x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"დაბრუნდი ზაალ ტელევიზიაში,შენ საქმეს მიხედე.არა და როგორც გინდა"-თამაზ ჭეიშვილი ზაალ უდუმაშვილს მიმართავს

image

მწერალი და პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს სოციალური ქსელით მიმართავს:

პასუხი ზაალ უდუმაშვილს!
– _
ასე საჯაროდ იმიტომ გწერ და შენობით მოგმართავ, ახლობლად მიმაჩნიხარ.ალბათ იმის ბრალია, რომ ძალიან ხშირად მოდიოდი ჩემ ოჯახში, ეკრანიდან რასაკვირველია და ახლობელივით გახდი.გარდა მაგისა, დავცოტავდით ქართველები და თუ არ გავუფრთხილდით ერთმანეთს, ინდიელებივით გავქრებით.
რომელიღაც სააგენტომ გამოაქვეყნა შენი რეპლიკა -“ამ დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას იმიტომ ბერავენ, ლოკდაუნი რომ გაამართლონო“.მინდა გითხრა, რომ არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები და არავისი გულშემატკივარი არ ვარ“ქართული ოცნება“-ს ჩათვლით.ტენდენციურობა კი არ მალაპარკებს, ძალინ გამაბრაზა, შენმა პასკვილმა, თორემ არ გიპსუხებდი.არ ხარ მართალი, ზაალ. კატასტროფული მდგომარეობაა!უკვე ექიმები იღუპებიან! როგორც არასდროს, გმირები არიან ექიმები!შენი, ჩემი ოჯახის გადარჩენისთვის დიდ რისკზე მიდიან, საკუთარ სიცოცხლეს დებენ სასწორზე.მე ვიცი რა საშინელებაც არის ეს ვირუსი, გამოვცადე.მადლობა ღმერთს გადავრჩით.ნუთუ არ იცი რა ჯოჯოხეთი ტრიალებს კოვიდ ცენტრებში?ან, იცი და რატომღაც, ბრალას დებ ვიღაცეებს, სტატისატიკას ბერავენო!არა ზაალ, მართლა ვიღუპებით და პირდაპირ გეტყვი, ეს იმ პოლიტიკოსების ბრალია ხალხი ნახირივით რომ გამორეკს ქუჩაში.როგორ ფიქრონ, ვინმე იცავდა უსაფრთხოების წესებს?არ იცავდა ზაალ და იმიტომაც ავარდა 5 000 მდე დაინფიცირებულთა რაოდენობა!ხელისუფლებას არ ვიცავ, არც ვამართლებ!პირიქით, ამათაც დააშავეს, რომ ზაფხულში, როცა “მწვანე ზონა“ ვიყავით, თადარიგი არ დაიჭირეს იმ შესაძლო ყველაზე ცუდი მდგომარეობის გამო, რაც შეიძლება მომხდარიყო და აჰა, შედეგიც სახეზეა.ამას კიდევ დაემატა “შავი პარასკევის“ სიგიჟე.ბოროტად შემოგვიტრიალდება ეს“შავი პარასკევი“, უფრო საშინელ დღეში ჩაგვაგდებს!
აი ასეა საქმე ზაალ და არ მინდა გლანძღოს მავანმა, ჯერ ის კარგი ტელეწამყვანი მახსოვხარ “ნიუსებით“ რომ მსტუმრობდი ყოველ ცისმარე დღე!
ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოს კორონა ვირუსის ჯოჯოხეთი და, ჩემი რჩევა იქნება, დაანებე თავი პოლიკიტიკას, მითუმეტეს ისეთ ხალხს მიეკედლე, დიდი ბოროტება რომ დათესეს საქრთველოში!დაბრუნდი ზაალ ტელევიზიაში, შენ საქმეს მიხედე.არა და როგორც გინდა...
თამაზ ჭეიშვილი.28.11.2020.თბილისი.დილის 6 საათი.
image
შეგახსენებთ გუშინ პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დროს ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ რომ ხელისუფლებამ მსგავსი მასშტაბის „ლოქდაუნი“ პოლიტიკური ნიშნით დააწესა და არა ეპიდემიოლოგიური ვითარების სამართავად.
" ეს „ლოქდაუნი“ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას. ასე რომ, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის, იმაზე, პარლამენტის პირველ სხდომას როგორ შევხვდებით. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და იქნება მუდმივი პროტესტი. რა თქმა უნდა, განიხილება მასშტაბური აქციებიც, თუმცა მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან ქვეყანაში საყოველთაო „ლოკდაუნია“, ტრანსპორტიც გაჩერებულია და ხალხის გადაადგილება ძალიან ჭირს და მე მგონი, ასეთი მასშტაბური „ლოკდაუნის“ გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეს რეალურად ეპიდემიის შეჩერებას ემსახურება, ასე რომ, გვესმის ყველაფერი, მაგრამ ასევე გვესმის ისიც, რომ ქვეყანა არის უმძიმესი კატასტროფის წინაშე და მას სჭირდება ამ ვითარებიდან გამოყვანა“-განაცხადა უდუმაშვილმა.
1
214
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
214
  
2020, 1 დეკემბერი, 3:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1