტერი მერწყულში გადავიდა - ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელზეც ეს მოვლენა ყველაზე მეტად იმოქმედებს
image


დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 19 დეკემბერს მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა და იქ დარჩება 2021 წლის 29 დეკემბრამდე. საინტერესოა, რას მოგვიტანს პლანეტის ეს მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით 7 ნიშანზე იმოქმედებს.


თავიდან ორი სიტყვა ვთქვათ თავად პლანეტა იუპიტერზე. ის მშვილდოსნის მმართველია, მას ეძახიან "ჰოროსკოპის დიდ ბედნიერებას" და "მეფეების ვარსკვლავს". მას მოაქვს ჩვენთვის სიმდიდრე, პოპულარობა, წარმატება. გვეხმარება მსოფლმხედველობის გაფართოებაში, სულიერების მოპოვებაში. იუპიტერის თვისებებია: გულუხვობა, ოპტიმიზმი, კეთილშობილება, არისტოკრატიულობა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ენის, ტრადიციებისადმი ინტერესი. მეგობრულობა, ფილოსოფიურობა, ავტორიტეტი, სითამამე, ქველმოქმედება და ა.შ. იუპიტერი გავლენას ახდენს საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, დიპლომატიაზე, იურისპრუდენციაზე, საერთაშორისო ტურიზმზე. იუპიტერი გვიხსნის საზღვრებს, გვაძლევს შანსს, რომ გავიფართოოთ მსოფლმხედველობა, განვვითარდეთ. იუპიტერი დაგვეხმარება მოვიპოვოთ პოპულარობა, გავმდიდრეთ, გამოგვიგზავნის ადამიანებს, სპონსორებს, რომლებიც დაგვეხმარებიან სასურველის მიღწევაში. მთავარია, გვქონდეს ინიციატივა, ვიყოთ საქმის მცოდნეები და ენერგიულად ვიმოქმედოთ.


იუპიტერი მერწყულის ზოდიაქოში პირველად გადავიდა 2020 წლის 19 დეკემბერს და თითქმის მთელ ნიშანს გაივლის 2021 წლის 14 მაისამდე. შემდეგ მეორედ დაბრუნდა მერწყულში უკვე 28 ივლისს და აქ დარჩება 2021 წლის 29 დეკემბრამდე. იუპიტერი რეტროგრადული პერიოდი დაიწყება 20 ივნისიდან და დასრულდება 18 ოქტომბერს. პერიოდულად იუპიტერი გადავა თევზების ზოდიაქოში და საბოლოოდ, თავისი მეორე მმართველობის ნიშანში, გადავა 2021 წლის 29 დეკემბერს.



იუპიტერის მერწყულში გადასვლა განსაკუთრებით იმოქმედებს შემდეგი ზოდიაქოს ნიშნებზე: მერწყული, თხის რქა, კურო, ლომი, მორიელი, ტყუპი და სასწორი. ჰაერის ნიშნებს (მერწყულს, სასწორსა და ტყუპს) გეძლევათ შანსი და შესაძლებლობა, რომ რეალიზდეთ ამ პერიოდში; ლომმა უნდა დაარეგულიროთ დამოკიდებულება გავლენიან ადამიანებთან, ზემდგომებთან და ეცადოთ, შეინარჩუნოთ რეპუტაცია და პატივისცემა. კუროსა და მორიელს დამატებითი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ ჩრდილიდან გამოხვიდეთ და წარმატებას მიაღწიოთ. ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს, თქვენ საკმარისი ძალა და ენერგია გაქვთ, რომ სასურველს მიაღწიოთ.


ახლა კი ვნახოთ, რას მოუტანს იუპიტერის მერწყულში გადასვლა თორმეტივე ნიშანს. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით. გარდა ამისა, თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ, რომელ სახლებს და რა სფეროებს მართავს იუპიტერი პირადად თქვენს რუკაში.


  • ვერძი

იუპიტერი მიზნებისა და იდეების განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება იმ მეგობრებთან, რომლებთანაც საერთო შეხედულებები გაქვთ, თანამოაზრეებთან, კოლეგებთან. თამამად განახორციელეთ ინტერნეტპროექტები, ისინი წარმატებას მოგიტანთ. დაიწყეთ ბლოგის წერა, საიტის განვითარება. თქვენ ლიდერი ხართ და ახლის დაწყება არ გაგიჭირდებათ, აქტიურად იმოქმედეთ. თქვენივე თავისთვის სასურველია, რომ ჩაერთეთ საზოგადო საქმიანობაშიც.


