x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137389
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511343
ვინც იხდის იმისკენ ვარ, ანუ თანამედროვე ქართული პოლიტიკა
imageარ ვეკუთვნი არც ერთ პარტიასა და არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობასა თუ რაიმე მსგავს მოვლენას.

ჩემს ირგვლივ ახალგაზრდების უმრავლესობა აქტიურადაა ჩაბმული პოლიტიკაში, სინამდვილეში ისინი პოლიტიკისგან ძალიან შორს დგანან და იმის თქმაც თამამად შემიძლია, რომ 90 პროცენტი აზრზეც არაა პოლიტიკის და ეს მათთვის პრობლემას არც წარმოადგენს, ისევე როგორც მათი დამქირავლებთათვის.

საქმე იმაშია რომ, ორივე მხარე მოგებიან პოზიციაშია, ყველაფერი ისეა როგორც აწყობთ. ’’ვინც იხდის ის უკვეთავს’’ - ანუ დამქირავებელი, რომელიც იხდის ფულს, სანაცვლოდ იღებს რაც სჭირდება, იქნება ეს საარჩევნო ხმები, ტყუილ-მართალი მხარდაჭერა თუ კმაყოფილი ამომრჩეველი. დაქირავებული, ვინც დავალებას უდრტვინველად, სირთულეების გარეშე ასრულებს სანაცვლოდ იღებს ფულს და თავისთავად კმაყოფილია. მოკლედ ყველაფერი მარტივადაა მოწყობილი.

თანამედროვე ქართული პოლიტიკური ბანაკი კი ძირითად 2 ნაწილადაა გაყოფილი: კოალიცია ’’ქართული ოცნება’’ და მმართველი, ’’ნაციონალური’’ პარტია. დიდი მნიშვნელობა არა აქვს რომელ ბანაკში მოხვდები, მთავარია ანაზღაურება მიიღო. უხეშად რომ ვთქვა ’’სადაც შეძვრები იქ გაატრაკებ’’.




ეს ყველაფერი ყველას არ ეხება. თუმცა გამონაკლისები იშვიათია.

პ.ს. გადამიხადეთ და მე თქვენსკენ ვიქნები. მე მათ 10 თავით ვჯობივარ.

3
25
6-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
25
  
2012, 26 აგვისტო, 11:36
გააჩნია პიროვნების ი მ ი ჯ ს. უკანასკნელ ნაძირალასაც შეიძლება ისეთი იმიჯი შეუქმნან რომ ხალხი ეთაყვანოს.
2012, 26 აგვისტო, 8:05
სიმართლის ნატამალი არის,თუმცა წარმოიდგინე ასლან აბაშიძეს ან ბენდუქიძეს რომ მოენდომებინა პირველობა,დაუჭერდა ვინმე მხარს? ორივე ფულის გუდაა...ასე რომ კ ა ც ს ა ც და პ ი რ ო ვ ნ ე ბ ა ს ა ც გააჩნია.
2012, 25 აგვისტო, 23:57
სხვათაშორის მართალი ხარ...თუმცა ჩემთვის არავის არ გადაუხდია და ნამდვილადაც არ მინდა,მე ვარ ქართული ოცნების მომხრეე,ვერ ვიტან ნაციონალებს
0 1 3