x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
დროშა - ქუთაისის "სუსტი წერტილი"

საიდან დაიწყო დროშის ამბავი ქუთაისში?


გოგი წულაია და ქუთაისში ძლივს დაკიდული დროშა




დავიწყოთ თავიდან:


2017 წელი


ყველას კარგად გახსოვთ გოგი წულაია და მისი რეაქცია "დროშა ვერ დაკიდენ ამ შობელძაღლებმა", რაც მოყვა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებისას, "აია"-ს სარაგბო მოედანზე აღმართულ საქართველოს დროშას, რომელიც სხვა ქვეყნის დროშებთან შედარებით პატარა იყო, აი ასეთი:


საქართველოს პატარა დროშა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე - 2017 წელი




იმავე დღეს, ფედერაციამ ყველა დროშა ჩამოხსნა, რათა ხარვეზი გამოესწორებინა


ჩამოხსნილი დროშები




2018 წლის 9 თებერვალს ფედერაციის გადაწყვეტილებით დროშა აღმართა გოგი წულაიამ.


image



მანამდე კი, ქუთაისში ჩასულმა, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, გოგი წულაიას პირადად გადასცა დროშა და გაეხუმრა კიდეც „ახლა შენ დაკიდე გოგია წულაია, ახლა შენ დაკიდე“.



გოგი წულაიას ვიდეო ვირუსივით მოედო და მთელი ქვეყნის მასშტაბით ხუმრობის საგანი გახდა.




2019 დეკემბერი


შემდეგ დაიწყო ახალი პრობლემა, ისევ დროშის აღმართვაზე.


ამჯერად ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა, 47 მეტრიანი დროშა ქუთაისის შესასვლელში, ნიკეას უბანში დაედგა. ცნობისთვის ნიკეას უბანი ყველაზე ქარიანი ადგილია ქუთაისში.


გაურკვეველია მაინცადამაინც ასეთი სიმაღლის დროშა, მაინცადამაინც ასეთ ქარიან ადგილას დადგმა რატომ მოინდომეს ქალაქის მმართველებმა, ამიტომ არაფერი გამოვიდა აქაც.

ჯერ მხოლოდ ტენდერები გახდა სასაცილო 6-ჯერ გამოაცხადეს და მხოლოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდა, ისიც საკრებულოს ერთ-ერთი წევრის ნათესავი აღმოჩნდა, რომელმაც სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვა.




2020 აგვისტო



ორ წლიანი მცდელობის შემდეგ ქუთაისის, მერიამ როგორც იქნა დროშა აღმართა, რაც 65 ათასი ლარი დაჯდა ქალაქის ბიუჯეტიდან.


ქუთაისში დროშა დაკიდეს




თუმცა ის მალევე ქარმა წაიღო


დროშა ქარმა წაიღო



კიდევ აღმართეს,


ქარმა ამჯერად დაგლიჯა



image




ისევ გამოცვალეს.

ბოლოს კი - 3 დეკემბერს ჩამოვარდა.


ნიკეაზე დროშა ისევ ჩამოვარდა

...


ქუთაისი რა ქუთაისი იქნება თუ იუმორით არ მიეშველნენ საქმეს, და დროშის სადგარს წყალი დაუსხეს :), ეს 4 დეკემბერს მოხდა.




დღეს 8 დეკემბერია და ვნახოთ... ალბათ კვლავ მოგვიწევს მივადევნოთ თვალი დროშის აღმართვის სირთულეებს.






6
376
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
376
  
2021, 4 იანვარი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 27 დეკემბერი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 24 დეკემბერი, 2:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 13 დეკემბერი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 დეკემბერი, 2:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 დეკემბერი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6