x
image
თორ ნიკე
Mediator image
მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ
მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ


"ძვიფასო გია კვაშილავა, ზოგი თვალსაზრისით ვეთანხმები თქვენს დასკვნებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დისკო შეიქმნა მცირე აზიაში. გეთანხმებით, რომ ფესტოსის დისკო 4000 წლისაა და ნიშნები ფესტოსის დისკოზე უნდა წავიკითხოთ ცენტრიდან ნაპირისკენ. ეს ეჭვს არ იწვევს. ზოგადი წესი გვეუბნება, რომ პიქტოგრაფიული (დამწერლობის) ნიშნები, უნდა წავიკითხოთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ადამიანები "დადიან", ან საითკენაც "იყურებიან" (ამას ვუწოდებ "მარჯვნიდან მარცხნისაკენ კითხვას"), თარგმანი, რომელიც იწყება ნაპირიდან (ცენტრისკენ), ყოველთვის მცდარია.

რვაფურცლიანი ვარდული საწყისი ნიშანია. ის არა მხოლოდ მზის ნიშანია, არამედ ასევე წარმოადგენს სამეფო ძალაუფლებისა და სამეფო სახლის ნიშანს. ეს ხშირად ჩანს ბოღაზკოის ხეთურ გლიფებში. დისკოს პიქტოგრაფიული ნიშნები ალბათ ძალიან პრიმიტიული ლუვიური დამწერლობის ნიმუშია. ლუვიური დამწერლობა ხეთების იეროგლიფური დამწერლობაა, რომელიც გამოიყენებოდა რთულ ლურსმნულ დამწერლობასთან ერთად ან ადრე.


საუკეთესო სურვილებით,


პროფ. ჰედვიგ რულვინკი. (ნიდერლანების სამეფო)

15 ნოემბერი, 2006 წ.


ჰედვიგ რულვინკი


12 ნოემბერი, 2006 წ.

გია კვაშილავას

თემა: ფესტოსის დისკო - კოლხური ოქროდამწერლობა

ძვირფასო გია კვაშილავა,

გილოცავთ ფესტოსის დისკოს შესახებ თქვენი გამოკვლევის მოსალოდნელ გამოცემას. ყოველთვის მაინტერესებს რას ამბობენ სხვები, ძალიან მინდა შევისწავლო თქვენი აღმოჩენები უფრო ღრმად, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება. როგორც იცით, არსებობს ფესტოსის დისკოს შესახებ საწინააღმდეგო შეხედულებები, და თუ ვერ ვნახეთ ამ დამწერლობის ნიშნების მეტი მაგალითები, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე თეორია საყოველთაოდ აღიარებულ იქნას, როგორც ჭეშმარიტება. მაგრამ ამან თქვენ არ უნდა დაგაყრევინოთ ფარ-ხმალი იმის კეთებაში, რაც აქამდე გიკეთებიათ. იკვლიეთ ფესტოსის დისკო ახალი პერსპექტივით და გამოაქვეყნეთ აღმოჩენები. თქვენი დებულებები პროფესიონალურია და საინტერესო. კვლავ გილოცავთ.

თქვენს წიგნში იქნებ გსურთ თქვათ, რომ ფესტოსის დისკოს ფორმისა და ორთოგრაფიის ახლო პარალელების არარსებობა (კრეტაზე) მიუთითებს იმაზე, რომ მისი წარმოშობის ადგილი არის კრეტას გარეთ. არ გვესახება შეუძლებლად, რომ ფესტოსის დისკო ვაჭრების მიერ შეტანილი ყოფილიყო კრეტაზე შავი ზღვის რეგიონიდან. მე ასევე მსმენია მოსაზრება, რომ განსაკუთრებით მუზარადიანი კაცი ჩამოჰგავს სკვითურ ნიმუშებს.

გისურვებთ კეთილ იღბალს თქვენს შემდგომ გამოკვლევებში.

დოქტორი ქეით მესი. (აშშ)


ქეით მესი




2019 წლის 2 დეკემბერი

ძვირფასო, გია კვაშილავა,

თქვენი კვლევა "A-კლასის ხაზოვანი დამწერლობის გაშიფრვაზე საერთო კოლხურ ენაზე: მათემატიკა" - არის სისტემატიზებური. ხაზოვანი დამწერლობის პროგრამირების პრობლემა სწორადაა გააზრებული და გადაჭრილი გეომეტრიული გზით. ობიექტური ფუნქციის ოპტიმიზაციისთვის, გირჩევდით გამოგეყენებინათ რიცხობრივი ოპტიმიზაცის მეთოდები.


ა.რ. ისხაკოვი (რუსეთი)


ა.რ. ისხაკოვი



2016 წლის 12 ნოემბერი

ძვირფასო გია კვაშილავა,

თქვენი ნაშრომი "A-კლასის ხაზოვანი დამწერობის გაშიფრვა საერთო ქართველურ ენაზე: კუ-რო და კი-რო" არის პროფესიონალური, აკადემიური ნაშრომი.


პროფ. ხოსე ვირგილიო გარსია ტრაპაზო (ესპანეთი)


ხოსე ვირგილიო გარსია ტრაპაზო



2012 წლის 8 თებერვალი

თემა: A-ხაზოვანი დამწერლობის გაშიფრვა

ძვირფასო გია კვაშილავა,

მადლობა, რომ გამომიგზავნეთ თქვენი შთამბეჭდავი ნაშრომი A-ხაზოვანი დამწერლობის შესახებ. ნამდვილად უნდა გრძნობდეთ თავს კმაყოფილად, რომ ამდენად დიდ რაიმეს მიაღწიეთ და ეს სამუშაო დაასრულეთ. გილოცავთ!


დენიზ შმანდტ-ბესერა (აშშ)


დენიზ შმანდტ-ბესერა



მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ




მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ



მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ





მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ




მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ



მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ




მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ



მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ



გიზო ჭელიძემარიკა ჯიქიამაგალი თოდუანანა შენგელაია

დალი ბახტაძერისმაგ გორდეზიანინანი ჭანიშვილინანი ჭანიშვილინანი ჭანიშვილინანი ჭანიშვილინანი ჭანიშვილიტონი ოკონელი



კრებულები:


1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. II)

11. მეცნიერება (ნაწ. III)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
635
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
635
  
2020, 6 დეკემბერი, 21:30
წარმატებები...
2020, 6 დეკემბერი, 16:45
გაიხარე, დიდი მადლობა
2020, 6 დეკემბერი, 15:27
ამ სტატიის ღირებულების არცერთი ნაშრომი არ შეუქმნიათ როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ საუკუნეში ქართველ მეცნიერებს.
ჩემი პატივისცემა თქვენ ბატონო თორნიკე...
0 1 3