x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ისტორიული ფაქტები, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია
image


არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს ყველაფერი სრული სიმართლეა.



image


შუა საუკუნეებში კბილის პროთეზს მოკლული ჯარისკაცების კბილებისგან ამზადებდნენ


image


როდესაც მექსიკელმა გენერალმა სანტა ანამ ფეხი დაკარგა, მან "დაკარგულ" ფეხს ნამდვილი დაკრძალვის ცერემონია მოუწყო


image


როდესაც ოსმალეთის იმპერიის მმართველს იბრაჰიმ I-ს ერთ-ერთმა საყვარელმა უღალატა, მან ის დანარჩენ 300 საყვარელთან ერთად დაახრჩო.



image


ძველ რომში პირის ღრუს ანტიბაქტერიულ საშუალებად ადამიანის შარდს იყენებდნენ.


image


1487 წელს აცტეკების ტაძრის კურთხევას ოცი ათასზე მეტი ადამიანი შესწირეს.


image


ძველ ეგვიპტეში მოსამსახურეებს თაფლს მიზანმიმართულად უსვამდნენ რათა ფარაონები ბუზებისგან დაეცვათ.


image


მეცხრამეტე საუკუნემდე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველებზეც ვრცელდებოდა.


image


პეტრე პირველმა ცოლის საყვარელი სიკვდილით დასაჯა და მეუღლე აიძულა მისი მოკვეთილი თავი საძინებელში სპირტიან ქილაში შეენახა.


image


მეთხუთმეტე საუკუნეში ევროპელები ადამიანის გვამებს ჭამდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ეს მათ მრავალი დაავადებისგან დაიცავდა.


image


მეოცე საუკუნის დასაწყისში თამბაქოს მწარმოებელი მრავალი კომპანია თავიანთი პროდუქციის რეკლამირებისთვის ექიმებს იყენებდა.


image


755 წელს ჩინეთში ლუშანის აჯანყების დროს დაახლოებით ოცდაათი მილიონი ადამიანი დაიღუპა. იმ დროს ეს პლანეტის მოსახლეობის თითქმის მეექვსედი იყო.


image


პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ამერიკულ არმიას მხოლოდ თვრამეტი მფრინავი ჰყავდა.

image


ერთხელ ინგლისმა და ზანზიბარმა ომი დაიწყეს, რომელმაც მხოლოდ 38 წუთს გასტანა.


image


მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ბრიტანული ტანკები ჩაის მოსამზადებელი ყველა საჭირო კომპონენტით არის აღჭურვილი.


image


1982 წელს ქალაქ კი-ვესტმა შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დაუყოვნებლივ გამოუცხადა მას ომი, თუმცა მაშინვე დანებდა, რისთვისაც მას მილიარდი აშშ დოლარი მოსთხოვა.


image


სადამ ჰუსეინმა საჩუქრად ქალაქ დეტროიტის გასაღები მიიღო.


image


ბოლო სამნახევარი ათასი წლის განმავლობაში კაცობრიობამ აბსოლუტურ მშვიდობაში მხოლოდ ორასი წელი გაატარა.


image


მსოფლიოში ათიდან შვიდი ყველაზე სისხლიანი ომი ჩინეთში მოხდა.


image


მსხვერპლშეწირვა მაიას კულტურის ნაწილი იყო, რომლის დროსაც როგორც ცნობილია ადამიანებს მკერდიდან ჯერ კიდევ მფეთქავ გულს აცლიდნენ.


image


როდესაც ძველ ეგვიპტეში ფარაონი გარდაიცვალებოდა, მას აკლდამაში მსახურებსაც აყოლებდნენ.


image


რომის იმპერატორმა კომოდუსმა ერთხელ კოლოსეუმში ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი შეკრიბა და მათ სიკვდილამდე ბრძოლა აიძულა.




0
434
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
434