x
image
პროფესორი
“მასტერ-გასაღების სისტემა:სავარჯიშო 2-დუმილი

image

ჩარლზ ენელი
????“მასტერ-გასაღების სისტემა: სურვილების ასრულების მასტერ-გასაღები”
✅ გაკვეთილი 2
ჩვენი აზროვნების საფუძვლები
✉️ შესავალი
???? ჩვენი სირთულეები დიდწილად გამოწვეულია აზრების არევ-დარევით და ჩვენი ნამდვილი ინტერესების არცოდნით. ჩვენს წინაშე დგას სერიოზული ამოცანა - გავხსნათ ბუნების კანონები, რომელთა შესაბამისობაში საკუთარი თავი უნდა მოვიყვანოთ. შესაბამისად, ნათელი აზროვნება და სულიერი გამჭრიახობა - ჩვენთვის ფასდაუდებელი სიკეთეებია. ყველა პროცესი, აზრობრივიც კი, მყარ ფუნდამენტს ეფუძნება.
???? რაც უფრო მძაფრია ჩვენი გრძნობები, რაც უფრო გამჭრიახია განსჯები, რაც უფრო დახვეწილია გემოვნება, რაც უფრო სუფთაა ზნე-ჩვეულებები, რაც უფრო გამოწრთობილია გონება, რაც უფრო ამაღლებულია მისწრაფებები - მით უფრო მეტად გვაჯილდოვებს ცხოვრება. ამიტომ მსოფლიოში საუკეთესო აზრების შესწავლას უდიდესი სიამოვნება მოაქვს.
???? გონების გამოყენება, შესაძლებლობები და ახლად აღმოჩენილი ძალები, შეუდარებლად უფრო გასაკვირი რამეა, ვიდრე მატერიალური პროგრესის ყველაზე გასაოცარი მიღწევები!
???? აზრი არის ენერგია. ქმედითი აზრი არის აქტიური ენერგია. კონცენტრირებული აზრი არის კონცენტრირებული ენერგია. გარკვეულ მიზანზე კონცენტრირებული აზრი ძალად იქცევა. ამ ძალას იყენებენ ისინი, ვისაც არ სჯერავთ სიღარიბის სათნოებისა და თვითგანრიდების სილამაზის. ისინი ამ ღირებულებებს აღიქვამენ, როგორც “სუსტების ნუგეშს”.
???? ამ ძალის მიღების და გამოვლენის უნარი დამოკიდებულია ადამიანში მუდმივად მყოფი უსასრულო ენერგიის აღიარების უნარზე, რომელიც მუდმივად ქმნის და ხელახლა ქმნის მის სხეულს და გონებას, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზადაა გამოვლინდეს მისი საშუალებით ნებისმიერ საჭირო ფორმაში. ძალის გამოვლინება ადამიანის გარე ცხოვრებაში პირდაპირპროპორციულია მის მიერ ამ ჭეშმარიტების აღიარების ხარისხზე.
???? თეზისები
☀️ 1. გონების მუშაობა წარმოდგენილია საქმიანობის ორი პარალელური სახით, რომელთაგან ერთი ცნობიერია, მეორე კი ქვეცნობიერი. პროფესორი დევიდსონი ამბობს:”ის, ვინც აპირებს გონებრივი საქმიანობის ყველა სახის გაშუქებას საკუთარი ცნობიერების სინათლით, დიდად არ განსხვავდება იმისგან, ვინც აპირებს სამყაროს განათებას ხელის ფანრით”.
☀️ 2. ქვეცნობიერი ლოგიკური პროცესებისთვის დამახასიათებელია გარკვეულობა და სისწორე, რაც შეუძლებელი იქნებოდა, მათ შეცდომის შესაძლებლობა რომ დაეშვათ. ჩვენი გონება ისეა მოწყობილი, რომ მასში ჩადებულია შემეცნების უმნიშვნელოვანესი საფუძვლები, მაშინ როცა ჩვენ საერთოდ არ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ კეთდება ეს.
☀️ 3. ქვეცნობიერი გონება, კეთილმოსურნე უცნობის მსგავსად, მუშაობს და ზრუნავს ჩვენს კეთილდღეობაზე, ხელში გვაძლევს მხოლოდ მწიფე ნაყოფებს. აზრობრივი პროცესების საბოლოო ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეცნობიერება - უმნიშვნელოვანესი მენტალური მოვლენების თეატრია.
