x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საქართველოს უდიდესი პოეტის ვაჟა ფშაველას სიკვდილის წინა სიტყვები

image

სიკვდილის წინ მან მთის წყალი და მინდვრის ყვავილები ითხოვა, უნდოდა მთაში ასვლა და უკანასკნელი წუთების იქ გატარება, მაგრამ ეს ვერ შეძლო... "მოწყალების დას, ანიკო კობიაშვილს კი სთხოვა: თუ ღმერთი გწამს, ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარეშემო ეს მინდვრის ყვავილები დამიყარეო.თხოვნა მაშინვე შეუსრულეს: იატაკზე დაუგეს ლოგინი და ირგვლივ მინდვრის ყვავილები და ბლახი მიმოუბნიეს.
მთის წყალმა და მთის ყვავილებმა ცოტა გაახალისა საუბრობდა ჩარგალზე, თავის ყოფაზე, თავის საქმიანობაზე, შიგდაშიგ ოხუნჯობდა კიდეც.
ცოტა წათვლიმა.შუაღამის შემდეგ მოწყალების დას ჰკითხა, რომელი საათიაო?სამიო რომ უთხრეს, მიკვირს სამ საათაამდე როგორ ვიცოცხლეო, ჩაილაპარაკა, ეს ჩემი უკანასკნელი საათიაო.
მერე რაღაცის ჩურჩული დაიწყო თვალდახუჭულმა, მილუშულმა, დამლაგებელმა, ვინმე მაისურაძის ქალმა, ყური ახლოს მიუტანა და გაარჩია ძლივს გასარჩევი სიტყვები.ვაჟა უკანასკნელ ამოსუნთქვასაც ლექსს აყოლებდა:
“მუხთალო წუთისოფელო,
ტანჯული შვილი გშორდები,
თუ ვინმეს ვალი მიმყვება,
იქიდან გავუსწორდები“
1915 წლის 27 ივლისს 7 საათზე ჩამოჰკრა გლოვის ზარმა სრულიად საქართველოში და კიდევ ერთი ღირსეული ქართველი მოუკვდა სამშობლოს...
1
285
6-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
285
  
2020, 16 დეკემბერი, 19:11
ეჰ მოხოლოდ წარსულში დარჩნენ დიდი ადამიანები!
0 1 1