x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არც ისე ცნობილი ფაქტები სტალინის შესახებ
image

21 დეკემბერს დაიბადა სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალსიმუსი იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი), გთავაზობთ 7 საინტერესო ფაქტს .


1- არსებობს მისი გვარის შესახებ სამი ვერსია, ერთი ის, რომ იგი ოსურ-ქართული გვარია ოსური სიტყვიდან "ძუღა" - რაც ჯოგს ან ფარას ნიშნავს და რომ ოდესღაც ჯუღაშვილთა გვარის ერთი შტო ცხოვრობდა სამაჩაბლოში, ხოლო მეორე ვერსიით "ჯუღა" არის ძველი ქართული სიტყვა, რაც ნიშნავს "ფოლადს". ამიტომ, ისტორიკოსების აზრით, სწორედ აქედან გაჩნდა ფსევდონიმი "სტალინი", არსებობს მესამე ვერსიაც, ჯუგაშვილები კახეთიდან არიან, მათი თავდაპირველი სამშობლო სოფელი ჯუგაანი უნდა ყოფილიყო, შემდეგ ჯუგაშვილები სხვადასხვა ადგილებში დასახლდნენ, სავარაუდოდ გორელი ჯუგაშვილი იქცა ჯუღაშვილად რუსული ენიდან ინტერპრეტაციის შემდეგ.



2-დედის სიყვარულის და მზრუნველობის მიუხედავად, სოსო 6 წლის ასაკში დაავადდა ყვავილით და კინაღამ მოკვდა.ყვავილმა მთელი სიცოცხლის მანძილზე დაამჩნია კვალი სტალინს. ცალ მხარეზე ხელის და ფეხის მოძრაობა უჭირდა. როდესაც 1908 წლის 9 ნოემბერს უკვე გამოჩენილი რევოლუციონერი კობა გადაასახლეს, სოლვიჩეგოდსკისკენ მიმავალ გზაზე იგი ტიფით დაავადდა . ამან საბოლოოდ შეარყია მისი ჯანმრთელობა.1917 წლის თებერვალში, ციმბირში გადასახლებაში ყოფნის დროს კომისიამ იგი ოფიცაკურად სცნო უვარგისად სამხედრო სამსახურისთვის.



3-ტფილისის სემინარიაში თანაკურსელები აღნიშნავდნენ, რომ ჯუღაშვილს საკმაოდ არაქართული ხასიათი ჰქონდა. ”კობა უცნაური ქართველია - მას ხუმრობა არ უყვარს და ეგრევე მუშტებზე გადადის" - გულისტკვილით ამბობდნენ ისინი.


4-სტალინი მღვდელი რომ გამხდარიყო, ალბათ მსოფლიო ისტორია გარკვეულწილად განსხვავებული იქნებოდა. ის ხომ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა . ტფილისის სემინარიიდან მიღებული დოკუმენტის თანახმად: ”1899 წლის 29 მაისს გათავისუფლდა სასწავლებლიდან გამოცდებზე გაურკვეველი მიზეზით გამოუცხადებლობის გამო."

დედა ირწმუნებოდა, რომ თავისი შვილი ავადმყოფობის გამო გაიყვანა სემინარიიდან. თავად სტალინმა თავდაპირველად ანკეტაში დაწერა, რომ მან "უსახსრობის გამო" დატოვა სასწავლებელი. შემდეგ წერდა, რომ : "მარქსიზმის პროპაგანდისტის"გამო გააძევეს. მაგრამ აქ უცნაური რამ არის: ოთხწლიანი სწავლების დროს ყოფაქცევაში სტალინს "ხუთიანი " უწერია.არა და "მარქსიზმის პროპაგანდისთვის" ყოფაქცევაში ფრიადს არავინ დაუწერდა.


5-სტალინის მოღვაწეობის პირველი წლები ტიპიური რევოლუციონერის ცხოვრებით აღინიშნება: მიტინგები, შეხლა-შემოხლა, ციხეები და გადასახლება. ქუთაისის ციხეში, თანამოსაკნე ასე აღწერს კობას: "უსახური, წვერით დაფარული ნაყვავილარი სახე, გრძელი უკან ჩამოვარცხნილი თმა.დამაჯერბელი ნელი მოკლე ნაბიჯებით სიარული. იგი პირღია არასდროს იცინოდა, მხოლოდ იღიმოდა. აბსოლუტურად მშვიდი. ჩვენ ერთად ვიყავით ქუთაისის ციხეში ექვს თვეზე მეტია და ის არასდროს მინახავს აღშფოთებული, მოთმინება დაკარგული, გაბრაზებული, ყვიროდეს ან იგინებოდეს, ერთი სიტყვით, ყველა ასპექტით მშვიდი, ხოლო მისი ხმა ზუსტად შეესაბამებოდა მის ცივ ხასიათს, ვინც მას ახლოს იცნობდა, სწორედ ასეთად თვლიდნენ მას"


6-ნაყვავილარი სახის მიუხედავად ქალებს უყვარდათ სტალინი . ავტორიტეტული ინგლისელი ისტორიკოსი სებაგ-მონტეფიორე წერს: "სოლვიჩეგოდსკში გატარებული მცირე ხნის განმავლობაში მან შეძლო ორი საყვარლის გაჩენა . უფულობის და გაურკვევლობის წლებშიც კი მას ყოველთვის ჰყავდა მინიმუმ ერთი მეგობარი ქალი და უფრო ხშირად ერთზე მეტი".

ინგლისელი ისტორიკოსის აზრით სტალინის კოზირი იყო ეროვნება - ქართველებს მგზნებარე საყვარლების რეპუტაცია ჰქონდათ. ზოგჯერ იგი გამოსახავდა ქართველ რაინდს: ის ზოგჯერ უმღეროდა გოგონებს, ქათინაურებს არ იშურებდა და გოგონებს ჩუქნიდა აბრეშუმის კაბებს და ყვავილებს.


7-თავდაპირველად სტალინი მის შექების მცდელობებს(შემდეგ უკვე კულტი) ყველანაირი ხერხით იცილებდა. მაგალითად 1935 წელს ბელადის დედამ პირველი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ბორის დოროფეევს, სადაც მან შვილზე ისაუბრა. ტექსტი სტალინს გაუგზავნეს. მან მოკლე დეპეშით უპასუხა: "არც დამტკიცება შემიძლია და არც უარყოფა. ეს ჩემი საქმე არ არის. სტალინი".

თუმცა უკვე "პრავდაში" გამოქვეყნების შემდეგ, სტალინი წონასწორობიდან გამოვიდა, საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) ცენტრალურ კომიტეტს დეპეშა გაუგზავნა: ” გთხოვთ, აკრძალოთ მეშჩანური შეუსაბამობა, რომელიც ჩვენს ცენტრალურ და ადგილობრივ პრესაში განთავსდა, დედასთან ინტერვიუები და ყველა სხვა სარეკლამო უაზრობა გაზეთებში ჩემი პორტრეტების ჩათვლით. გთხოვთ მოაშოროთ ამ ნაძირალების შემაშფოთებელი რეკლამები. სტალინი "

0
1106
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0