x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
15 ფარული დეტალი ფილმიდან ,,მარტო სახლში", რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ყველას გამოგვრჩა

image
ახალ წლამდე ჯერ კიდევ არის დრო, ამიტომაც გაჩვენებთ ფარულ დეტალებს ფილმებიდან “მარტო სახლში 1 & 2", რათა უკვე მომზადებულები შეხვდეთ საახალწლო ფილმების სეანსს:

1. დონალდ ტრამპი გამოჩნდა ფილმის მეორე ნაწილში და ეს შემთხვევით არ მომხდარა- საქმე იმაშია, რომ სასტუმრო, რომელშიც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სწორედ ტრამპს ეკუთვნის. მან რეჟისორებს უფლება მისცა ფილმი გადაეღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კადრში თვითონაც გამოჩნდებოდა.image

2. ფილმში ბაზის შეყვარებული გოგონა სინამდვილეში ბიჭია პარიკით- მხატვრულმა ხელმძღვანელმა გადაწყვიტა სცენაში ბიჭის ფოტოსურათი გამოეყენებინათ, რადგან არ სურდათ რომელიმე გოგონასთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ.image

3. ფილმში მოხუც მარვის ჭრილობა აქვს ხელზე როდესაც კევინს ეკლესიაში ხვდება, ფილმის ბოლოს კი ჭრილობაზე მხოლოდ ნაკაწრი აქვს- ამით უნდოდათ ეჩვენებინათ რეჟისორებს, ძველი ნაიარევები ყოველთვის ხორცდება.image

4. თუკი თქვენც გებადებოდათ კითხვა, თუ სად დაიკარგა კევინის თვითმფრინავის ბილეთი, - აი ისიც. სცენაში, როდესაც კევინი სუფრასთან ბაზს ეკამათება სასმელი იღვრება მაგიდაზე, შემდეგ კი ბილეთი ნაგავში მიდის.image

5. შეგიმჩნევიათ ჯო პეშის პერსონაჟის ჩაცმულობაში იარაღიანი ჰალსტუჰი?image

6. ფილმის მეორე ნაწილში კევინის უმცროს ძმას აცვია ის ქურთუკი, რომელიც მას ეცვა პირველ ნაწილში.image

7. ფილმში სპეციალურად აჩვენებენ სცენას, სადაც სტიუარდესა ბილეთებს ითვლის- ვინაიდან ამ დროს კევინს სხვენში სძინავს, ბილეთი კი ნაგავშია, გადათვლა სწორად მოხდა.image

8. პირველ ნაწილში სადაც მარვი თოვლზე და გატეხილ ნაძვის ხის სათამაშოებზე დადის მსახიობს რეზინის ფეხსაცმელები აცვია- მართალია სათამაშოები ფერადი ქაღალდებისგან იყო დამზადებული, მაგრამ მსახიობმა მაინც არ გარისკა.image

9. პირველ ნაწილში სადაც განგსტერულ ფილმს აჩვენებენ სინამდვილეში არ არსებობს- ის სპეციალურად ამ სცენისთვის შექმნეს, ანალოგი კი ფილმიდან “ანგელოზები ბინძური სახეებით" აიღეს.image

10. სცენაში, სადაც კევინი ნაძვის ხის წინ დგას, მის უკანმდებარე შენობაში სპეციალურადაა მხოლოდ 2 ფანჯარა განათებული.image

11. ფილმში კევინი იღვიძებს და ორ რამეს ხვდება. -პირველი ის, რომ სახლში მარტოა, მეორეც კი ის, რომ სანტა არ არსებობს, რადგან მისთვის დატოვებული რძე და ორცხობილები ხელუხლებელია.image

11. პირველი ნაწილის დასაწყისში კევინს ტუქსავენ დაბლა დაყრილი სათამაშოების გამო, რადგან “დეიდა ლესლიმ კინაღამ კისერი მოიტეხა"- სწორედ ამას იმახსოვრებს ბიჭი ქურდებისთვის მახეების დაგების დროს.image

12. შეგიმჩნევიათ, რომ მეორე ნაწილში ამ ქალის სახელი ნახსენები არ არის?image

13. ფილმში ერთ სცენაში ჩანს, რომ ჰარის საქორწილო ბეჭედი უკეთია- სინამდვილეში ჯო პეშის ბეჭდის მოხსნა დაავიწყდა.image

14. სახლში გადაღებულ ყველა სცენაში საშობაო ფერებია- ყველა სცენაში წითელი და მწვანე ფერები ჩანს, სპეციალურად სასობაო განწყობის შესაქმნელად.image

15. ბიძია რობი და დეიდა ჟორჟეტი, რომელთა სახლშიც კევინი ხაფანგებს აწყობს მეორე ნაწილში, პირველ ნაწილშიც ჩანან მხოლოდ რამდენიმე წამით.image

2
938
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
938
  
15 იანვარი, 14:47
საინტერესო იყო, ერთი შეხედვით მარტივ კინოზე , რამდენი წვრილმანისთვის მიუქცევიათ ყურადღება
2020, 19 დეკემბერი, 2:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2