☀️ 4. სწორედ ქვეცნობიერის საშუალებით შექსპირი ყოველგავრი ძალისხმევის გარეშე მოიპოვებდა, მოწაფის ცნობიერი გონებისგან დაფარულ დიად ჭეშმარიტებებს. სწორედ ასე ფიდიასი მარმარილოსა და ბრინჯაოსგან ასხამდა თავის ქანდაკებებს, რაფაელი ხატავდა თავის მადონებს, ხოლო ბეთჰოვენი წერდა სიმფონიებს.
☀️ 5. სიმსუბუქე და ოსტატობა მთლიანად დამოკიდებულია ცნობიერებისგან ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხზე. ოსტატობა პიანინოზე დაკვრაში, ციგურებზე სრიალში, მანქანაზე ბეჭდვაში - საერთოდ ნებისმიერ პროფესიაში, რომელიც კვალიფიციურ შრომას მოითხოვს, - დამოკიდებულია ქვეცნობიერი გონების საქმიანობაზე. ფორტეპიანოზე პიესის შესანიშნავი შესრულება და იმავდროულად ცოცხალი საუბარი დემონსტრირებს ჩვენი ქვეცნობიერი ძალების სიძლიერეს.
☀️ 6. ყველამ ვიცით, თუ ჩვენი დიადი, კეთილშობილური და ნათელი აზრებით რამდენად დამოკიდებულები ვართ ქვეცნობიერებაზე, და ეს მით უფრო აშკარაა, რომ მათი წყარო იმყოფება ჩვენი აღქმის საზღვრებს მიღმა. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ გვაქვს ტაქტი, ინსტინქტები, მშვენიერის გრძნობა ფერწერაში, მუსიკაში და ასე შემდეგ, და საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ ამ თვისებების წყაროს და ადგილმდებარეობას.
☀️ 7. ქვეცნობიერის ღირებულება უზარმაზარია. იგი შთაგვაგონებს, იგი გვაფრთხილებს; იგი გვაწვდის მეხსიერების საკუჭნაოდან სახელებს, ფაქტებს და სურათებს; იგი მართავს ჩვენ აზრებს, გემოვნებებს და ასრულებს ისეთ რთულ ამოცანებს, რომ ჩვენი ცნობიერი გონება ვერ გაუმკლავდებოდა მათ, ამისთვის საჭირო ძალები რომც ჰქონოდა.
☀️ 8. საქმიანობის ამ ორ ტიპს თუ შევადარებთ - საქმიანობა, რომელიც ნაკარნახევია იმ მომენტის ნებისყოფით და საქმიანობას, რომელიც მიმდინარეობს შეუფერხებლად, რიტმულად და მუდმივია ნებისმიერ მომენტში, - ეს უკანასკნელი შთაგვაგონებს მოწიწებას და გვაიძულებს ვეძებოთ ამ გამოცანის ახსნა. ჩვენ მაშინვე გვესმის, რომ ეს ჩვენი ფიზიკური არსებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესებია, და თავისთავად გვებადება დასკვნა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები შემთხვევით არ არიან გაუცხოებული ჩვენს გარეთ მიმართული ნებისგან, ყველა თავისი ცვლილებით და გადასვლით, და ეს ფუნქციები ხორციელდება ჩვენს შიგნით არსებული მუდმივი და საიმედო ძალის ხელმძღვანელობით.
☀️ 9. ამ ორი ძალიდან გარე და ცვალებად ძალას ეწოდება ცნობიერი, ანუ ობიექტური გონება(მას საქმე აქვს გარე სამყაროს საგნებთან). შინაგან ძალას კი ეწოდება ქვეცნობიერი ანუ სუბიექტური გონება. საკუთარი სამუშაოს გარდა მენტალურ დონეზე, იგი მართავს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციებს, რომლებიც მხარს უჭერს ჩვენ ფიზიკურ არსებობას.
