x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი ბრენდების რეტრო რეკლამა 100 წლის წინ ასე გამოიყურებოდა
რეკლამა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ბრენდის წარმატების გარანტიაა. კარგი რეკლამა წინ გადაგდმული უდიდესი ნაბიჯია იმ რთულ გზაზე, რასაც ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია. მაშასადამე, ის ერთ-ერთი წამყვანი რგოლია პროდუქციის რეალიზაციის საკითხში.



image



"რეკლამა"- ლათინურიდან აღებული სიტყვაა და პირდაპირი თარგმანით, "ყვირილს" ნიშნავს. რეკლამა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხრიკია მარკეტინგულ სისტემაში, რომლის საშუალებით, არა მარტო ვიხიბლებით პროდუქციით, არამედ ხშირ შემთხვევაში ვტყუვდებით კიდეც მომხმარებლები. მაშასადამე, ამა თუ იმ პროდუქციის დიდი სააგენტოები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ინოვაცია და განახლებული, ეფექტური რეკლამა მოგვახვიონ თავს, რათა წარმოებულის მეტი რეალიზაცია მოახდინონ.




სარეკლამო აგენტები და დიზაინერები რეკლამის დახვეწის საკითში გულმოდგინედ არიან ჩართულნი და გონებრივ შესაძლებლობებსა თუ ფანტაზიებს მაქსიმალურად ავლენენ. ნებისმიერ თანამედროვე ადამიანს კი ესმის, რომ კონკრეტული პროდუქტის არჩევანის წინაშე დაყენება ხარისხიანი რეკლამის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მსოფლიოს ბრენდებთან, ვინაიდან მათგან უფრო მეტ კრეატივს ველით. სწორედ ამიტომ, დამკვეთები ცდილობენ შექმნან "კიდევ ერთი" შედევრი, რათა გაპიარებული პროდუქციით მიიპყრან მომხმარებელის - "ჩვენი" ყურადღება და ზოგიერთი მათგანი ჩვენს განცვიფრებას ნამდვილად იწვევს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს.




დღევანდელ მსოფლიოში რეკლამას დიდი ძალა აქვს. მე -19 საუკუნის ბოლოსა და მე -20 საუკუნის დასაწყისში მომავალმა გიგანტურმა კომპანიებმაც გაიგეს მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა. არსებობის პირველივე წლებიდან ჩანს მათი ნათელი ლოზუნგები ჩვენს სამყაროში და ბევრმა ბრენდულმა კომპანიამ იქიდანვე იცოდა რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა რეკლამას იმისათვის, რომ მისი საქონელი უფრო მომგებიანად გაეყიდა.



წარმოგიდგენთ, თუ როგორი იყო ცნობილი ბრენდების რეკლამა 100 წლის წინ




1. Chanel No. 5image





2. Heinz.image





3. Nescafé.image





4. Cadbury.image





5. Lancôme.image





6. Guerlain.image





7. Nivea.image





8. Persil.image





9. Milky Way.image





10. Mars.image





11. Palmolive.image





12. Schweppes.image





13. Wrigley’s.image





14. Revlon.image





და ბონუსად გთავაზობთ მერილინ მონროს სიტყვებს. 1952 წელს მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, როდესაც კითხეს თუ რითი ეძინა - " Chanel No. 5 რამდენიმე წვეთით". 2013 წელს ბრენდმა სწორედ ეს სიტყვები გამოიყენა სუნამოს რეკლამად. image




P.S. თქვენ რომელი რეკლამა მოგეწონათ?




იხილეთ აგრეთვე:



ქალის თეთრეულის ყველაზე პროვოკაციული რეკლამა +13image





ყველაზე გახმაურებული სკანდალები მოდის ისტორიაშიimage





ყველაზე კრეატიული ბილბორდები, რომლებიც ღიმილს მოგგვრითimage





საპირფარეშოს ყველაზე კრეატიული ნიშნები, რომელთაც უხამსობა მიაწერესimage

0
60
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0