x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მსოფლიოში ყველაზე განმარტოებული სახლის საიდუმლო გაირკვა
image


რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტში პერიოდულად ჩნდებოდა მსოფლიოს "ყველაზე მარტოხელა" სახლის ფოტოები. პატარა თეთრი სახლი მუქი სახურავის ქვეშ ისლანდიის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ვესტმანაიეიარის არქიპელაგის ერთ მიტოვებულ კუნძულზე ერთადერთი ნაგებობაა.




image




მრავალი თეორია გაჩნდა იდუმალი სახლის შესახებ. ითქვა, რომ ეს იყო ექსცენტრული ბიზნესმენის თავშესაფარი აპოკალიფსის შემთხვევაში, რელიგიური ფანატიკოსის საკუთრება ან თუნდაც მომღერალ ბიორკის აგარაკი. მაგრამ სიმართლე გაცილებით ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა, წერს Oddity Central.





image




როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მრავალ ფოტოზე განთავსებული ნაგებობა არის სამონადირეო სახლი, რომელიც აგებულია 1950-იან წლებში ადგილობრივი სანადირო ასოციაციის მიერ. ორგანიზაციის წევრები მას იყენებენ, როდესაც უდაბნოს კუნძულზე მოდიან ზღვის ფრინველებზე სანადიროდ. მათ რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ სპარტანულ პირობებში ცხოვრება, რადგან კუნძულზე თანამედროვე კომუნიკაციები არ არსებობს.




მიუხედავად იმისა, რომ შეთქმულების თეორეტიკოსებს არაფერი დარჩათ სათქმელი, კუნძული და მასზე მდებარე სახლი მაინც იზიდავს ფოტოგრაფებსა და რომანტიკის მოყვარულებს.










0
422
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
422
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0