სხვა შოკისმომგვრელი ფაქტები, რომელთა შესახებ ჯობს რომ საერთოდ არ იცოდეთ... 2020, 17 დეკემბერი, 17:16 არ თქვათ, რომ არ გამიფრთხილებიხართ, მას შემდეგ რაც ამ ფაქტების შესახებ შეიტყობთ, შესაძლოა ჩვეული ნივთების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალოთ. გაინტერესებთ რამდენ მწერს ვჭამთ ისე რომ ამას თავადაც ვერ ვხვდებით? ან რატომ ხდება თქვენი ლეიბი 10 წლის განმავლობაში ორჯერ უფრო მძიმე? ან ის თუ იცით რა ითვლება უნიტაზზე უფრო ბინძურად? აი, რამდენიმე ფაქტი, რომელთა შესახებ ალბათ, უკეთესი იქნებოდა საერთოდ რომ არაფერი გცოდნოდათ.![]() რომაელები კბილის პასტად თაგვის დანაყილ ტვინს იყენებდნენ![]() ესკიმოსთა ბავშვები როცა ცივდებიან, დედები მათ ლორწოს პირდაპირ ცხვირიდან წოვენ![]() ცნობილია, რომ პეპლები სისხლს სვამენ![]() თქვენს საწერ მაგიდაზე, სამზარეულოს ნიჟარაზე, მარკეტის ურიკაზე, მობილურ ტელეფონზე, რესტორნის მენიუსა და ბანკომატზე უფრო მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზზე![]() ოფისის ყავის ჭიქების 20 პროცენტი ფეკალურ მასებს შეიცავს![]() კოალა დედის ექსკრემენტებს ჭამს![]() ადამიანი წელიწადში დაახლოებით 500 გრამ მწერს ჭამს, ძირითადად, სხვა საკვებთან ერთად![]() თქვენი ტერფები წელიწადში დაახლოებით 20 ლიტრ ოფლს გამოყოფენ![]() რაიმეს დაყნოსვის შემთხვევაში, ამ ობიექტის მოლეკულები თქვენი ცხვირის შიდა მხარეს ეკრობა![]() ლატარიის ბილეთის შესაძენად მიმავალ გზაზე თქვენი გარდაცვალების შანსი უფრო მეტია ვიდრე ლატარიის მოგების![]() კოცნის დროს პარტნიორები ერთმანეთს 40 000 პარაზიტსა და 250 ტიპის ბაქტერიას გადასცემენ![]() ადამიანებისთვის ჰიპოთერმიის (გადაცივება) შესახებ უმეტესი რამ ცნობილი ნაცისტების მიერ ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად გახდა![]() მამალ წიწილებს ხშირად ანადგურებენ რათა მათი გემოვნური თვისებები დედლებისას საგრძნობლად ჩამორჩება![]() ყოველწლიურად დაახლოებით 2500 ცაცია იღუპება, რადგან ისინი მემარჯვენე ადამიანისთვის განკუთვნილ ტექნიკას იყენებენ![]() ყინულის კუბების შესანახი დანადგარების უმეტესობა არ ირეცხება. მათ სპეციალური სისტემაც კი აქვთ, რომელიც ლორწოს წარმოქმნასა და სხვა მიკრობების ზრდას უშლის ხელს![]() 10 წლის განმავლობაში საშუალო ლეიბი მტვრის ტკიპებისა და მათი ექსკრემენტების დაგროვების შედეგად წონაში ორჯერ იზრდება![]() თუ ხვადი ლომი პრაიდზე წინამძღოლობის პასუხისმგებლობას იღებს, ის წინა ჯოგის მეთაურის შთამომავლობას ანადგურებს![]() ჰაერის დაახლოებით 15 პროცენტი, რომელსაც მეტროსადგურში ვსუნთქავთ, ადამიანის კანს შეადგენს![]() ევერესტზე 200 - მდე გვამია, რომელთაც ხშირად ალპინისტებისთვის მისათითებელ ნიშნად იყენებენ![]() არსებობს შხამიანი მცენარე (Oenanthe crocata), რომელიც მსხვერპლზე გარდაცვალების მომენტში ღიმილს იწვევს![]() ჩასმული კბილები ხშირად რადიოაქტიურია![]() უძველესი დროიდან ოფლი როგორც სუნამოებში, ასევე ჯადოს დასამზადებლად გამოიყენებოდა![]() სტატისტიკურად, თქვენი მოკვლის შანსი 20 000-დან 1-ია![]() ყოველწლიურად, მსოფლიო ოკეანეებში გადაყრილი ნაგვის ოდენობა იქ დაჭერილი თევზის წონას სამჯერ აღემატება3676 3-ს მოსწონს |