x
image
ჯონ დო
შესაძლებელია თუ არა,რომ ტარაკანა ყურში შეძვრეს?
image

სამწუხადოდ შესაძლებელია...! თუმცა სხვისი დახმარების გარეშე არ შეძვრება, ანუ ყურში მოხვედრის მიზეზი შავი იუმორით დაჯილდოვებული მეგობარი შეიძლება იყოს..

შეშინებული ადამიანები ავრცელებენ უამრავ ლეგენდას, თუ თუ როგორ შეუძვრა ერთ ადამიანს და როგორ აძვრა ტვინში და შეუჭამა მწერმა ტვინი..ზოგი ამბობს, რომ არაფერი საშიში არ არის და ღამით ქუდს თუ დაიფარებ აღარ შეძვრება ტარაკანა ყურში..

მოკლედ, რა მოხდება სინამდვილეში, თუ ტარაკანა შეეცდება ყურში შეძრომას: პირველ რიგში თქვენ მოგესმებათ საშინელი წკრიალის და სტვენის ხმა...სწორედ ესეთ ხმას გამოიწვევს ყურის აპკთან მიახლოებისას.. ყურის აპკთან მიახლოების დროს იგრძნობთ ტკივილს ყურის არეში, ვინაიდამ აპკის სიახლოვეს არის ძალიან ნაზი ნერვული დაბოლოებები, მაგრამ მის იქით ტარაკანა ვეღარ შეძლებს შეღწევას!


ასე, რომ საშინელი ლეგენდები, თუ როგორ შეუჭამა ტვინი ტარაკანამ ადამიანს, მხოლოდ შეშინებული ადამიანების ფანტასტიკის სფეროა. ვერც ვერანაირ ინფექციას ვერ შეიტანს ტარაკანა, ვინაიდან ყურის გოგირდი აქტიურ წინაღობას უწევს ყურში მოხვედრილ ბაქტერიებს.

და მაინც რა ვქნათ, თუ ტარაკანა შეძვრა ყურში??

გააცხელეთ მცენარეული ზეთი 30-36 გრადუსამდე და ყურში ჩავიწვეთოთ რამდენიმე წვეთი. მიზანია არა ტარაკნის გამოდევნა ყურიდან, არამედი მისი მოკვლა.. ზეთი ტარაკანას გადაუკეტავს სასუნთ გზებს..

ეს უბრალოდ პირველი დახმარება არის და ტარაკნის მოკვლა და ყურიდან გამოყვანა მაინც ექიმის საქმეა და უფრო კარგად მოახერხებს ტარაკნის ყურიდან გამოყვანას!

ასე, რომ თქვენ ამიერიდან იცით, რომ ტარაკანა თუ შეძვრა ყურში, არ არის საშიში, არ გაარღვევს ყურის აპკს და არ აძვრება ტვინში!

ალბათ, ამ საიმედო სტატიამ გაგახალისათ და თითო მოწონებას იმსახურებს...

ჯამრთელობას გისურვებთ!!!

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0