x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მარადონა 50 ოჯახს არჩენდა
image

როგორც გაირკვა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა თვეში დაახლოებით 100 000 ევროს ურიცხავდა 50 ოჯახს. სპორტსმენის გარდაცვალების შემდეგ გადახდები შეჩერდა.


გამოცემა Marca- ს ცნობით, მარადონა ფინანსურად ეხმარებოდა ნათესავებს, მეგობრებსა და კოლეგებს. თანხა ავტომატურად იჭრებოდა მისი ანგარიშებიდან. როდესაც ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა, არგენტინის საგადასახადო სამსახურმა დაბლოკა მისი ანგარიშები.


ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მარადონა ფულს უგზავნიდა ადამიანებს არა მხოლოდ არგენტინაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.




ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის მემკვიდრეობის გადანაწილება ძალზე რთული იქნება.

რამდენიმე დღის წინ La Gazzetta dello Sport- თან ინტერვიუში. მარადონას მეგობარმა, ჟურნალისტმა ლუის ვენტურამ განაცხადა, რომ მისი აუარებელი ქონებიდან აღარაფერი დარჩა და ფაქტობრივად მარადონა სიღარიბეში გარდაიცვალა.





შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა . გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ყოფილ ფეხბურთელს ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. მარადონა აღიარებულია XX საუკუნის საუკეთესო მოთამაშედ, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მან 1986 წელს მოიგო მსოფლიო თასი.

3
567
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
567
  
2020, 15 დეკემბერი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 დეკემბერი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 დეკემბერი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3