x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ყოფილი დიქტორი და წამყვანი დონარა კინწურაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
82 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი დონარა კინწურაშვილი.



ჰქონდა ჟურნალისტური პრაქტიკის 45 წლიანი გამოცდილება. ის იყო ერთ-ერთი პირველთაგანი დიქტორი საბჭოთა პერიოდის საქართველოში.



21 წლისა იყო პირველად ტელევიზიაში რომ მივიდა 1963 წელს. იყო ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი. ტელევიზიაში მუშაობდა 2004 წლამდე.



წლების განმავლობაში იყო საინფორმაციო გამოშვება "მოამბისა" და საბავშვო გადაცემა "ცეროდენას ეკრანის" წამყვანი.




ერთ-ერთ ინტერვიუში ის იხსენებს როგორი იყო კომუსიტების დროს მუშაობა:


„დღევანდელი წამყვანებისგან განსხვავებით, ჩვენ ყოველმხრივ შეზღუდულები ვიყავით. საშინელი აპარატურა გვქონდა. რუსეთი რასაც გამოცვლიდა, იმას გვიგზავნიდა. ერთხელ, ცნობილი წამყვანები: ვალენტინა ლეონტიევა და ალექსანდრე (საშა) მასლიაკოვი ჩამოვიდნენ და უნდა ჩაგვეწერა გადაცემა. საშა რომ ჩამოვიდა და გადაცემის ჩაწერა დავიწყეთ, ხან ერთი კამერა ამოვარდა, ხან - მეორე. მაშინ ვიდეო არ იყო და ძალიან გავწვალდით, მაგრამ გადაცემა 6 საათში ჩავწერეთ. საშა მასლიაკოვი გაგიჟდა, როგორ მუშაობთო. სწორედ მაშინ თქვა საშამ: ქართველები, მართლაც, რომ სასწაული ხალხი ხართ“.



დონარა კინწურაშვილი


დონარა კინწურაშვილიდონარა კინწურაშვილიდონარა კინწურაშვილიდონარა კინწურაშვილი





0
132
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0