  • კურო

პროფესიასა და კარიერაში წარმატების მიღწევის შანსი გეძლევათ. დაისახეთ ამბიციური, გრანდიოზული მიზნები. კარგი იქნება, თუ აიმაღლებთ კვალიფიკაციას, გახდებით ექსტრაკლასის პროფესიონალი თქვენს საქმიანობაში. კუროები, როგორც წესი, შრომისმოყვარე ხალხი ხართ და ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლის შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან (ვერავინ დაგპირდებათ, რომ ყველაფერი უშრომველად და ერთბაშად მოგეცემათ). გააფართოეთ თქვენი ბიზნესი; მეტად გამოიყენეთ თანამედროვე საშუალებები გამარჯვებისთვის.


  • ტყუპი

შანსი გეძლევათ, რომ მიიღოთ უმაღლესი (მეორე, მესამე) განათლება; მოიპოვოთ პოპულარობა თქვენს სფეროში; იმოგზაუროთ საზღვარგარეთ ან სულაც ემიგრაციაში წახვიდეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ სულიერი პრაქტიკები, მწერლობა, გიდობა. თუ მზად ხართ თქვენი ცოდნის გასაზიარებლად (კურსი, მასტერ-კლასები), რეალიზების შეანსიც გექნებათ. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება იურიდიული საკითხები. ზოგს შეიძლება შვილიშვილი შეგეძინოთ.


  • კირჩხიბი

სხვათა (საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორის) ფულის განკარგვის შესაძლებლობა მოგეცემათ. ხოლო, თუ თავად გაქვთ ბიზნესი, - მისი გაფართოების, მისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობა. აგრეთვე, ადრე დაბანდებული ფულიდან მიიღებთ დივიდენდებს. წარმატებით გაართმევთ თავს საბანკო საქმეებს, კრედიტებსა და ვალებს, გაისტუმრებთ ან აიღებთ, რათა თქვენი საქმიანობა გააფართოოთ. შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. სხვათა შორის, იუპიტერი დაგიცავთ ნებისმიერი კრიზისისგან და რაც უნდა ხდებოდეს, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება.


  • ლომი

წარმატება გელით პარტნიორულ ურთიერთობებში. ეს შეიძლება იყოს საქმიანიც და სასიყვარულოც. გაიცნობთ საინტერესო, სტატუსის მქონე ადამიანებს და უმეტესობას ოფიციალურად დაქორწინების შანსი მიეცემა. დაქორწინებულებმა შეიძლება ფული დააბანდოთ საერთო საქმეში, საყიდლებში. იყავით მობილიზებული წარმატებაზე, გამარჯვებაზე. მონახეთ პარტნიორები, რომლებთან ერთადაც გრანდიოზულ პროექტებს განახორციელებთ. კარგი წელი ელით მათაც, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს ან შეიძლება ახლა დაიწყოთ პირადი კონსულტირება და გაგიმართლოთ; შეიძენთ გავლენიან, შეძლებულ კლიენტებს.


  • ქალწული

იუპიტერი სასიამოვნო ცვლილებებს მოგიტანთ სამსახურში - წინსვლა, ხელფასის მომატება, აღიარება. როგორც წესი, ქალწულები საუკეთესო ოსტატები ხართ და გსურთ, სრულყოფილებას მიაღწიოთ თქვენს სფეროში. გამოიყენეთ ეს შანსი. თუ უფროსი ხართ და თანამშრომლები გყავთ, შეიძლება გააფართოოთ კადრი. გირჩევთ, მეტად გაიხალისოთ და გაიუმჯობესოთ ყოველდღიური ცხოვრება. ყურადღება მიაქციეთ დღის რეჟიმს, ძილსა და კვებას. გაინებივრეთ თავი მასაჟით, სანატორიუმში დასვენებით. თუ საკუთარ თავს მეტად გაუფრთხილდებით, ზოგიერთ, ახალშეძენილ დაავადებას მალევე დააღწევთ თავს.


  • სასწორი

შემოქმედებითი იდეების, პროექტების განხორციელებას შეძლებთ. გამოჩნდება ადამიანი, სახსრები, რათა მიაღწიოთ სასურველს. გამოხვალთ სცენაზე, მოიპოვებთ ახალ თაყვანისმცემლებს. შანსი მოგეცემათ პოპულარული, ავტორიტეტული გახდეთ ან გახადოთ თქვენი ბრენდი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან ან შეიძლება გაგიჩნდეთ შვილი. იუპიტერი მოგიმატებთ რომანებსა და სასიყვარულო თავგადასავლებს. შეძლებისდაგვარად ჩაერთეთ სოციალურ ცხოვრებაში, ხშირად დაესწარით წვეულებებს; მუდამ იყავით ყურადღების ცენტრში. მოგეცემათ ცხოვრებით ტკბობის საშუალება. როგორც კი გული გიგრძნობთ, რომ გაიმარჯვებთ, შეიძინეთ ლატარიის ბილეთი.


