უცნობი ლედი დი: 11 უნიკალური ფოტო პრინცესას პირადი არქივიდან
2020, 17 დეკემბერი, 19:00
პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან უკვე 23 წელი გავიდა, თუმცა მისი პერსონა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის რჩეული ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, მისი ცხოვრების ზოგიერთი დეტალი საზოგადოებისთვის მაინც შეუმჩნეველი რჩებოდა. ასე მაგალითად, სულ ახლახანს ლედი დის პერსონალური კოლექციის უნიკალური ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ის სულ სხვაგვარად გამოიყურება - არა ისე, როგორსაც მას ხშირად ადამიანები ტაბლოიდურ ჟურნლებსა თუ ტელე- გადაცემებში ხედავდნენ.