☀️ 10. აუცილებელია ნათლად გავიგოთ ამ ორი გონების ფუნქციები მენტალურ დონეზე, ასევე ზოგიერთი სხვა ფუნდამენტური პრინციპები. აღვიქვავთ რა სამყაროს ხუთი ძირითადი გრძნობით და ვმოქმედებთ რა მათი საშუალებით, ცნობიერ გონებას საქმე აქვს შთაბეჭდილებებთან და გარე სამყაროს საგნებთან.
☀️ 11. ამ გონებას აქვს ‘განსხვავების’უნარი, რომელიც თან ატარებს ‘პასუხისმგებლობას’ არჩევანზე. მას აქვს ინდუქციური, დედუქციური, ანალიტიკური ან სილოგისტური მსჯელობის უნარი - და ეს ძალა შეიძლება ძალიან მაღალ დონეზე იყოს განვითარებული. ეს არის ნებისყოფის და ყველა მისგან გამომდინარე ენერგიის ადგილსამყოფელი.
☀️ 12. მას შეუძლია არა მხოლოდ იმოქმედოს სხვა გონებაზე, არამედ მართოს კიდეც ქვეცნობიერი გონება. ასე ცნობიერი გონება ხდება ქვეცნობიერის პასუხისმგებელი მმართველი და დამცველი. ეს მისი უმაღლესი მისიაა, რომელსაც შეუძლია მკვეთრად შეცვალოს თქვენი ცხოვრების პირობები.
☀️ 13. ხშირად შიშის, მოუსვენრობის, სიღარიბის, ავადმყოფობის, დისჰარმონიის და მსგავსი მდგომარეობები ჩვენ მთლიანად გვეუფლება მცდარი ვარაუდების გამო, რომლებიც დაუცველმა ქვეცნობიერმა გონებამ აღიქვა. კარგად გავარჯიშებულ ცნობიერ გონებას შეუძლია თავიდან აიცილოს ეს ყველაფერი ფხიზელი დამცავი საქმიანობის საშუალებით. მას სავსებით შეიძლება ეწოდოს ქვეცნობიერის დიდი სამეფოს “კარიბჭის მცველი”.
☀️ 14. ერთმა მწერალმა ასე გამოხატა ძირითადი განსხვავება გონების ორ ფაზას შორის:
☀️ 15. ”ცნობიერი გონება არის განსჯის უნარის მქონე ნებისყოფა. ქვეცნობიერი გონება კი არის ინსტინქტური სურვილი, წარსული განსჯადი ნებისყოფის რეზულტატი”.
☀️ 16. ქვეცნობიერი გონება აკეთებს სამართლიან და ზუსტ დაკვნებს იმ წინაპირობებიდან, რომელიც გარე წყაროებიდანაა აღებული. თუ წინაპირობა ჭეშმარიტია, ქვეცნობიერი გონება უშეცდომო დასკვნამდე მიდის. ხოლო თუ წინაპირობა ან მითითება მცდარია, ყველა ნაგებობა ინგრევა. ქვეცნობიერი გონება მონაწილეობას არ იღებს მტკიცების პროცესში. იგი ეყრდნობა ცნობიერ გონებას, “კარიბჭის მცველს”, თვლის რა, რომ ის დაიცავს მას მცდარი მითითებებისგან.
☀️ 17. ყველა ამ მითითების ჭეშმარიტად მიღებით, ქვეცნობიერი გონება იწყებს მათ შესაბამისად მოქმედებას მთელ მის უზარმაზარ საქმიანობის ველზე. ცნობიერ გონებას შეუძლია მას მისცეს ჭეშმარიტი ან მცდარი მითითება. ბოლო შემთხვევაში შეცდომამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოცემული არსების სიცოცხლეს.
