x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფერმერი ქალი ზემო მაჩხაანიდან - მცირე ბიზნესი პანდემიის პირობებში

image

.

ხათუნა მაძღარაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო მაჩხაანში მცხოვრები ქალია, რომელიც ამავე სოფელში პურის საცხობის მოწყობას გეგმავს და ადგილობრივ მოსახლეობას საღამოს საათებში პურის დეფიციტის პრობლემას გადაუჭრის. ის „მომავლის ფერმერისა“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ერთობლივი პროექტის გამარჯვებულია.
.
Covid 19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ხათუნას ოჯახი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. შექმნილმა მდგომარეობამ აიძულა ამ მიმართულებით დაეწყოთ საქმიანობა, მით უმეტეს, რომ მისი ოჯახისთვის პურის საცხობის თემა უცხო არ იყო.
.
„ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში მუშაობდა თონეში. პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში კი სამსახურში ვეღარ დადიოდა. ამ დროს გამოჩნდა პროექტი, რომლის გამარჯვებულიც ვარ და მივხვდი, ეს შემოთავაზება და თონის აშენება ზუსტად მორგებული იქნებოდა ჩვენთვის და ჩვენი სოფლის მაცხოვრებლებისთვისაც.
.
შენობა, სადაც ვაპირებ თონის გახსნას, ჩემს ბიძას ეკუთვნის, რომელიც დარეგისტრირებული არ ჰქონდა და ბუნებრივი აირის შეყვანა გამიჭირდა. თან პროექტის ფარგლებში ვეღარ შეძლეს მეორე ე.წ. „ფარსონკის“ შეძენა და ამიტომ ერთ თონეს, შოთის საცხობს ვხსნი შეშაზე, ” - ამბობს ხათუნა.
.
ზემო მაჩხაანელი ქალბატონისთვის პროექტში მონაწილეობა საინტერესო აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, ინვენტარის შეძენით დახმარების გარდა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ინფორმაციის, ცოდნის მიღება, რაც სამომავლოდ საკუთარი ბიზნესის სწორად მართვისთვის გამოადგება.
.
„ეს პროექტი ძალიან დამეხმარა ჩემი მიზნის განხორციელებაში. შემიძინეს ცომის საზელი აპარატი და ბევრი ისეთი რამ, რომლის ყიდვაც ამ პანდემიის პირობებში ძალიან გამიჭირდებოდა. ახლა ცივმა ამინდებმა მოგვისწრო და კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების გაკეთებაში ხელი შეგვეშალა, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავ შენობის უფრო კეთილმოწყობას, ” - ხათუნა მაძღარაშვილი.
0
251
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0