x
image
ღიმილიანი
"საოცარი ადამიანია - მრავალტანჯული, სევდიანთვალება, ღიმილიანი, ამქვეყნიური არსებობისათვის მებრძოლი" - ეკატერინე ხუცოშვილი თავისი ძმის ოპერაციისთვის კეთილ ადამიანებსა და ფონდებს დახმარებას სთხოვს
ამ ტრაგიკული ისტორიის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელიდან გავიგე. ეს ამბავი დიდად არ განსხვავდება სხვა ბევრი ისტორიისგან,
მაგრამ მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია იგი განსხვავებულად და ლამაზად დაასრულოს.

2015 წელს ორი ტყუპი ძმა ავარიაში მოყოლილა, რომელთაგან ერთ-ერთს, მიშიკო ხუცოშვილს ტვინის მძიმე დაზიანება მიუღია და 40 დღე კომაში გაუტარებია.


image

"საოცარი ადამიანია - მრავალტანჯული, სევდიანთვალება, ღიმილიანი, ამქვეყნიური არსებობისათვის მებრძოლი და მაგალითი იმისა, რომ არ გაქვს დაღლის, წუწუნის და მოდუნების უფლება!" - წერს ეკატერინე ხუცოშვილი თავის ფეისბუკ გვერდზე.
ეკატერინე მიშიკო ხუცოშვილის დაა. როგორც თავად მითხრა, ტყუპები შვიდთვიანები და ძალიან სუსტები დაბადებულან. მიშიკოს თავიდანვე ჰქონია ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები - ისედაც მთელი ბავშვობა სულ ექიმებში დაგვყვავდაო. ამის მიუხედავად, მიშიკო მაინც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და მუშაობდა, მაგრამ 5 წლის წინ მომხდარმა ავარიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.


13 დეკემბერს თურქეთიდან ჩამოდის პროფესორი, რომელიც მიშიკოს ფეხზე დაყენებას შეეცდება. ამისათვის რამდენიმე ოპერაციაა საჭირო: ორივე ფეხის მყესების დაგრძელება, იმპლანტაცია და აქილევსის ქუსლის აქილოსტოპია. ამ ყველაფერს ათი ათასი ლარი მაინც სჭირდება. რა თქმა უნდა, რეაბილიტაციას კიდევ ცალკე ხარჯები დასჭირდება..



სამი დეკემბრის პოსტში ეკატერინე წერდა, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფოსგან დაფინანსებაზე უარყოფითი პასუხი იყო, მაგრამ გუშინ მას დაუკავშირდნენ და როგორც მითხრა, 1620 ლარით დააფინანსეს. დანარჩენი თანხის შესაგროვებლად კი კეთილი ადამიანებისა და ფონდების დახმარების იმედი აქვს.


პანდემიის პერიოდში, როცა ხალხს ძალიან უჭირს, არ არის მარტივი ვინმეს სიკეთის გაკეთებისკენ მოუწოდო, მაგრამ იქნებ, გამოჩდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც შეძლებენ მიშიკოს დახმარებას?!


თუ თქვენ ამ ადამიანთა რიგს მიეკუთვნებით, ანგარიში იხილეთ ორიგინალი სქრინის ბოლოს.



image



და კიდევ, თუ არ შეგიძლიათ თანხით დახმარება, გააზიარეთ სტატია, რომ რაც შეიძლება ბევრმა კეთილმა ადამიანმა ნახოს.



სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი



1
135
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
135
  
2020, 9 დეკემბერი, 2:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1