☀️ 18. ცნობიერი გონება ფხიზელი უნდა იყოს სიფხიზლის ყოველ საათში. როდესაც “გუშაგი” არ არის “საგუშაგოზე” ან მისი ფხიზელი მსჯელობა რიგი მიზეზების გამო დროებით ჩერდება, ქვეცნობიერი გონება დაცვის გარეშე რჩება, და ღიაა ნებისმიერი წყაროდან მითითებისთვის. პანიკით გამოწვეული ველური აღგზნების დროს, როსხვისას, შეურაცხადი ბრბოს აღტყინებული ქმედების ან სხვა არაკონტროლირებადი ვნების ქვეშ ეს მდგომარეობები ყველაზე უფრო საშიშია. ასეთ მომენტში ქვეცნობიერი გონება ადვილად ემორჩილება შიშის, სიძულვილის, ეგოიზმის, სიხარბის, თვითდამცირების და სხვა უარყოფითი ძალების შთაგონებას, რომელიც მომდინარეობს ჩვენს გარშემომყოფი ადამიანებისგან ან გარემოებებისგან. როგორც წესი, ამის რეზულტატები უაღრესად არასასურველია, და ისინი შეიძლება დიდხანს გვაწუხებდეს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეცნობიერი გონების დაცვა მცდარი შთაგონებებისგან.
☀️ 19. ქვეცნობიერ გონებას ინტუიციურად ესმის. ამიტომაც ის სწრაფად მოქმედებს. იგი არ მიდის ცნობიერი მსჯელობის ნელი გზით. საკუთრივ რომ ვთქვათ, მას არ შეუძლია ამით სარგებლობა.
☀️ 20. ქვეცნობიერ გონებას არასოდეს სძინავს, მან არ იცის დასვენება, ისევე როგორც თქვენმა გულმა, თქვენმა სისხლმა. გამოირკვა, რომ საკმარისია ქვეცნობიერ გონებას უბრალოდ ჩამოვუყალიბოთ გარკვეული ამოცანები, და ის მოქმედებაში მოიყვანს ძალებს, რომელთა დახმარებითაც სასურველი რეზულტატი მიიღწევა. სწორედ ეს არის იმ ენერგიის წყარო, რომელიც ყოვლისშემძლეობას გვაკავშირებს. აქ, შიგნით იმალება ის ღრმა პირველმიზეზი, რომელიც ყველაზე ღრმა შესწავლას იმსახურებს.
☀️ 21. საინტერესოა ამ კანონის მოქმედება. მათ, ვისაც იგი მოქმედებაში მოჰყავთ, როცა იმ ადამიანთან მიდიან, რომელთანაც მძიმე საუბარი მოელოდათ, უცებ აღმოაჩენენ, რომ მათ მოსვლამდე აქ უკვე “რაღაცა” იყო და ყველა პრობლემა გადაჭრა! ყველაფერი შეიცვალა - ყველაფერი ჰარმონიული გახდა. ადამიანები აღმოაჩენენ, რომ როცა მათ წინაშე სერიოზული საქმიანი პრობლემა დგება, მათ შეუძლიათ საკუთარ თავს მისცენ პაუზის აღების უფლება და “რაღაცა” უკარნახებთ მათ სწორ გადაწყვეტილებას. ყველაფერი მოგვარებულია! მართლაც, მათ, ვინც ისწავლა ქვწცნობიერის ნდობა, აღმოაჩენენ, რომ მათ განკარგულებაში უსაზღვრო რესურსებია.
☀️ 22. ქვეცნობიერი გონება - ჩვენი პრინციპების და სწრაფვების ბინადრობის ადგილია. ეს არის ჩვენი მხატვრული და ალტრუისტული იდეალების წყარო. ამ ინსტინქტების უარყოფა შეიძლება მხოლოდ, გულმოდგინე და თანმიმდევრული თანდაყოლილი პრინციპების მოშლაზე მუშაობით.
☀️ 23. ქვეცნობიერ გონებას არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. და ამიტომ თუ ის იღებს არასწორ მითითებებს, მათი დაძლევის სწორი ხერხია - მძლავრი საპიროსპირო მითითებების გამოყენება და მისი ხშირად გამეორება, რათა გონებამ მიიღოს იგი და საბოოლოდ ჩამოაყალიბოს ახალი, ჯანსაღი ჩვევები და აზრები ცხოვრების შესახებ. ქვეცნობიერი გონება ხომ - ჩვევის ბინადრობის ადგილია. ის, რასაც მრავალჯერადად ვაკეთებთ, ავტომატიზმამდე დადის და აღარ არის მსჯელობის რეზულტატი, გაიდგამს რა ფესვებს ქვეცნობიერ გონებაში. და ეს კარგია ჩვენთვის, თუ ჩვევა - ჯანსაღი და სწორია. მავნე და არასწორი ჩვევის წამალი კი - არის ქვეცნობიერი გონების ყოვლისშემძლეობის აღიარება და საკუთარი თავისთვის აზრის შთაგონება მოცემულ მომენტში საკუთარი თავისუფლების შესახებ. შემოქმედებითი უნარის მქონე და ჩვენს ღვთაებრივ წყაროსთან ერთიანი, ქვეცნობიერი გონება დაუყოვნებლივ შექმნის ამ თავისუფლებას.
