x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"დაგვეხმარეთ"-შვედეთი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ვეღარ უმკლავდება
image

სტოკჰოლმის რეგიონალურმა ხელისუფლებამ შვედეთის სამხედროებს დახმარება სთხოვა მას შემდეგ, რაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებეში აღარ ჰყოფნით სამედიცინო პერსონალი COVID-19 -ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ. ამის შესახებ იტყობინება ახალი ამბების სააგენტო Sveriges Radio.


სტოკჰოლმის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ბიორნ ერიქსონმა განაცხადა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებები რეგიონში მთლიანად შევსებულია. მან მთავრობას დამატებით სამედიცინო პერსონალის გამოყოფის თხოვნით მიმართა, რადგან ექთნები და ექიმები აღარ არის საკმარისი კოვიდპაციენტებისთვის.

"დაგვეხმარეთ"-განაცხადა ერიქსონმა პრეს-კონფერენციაზე.



მთლიანად შვედეთში სიტუაცია ძალზე დამძიმებულია.შვედეთის საავადმყოფოებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კატასტორფულად მომატების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფლებებში საწოლები არ ჰყოფნით და შესაძლოა მეზობელი ქვეყნებისგან დახმარების აღმოჩენა მოითხოვონ.


შვედეთის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფიდს საბჭოს ხელმძღვანელმა სტენ რუბერტსონმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა დახმარებისთვის მეზობელ ქვეყნებს მიმართოს, მაგალითად ფინეთს.


ფინეთმა ჯერ კიდევ ზაფხულში პირობა დადო, რომ შვედეთს დაეხმარებოდა ამ დაავადებასთან ბრძოლაში, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა მარია ოჰისალომ განაცხადა რომ ”ფინეთი მზად არის ყველაფერში დაეხმაროს შვედეთს. ინტენსიური თერაპია, ტესტირების შესაძლებლობები, ყველაფერი რაც შეგვიძლია. ”



შვედეთში მთლიანად დაინფიცირდა 320 000 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 7500, ბოლო სამ დღეში (10-12 დეკემბერი)ქვეყანაში ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა კატასტროფულად მოიმატა, საშუალოდ 7-8 ათასი ინფიცირებული.


შეგახსენებთ, რომ შვედეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც უარი თქვა კარანტინზე და თვითიზოლაციაზე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეყნის სტრატეგიის ავტორი, თვინიერი სახელმწიფო ეპიდემიოლოგი, სახელად ანდერს ტეგელი, გახდა ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ადამიანი ევროპაში.მას მიაჩნდა, რომ იძულებითი იზოლაცია დროის დაკარგვაა. მისივე მტკიცებით "უაზრო" იყო სკოლების დახურვა, "სასაცილო" საზღვრების დაკეტვა, ხოლო ზოგადად პირბადეების ტარება დროის უქმად კარგვა. მაღაზიები და რესტორნები ღია უნდა დარჩენილიყვნენ.


თუმცა ამ სიჯიუტით შვედეთს არც რაიმე ეკონომიკური წინსვლა ან სტაბილურობა ჰქონია(პირიქით) და მით უმეტეს არც პანდემიის მხრივ..., შვედეთი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა(1მლნ.კაცზე)ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მხრივ

0
331
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0