  • მორიელი

იუპიტერი დაგეხმარებათ მოიწესრიგოთ ოჯახური თემები, გაიუმჯობესებთ ცხოვრებისეულ პირობებს. შეიძენთ (ელიტურ უბანში, ძვირად ღირებულს) უძრავ ქონებას ან გაიფართოებთ. გაიზარდება თქვენი ოჯახის შემადგენლობა. გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ნათესავებთან განსაკუთრებით დედასთან.


  • მშვილდოსანი

მოიმატებს კონტაქტები, მიმოწერა, ზარები, სწავლის სურვილი (ან თავად გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ასწავლოთ). შეიძლება გაგიფართოვდეთ კლიენტთა სია; გაიჩენთ ახალ მეგობრებს. გაგიჩნდებათ ახლო მანძილზე მიმოსვლის სურვილი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეზობლებთან. შეიძლება გავლენიანი და ცნობილი ადამიანები დაიმეგობროთ.


  • თხის რქა

შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. იუპიტერი ახალი წყაროდან მოგიტანთ ფულს. წლის განმავლობაშიც რამდენჯერმე გექნებათ ასეთი შესაძლებლობა. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება მოსალოდნელია თქვენთვის უცხო სფეროებიდან (ტექნოლოგიები, ინტერნეტი, თანამედროვე გაჯეტები). ზოგიერთი ძვირად ღირებულ ნივთებს შეიძენთ. გირჩევთ, ფულად აქციოთ თქვენი ცოდნა და მეტად დააფასოთ თქვენი მომსახურება. სასურველია, ექსპერტი გახდეთ თქვენს სპეციალობაში.


  • მერწყული

იუპიტერი თქვენს ნიშანს მთელი წლით ესტუმრება და როგორც გულუხვ სტუმარს შეეფერება, მდიდრული საჩუქრებით, შანსებით აგავსებთ. ახალი პერსპექტივები გადაგეშლებათ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ შეზღუდვების პლანეტა სატურნიც გსტუმრობთ. ამიტომ შანსი როგორც კი მოგეცემათ, მისით კონკრეტულად უნდა ისარგებლოთ, კონკრეტული შედეგი დადოთ. სატურნი ფუქსავატობის, უსაქმოდ ყოფნის ან ნებივრად ცხოვრების საშუალებას არ მოგცემთ. მეტი დრო დაუთმეთ პირად განვითარებას, დააბანდეთ ფული თვითგანვითარებაში, პროექტებში. სრულიად ახალ მიმდინარეობებში მოგიწევთ საკუთარი ძალების გამოცდა და ეცადეთ, იყოთ კონკრეტული, დაკვირვებული, დროულად შეასრულოთ ყველაფერი. მერწყული ის ნიშანია, რომელიც სხვებზე ადრე გრძნობს სიახლეებს და ამჯერადაც ტრენდული, პირველაღმომჩენი უნდა იყოთ. იყავით აქტიური, იზრუნეთ საკუთარი თავის, ბრენდის წინ წამოწევაზე.


  • თევზები

იუპიტერი თქვენი მეორე მმართველია და გამოიყენეთ მისი კეთილგანწყობა. გირჩევთ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ სულიერ განვითარებას; სურვილებისა და ოცნებების ასრულებას. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. კარგ შედეგს მოგიტანთ ქველმოქმედება, წმინდა ადგილების მონახულება. ზოგიერთს სურვილი გაუჩნდება, მეტად გათვითცნობიერდეს ფსიქოლოგიაში, ეზოტერიკაში. 2022 წელს იუპიტერი ერთი წლით გადმოვა თქვენს ნიშანში და ეცადეთ, უკვე აქედანვე მოამზადოთ საფუძველი, რომ მომდევნო წელს მეტი გამარჯვება მოიპოვოთ.



ასევე ნახეთ:


"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში


2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში


2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"



დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ


წლის ბოლო მზის დაბნელება და ახალი ეპოქის დასაწყისი 21 დეკემბრიდან - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
1168
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1168
  
2020, 24 დეკემბერი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1