სხვა ყველაზე ცნობილი თაღლითები სპორტის ისტორიაში 2020, 21 დეკემბერი, 17:14 ![]() ![]() 2) ერთ-ერთი ყველაზე შემარცხვენელი სპორტსმენი სსრკ-ს ისტორიაში, რომელიც სკანდალით გააძევეს მიუნხენის ოლიმპიადიდან. საბჭოთა ხუთჭიდელი, 1972 წლის თამაშების ოლიმპიური ჩემპიონი ბორის ონიშჩენკო მეტოქეებს ელექტორნული ტექნოლოგიით ატყუებდა . მონრეალში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე იგი დაშნაში ჩუმად ჩამონტაჟებული ღილაკით იბრძოდა, რომელიც ტაბლოზე ჩხვლეტის გარეშე აფიქისირებდა ქულებს. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა მანამდე, სანამ ბრიტანელმა ჯიმ ფოქსი არ გაექცა "ფიქსირებულ" ჩხვლეტას. ონიშჩენკო სამარცხვინოდ გააძევეს ოლიმპიადადან და სპორტის ისტორიაში შევიდა არა მიუნხენის ოქროს მედლის, არამედ თაღლითობის სახელით. ![]() 3)1986 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში არავინ იცის როგორ დასრულდებოდა, რომ არა ტუნისელი მსაჯის ალი ნასარის შეცდომა, რომელმაც არგენტინა-ინგლისის 1/4 ფინალურ მატჩში, 51-ე წუთზე მარადონას ხელით გატანილი ბურთი ჩათვალა(ინგლისელების პროტესტის და გვერდით მსაჯთან კონსულტაციის მიუხედავად), დიეგო მარადონას თაღლითურად გატანილმა გოლმა ის მატჩი არგენტინას მოაგებინა(2:1), საბოლოოდ კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოაპოვებინა.სხვათა შორის ანალოგიური გაიმეორა მარადონამ 1990 წელს სსრკ-სთან მატჩის დროს, თუმცა მსაჯმა ფრედრიქსონმა ამჯერად შეამჩნია მარადონას თაღლითობა. ![]() 4)ზოგჯერ ბუნება "გულუხვად" ასაჩუქრებს სპორტსმენებს და მათ ტყუილიც კი არ ჭირდებათ. საკმარისია სიმართლის მხოლოდ ნაწილის დამალვა. პოლონელმა მორბენალმა სტანისლავა ვალესევიჩმა ქალთა შეჯიბრებებში მე -20 საუკუნის 30-იან წლებში ორი ოლიმპიური მედალი მოიგო მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჰერმაფროდიტი იყო და უფრო მეტიც, კაცი. ეს ამბავი შემთხვევით გამჟღავნდა: ყაჩაღების მიერ მოკლული სტანისლავას გვამის გაკვეთის შემდეგ. საინტერესოა, რომ სტანისლავამ ერთხელ ერთ-ერთი კონკურენტს მამაკაცობა დასწამა. როგორც იტყვიან, "ვისაც რა აწუხებსო"... ![]() 5)-იმ სპორტსმენებმა, რომლებსაც ბუნება არ სწყალობს, იძულებულები არიან დახვეწილად მოიტყუონ. რომში ოლიმპიური თამაშების დროს მოხდა უცნაური შემთხვევა. ტუნისელი ხუთჭიდელები სრულიად მოუმზადებლად მივიდნენ შეჯიბრში: გუნდში მხოლოდ ერთმი სპორტსმენი ფლობდა ფარიკაობას. ჰოდა რა უნდა ექნა იმ ერთს? გადაწყვიტა მთელი გუნდის ნაცვლად მას ეასპარეზა - იგი უბრალოდ ცვლიდა ნიღბებს, რომელზეც სპორტსმენების გვარი ეწერა. სიცრუე მალე გამოვლინდა, ტუნისელი სპორტსმენს რა თქმა უნდა დისკვალიფიკაცია მისცეს. ![]() ![]() 7- მევიოლინე და მოთხილამურე ვანესა მეი სოჭის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი მედია პერსონა გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მან დისციპლინაში ბოლო ადგილი დაიკავა. აღმოჩნდა, რომ გოგონას თამაშებზე წასვლის უფლება არ ჰქონდა, რადგან სლოვენიაში ჩატარებულ წინასწარი შეჯიბრებებზე მან ვერ დააგროვა საჭირო მინიმალური ქულები. როგორც აღმოჩნდა, სოჭის ოლიმიადაზე მოხვედრისთვის ვანესამ ქრთამი გამოიყენა. ![]() 8-ახალი საუკუნე - ახალი ტექნოლოგიები. მობილური კომუნიკაციების შეუმჩნევლად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ მანამდე ჩვეულებრივმა მოჭადრაკემ უცებ ყველაზე ცნობილ დიდოსტატებს ტოლი არ დაუდოს ინდოელი უმაკანტ შარმა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ის გამოიყენა. წელიწადნახევრის განმავლობაში მან მოახერხა კონკურენტების და მსაჯების მოტყუება.იგი თმის ქვეშ უსადენო ყურსასმენს მალავდა. სიმართლის გარკვევის შემდეგ თაღლითს 10-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო ჭადრაკის ფედერაციამ კომუნიკაციის ასეთი საშუალებების გამოყენებების კონტროლის გამკაცრებაზე იზრუნა. ![]() 713 5-ს მოსწონს
|