☀️ 24. შევაჯამოთ ნათქვამი: ქვეცნობიერის ნორმალური ფუნქციები ფიზიკურ პლანზე დაკავშირებულია რეგულირებასთან და ცხოვრების უზრუნველყოფასთან, სიცოცხლის შენარჩუნებასთან და ჯამრთელობის აღდგენასთან; შთამომავლობაზე ზრუნვასთან ერთად, რომელიც თავის თავში მოიცავს ინსტიქტურ მისწრაფებას შეინარჩუნოს ნებისმიერი სიცოცხლე და გააუმჯობესოს მისი პირობები მთლიანად.
☀️ 25. მენტალურ პლანზე ეს მეხსიერების საკუჭნაოა; მასში დამალულია აზრის შესანიშნავი დესპანები, რომლებიც მუშაობენ დროის და სივრცისგან დამოუკიდებლად; ეს არის პრაქტიკული ინიციატივის და შემოქმედებითი სასიცოცხლო ძალების წყარო. ეს ჩვევის ბინადრობის ადგილია.
☀️ 26. სულიერ პლანზე ეს იდეალების, მისწრაფებების, წარმოსახვის წყაროა და არხი, რომლითაც ჩვენ ვცნობთ ჩვენს ღვთაებრივ წყაროს. იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ვაღიარებთ ამ ღვთაებრიობას, ჩვენ გვესმის ძალის წყარო.
☀️ 27. ვიღაც იკითხავს: “როგორ შეუძლია ქვეცნობიერებას შეცვალოს ჩვენი მდგომარეობა?” პასუხი ასეთია: ეს შესაძლებელია, რამდენადაც ქვეცნობიერება - სამყაროსეული გონის ნაწილია, ხოლო ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს მთელს გარეგნულად და ხარისხით; ერთადერთი განსხვავება - მასშტაბშია. მთლიანს, როგორც ჩვენ ვიცით, აქვს შექმნის უნარი; საკუთრივ რომ ვთქვათ, იგი არის სწორედ ერთადერთი შემოქმედი, შესაბამისად, შექმნა გონებასაც შეუძლია. რადგანაც აზროვნება - საქმიანობის ერთადერთი სახეა, რომელიც გონებისთვისა მისაწვდომი, აზრიც ასევე უცილობლად უნდა იყოს შემოქმედებითი.
☀️ 28. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ არსებობს უდიდესი განსხვავება უბრალოდ “ფიქრსა” და ცნობიერ, სისტემატიურ და შემოქმედებითად მიმართულ აზროვნებას შორის. როცა ვაზროვნებთ, ჩვენი გონება ჰარმონიაში მოგვყავს სამყაროსეულ გონთან, განვეწყობით უსასრულოზე, მოქმედებაში მოგვყავს არსებული ძალებიდან უდიადესი - სამყაროსეული გონის შემოქმედებითი ძალა. ისევე როგორც ყველა დანარჩენი ძალა, ეს ძალაც იმართება ბუნებრივი კანონით, და ეს კანონი - “მიზიდულობის კანონია”: ‘გონება აღჭურვილია შექმნის უნარით და ავტომატურად ურთიერთქმედებს აზროვნების ობიექტთან, ხორცს ასხამს რა მას ცხოვრებაში’.
