x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134519
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ჟურნალისტებმა, პროტესტის ნიშნად ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვეს
image

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტებმა დატოვეს. მიზეზი იყო, ნიკა გვარამიას პრეზიდენტისადმი შეურაცხმყოფელი პოსტი, რომლის განხილვაზეც ქარტიამ უარი თქვა

ნინო კაკულია ერთ-ერთი სარევიზიო კომისიის წევრია, მან სოციალურ ქსელში განმარტა, სამსახურის დატოვების მიზეზი.


„ქარტია თვლის, რომ ფეისბუქპოსტზე განმარტებას ვერ გააკეთებს და რომ მედიის თვითრეგულირების პრინციპის შეზღუდვის საფრთხესთან გვაქვს საქმე ხელისუფლების მხრიდან. ამ ვითარებაში, მე ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია პოსტის დატოვება“ - წერს ნინო კაკულია.

image




ამავე მიზეზით ქარტია დატოვა ჟურნალისტმა მანუჩარ პირველმაც.

„ორგანიზაციას, რომელსაც ვერ გაურკვევია განსხვავება აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და - სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას შორის. განსაკუთრებით, ქარტიას ჩემი ხელმოწერის გარეშე, ქარტიის სახელით არ ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ისეთი ტიპის განცხადება, რომელშიც მოხვდა ისეთი წინადადება, რომელსაც კატეგორიულად ვემიჯნები, - რადგან, არ მიმაჩნია რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე“, რადგან მიმაჩნია რომ სიძულვილის ენის „გამოხატვის თავისუფლებით“ ინდულგენციით ქვეყნის ფსიქიური აშლილობა მიდის ქაოსისკენ და ქუჩური არეულობისკენ. დიახ, პარლამენტი უნდა დაჯდეს და ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს „კანონი ძალადობის ენის შესახებ“ - წერს მანუჩარ პირველი.


image





შეგახსენებთ რომ : მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტზე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

"სტატუსურად, ძალადობით არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტი ხარ ჩემთვის
იდეოლოგიურად, პრორუსი და მოღალატე ხარ ჩემთვის
ადამიანურად, ჩვეულებრივი ნაძირალა და ყ**ქალა ხარ ჩემთვის
ხოდა ტრ**ში გაიკეთე ეგ შენი ლექციები სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაზე და მის სტანდარტებზე და როლზე.
გმადლობთ ყურადღებისთვის."
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. ადმინისტრაცია ქარტიისგან ითხოვდა, რეაგირება მოეხდინა ნიკა გვარამიაზე, რომელმაც Facebook-ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ „შეურაცხმყოფელი და ყოვლად მიუღებელი" პოსტი გამოაქვეყნა.
ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი 16 დეკემბერს მიიღო.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე.განცხადების შინაარსი ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.


"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის მედიის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც დადგენილი სტანდარტებით აფასებს მედიაპროდუქტის ეთიკურობას. სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა."

2
1018
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1018
  
2020, 22 დეკემბერი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 20 დეკემბერი, 17:58
ყვეელაფერი სიმართლე დაუწერია ამ ქათამს პირად გვერდზე და რატომ კითხულობს პრეზიდენტად რომ მუშაობს ის არსება სხვის პირად გვერდზე დაწერილებს თუ არ სიამოვნებს?
0 1 2