???? სავარჯიშო 2
⚙️ წინას კვირას მე მოგეცით სავარჯიშო, რომელიც საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ თქვენი ფიზიკური სხეულის მართვა. თუ ეს ვარჯიში შეასრულეთ, მაშინ მზად ხართ წინ წახვიდეთ. ამ ჯერზე თქვენ დაიწყებთ საკუთარი აზრების მართვას. თუ ეს შესაძლებელია, ივარჯიშეთ ყოველთვის ერთას და იმავე ოთახში, ერთსა და იმავე სკამზე, ერთსა და იმავე პოზაში, ზოგჯერ ერთსა და იგივე ოთახში ვარჯიში შეუძლებელია: ამ შემთხვევაში უბრალოდ მაქსიმალურად გამოიყენეთ არსებული პირობები. ეხლა, ისევე, როგორც ადრე, იყავის სრულიად უძრავი, მაგრამ შეაკავეთ ყველა აზრი. დროთა განმავლობაში ეს შესაძლებლობას მოგცემთ მართოთ ყველა აზრი, რომელიც გაშინებთ, გაღელვებთ, და განავითაროთ მხოლოდ თქვენთვის სასურველი აზრები. გააგრძელეთ ვარჯიში, სანამ სრულყოფილად არ დაეუფლებით ამ უნარს.
⚙️ თავიდან თქვენ ეს გამოგივათ მხოლოდ რამოდენიმე წამით, მაგრამ ეს ვარჯიში ძალიან სასარგებლოა, რადგანაც ძალიან კარგად გაჩვენებთ, თუ რა უზარმაზარი რაოდენობის აზრები მუდმივად ცდილობენ თქვენს მენტალურ სამყაროში შეღწევას.
⚙️ შემდეგ კვირას თქვენ მიიღებთ ინსტრუქციას იმ ვარჯიშის შესახებ, რომელიც უფრო საინტერესოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ თავიდან უნდა ისწავლოთ ამის შესრულება.
???? “მიზეზი და შედეგი აზრის ფარულ სამყაროში ისევე აბსოლუტური და უცვლელია, როგორც ხილული, მატერიალური საგნების სამყაროში. გონება - როგორც ქვედა სამოსის(ხასიათის), ისე ზედა სამოსის(გარემოებების) გაწაფული მქსოველია”.
???? ჯეიმს ალენი
❓ საკონტროლო კითხვები და მათზე პასუხები
❔ 11. რომელია გონებრივი საქმიანობის ორი სახე?
✨ ცნობიერი და ქვეცნობიერი.
❔ 12. რაზეა დამოკიდებული სიადვილე და ოსტატობა?
✨ ცნობიერი გონებისგან ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხზე.
❔ 13. რაშია ქვეცნობიერის ფასეულობა?
✨ იგი უზარმაზარია: ქვეცნობიერება მიმართულებას გვაძლევს, გვაფრთხილებს, მართავს ცხოვრებისეულ პროცესებს, მასში იმყოფება მეხსიერება.
❔ 14. დაასახელეთ ცნობიერი გონების რამოდენიმე ფუნქცია.
✨ მას აქვს განსხვავების უნარი; აღჭურვილია მსჯელობის უნარით; მასში იმყოფება ნებისყოფა; მას შეუძლია ქვეცნობიერზე ზემოქმედება.
❔ 15. რაში გამოიხატება განსხვავება ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის?
✨ ცნობიერი გონება არის განსჯის უნარის მქონე ნებისყოფა. ქვეცნობიერი გონება - ინსტინქტური სურვილი, წარსული განსჯადი ნებისყოფის რეზულტატი.
❔ 16. რა მეთოდია აუცილებელი ქვეცნობიერზე ზემოქმედებისთვის?
✨ სასურველის აზრობრივი ფორმულირება.
❔ 17. როგორი იქნება რეზულტატი?
✨ თუ სურვილი ჰარმონიაში იმყოფება დიადი მთლიანის წინსვლით მოძრაობასთან, ამოქმედდება ძალები, რომლებიც რეზულტატის მიღებისკენ მიიყვანენ.
❔ 18. როგორია ამ კანონის მოქმედების რეზულტატი?
✨ ჩვენი გარემოცვა ასახავს იმ გაბატონებული მენტალური განწყობის შესაბამის მდგომარეობებს, რომელსაც ჩვენში გამოვიმუშავებთ.
❔ 19. რა ეწოდება ამ კანონს?
✨ მიზიდულობის კანონი.
❔ 20. როგორ ფორმულირდება იგი?
✨ გონებას აქვს შექმნის უნარი და აზროვნების ობიექტთან ავტომატური ურთიერთქმედების უნარი, ხორცს შეასხამს რა მას ცხოვრებაში.
0
121
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0