x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
,,მზად ვარ, საქართველოს პოლიტიკაში ჩავერიო" – ლეონიდ ჩერნოვეცკი
image
ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ Youtube-ზე მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც არჩევნების შედეგებზე, წინა და ახლანდელ ხელისუფლებაზე და მის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო ჩართულობაზე ისაუბრა.

2020 წლის არჩევნებს ლეონიდ ჩერნოვეცკი დადებითად აფასებს იმ მხრივ, რომ ნაწილობრივ მაინც გაუქმდა მაჟორიტარული სისტემა და დანანებით აღნიშნავს, რომ სწორედ ამ მოთხოვნის გამო დაკარგა თვალი მაკო გომურმა 21 ივნისის დარბევისას. ამჯერად “თაღლითი დეპუტატების მხოლოდ 1/3 მოხვდა პარლამენტში" – აღნიშნავს ჩერნოვეცკი, – “დაიმახსოვრეთ ამ ჟანა დარკის სახე ( საუბარია მაკო გომურზე-ავტ.), იმიტომ, რომ 9 პარტია გავიდა საქართველოს პარლამენტში"image

უკრაინელი ქველმოქმედი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი ტერორში იყო, რასაც სააკაშვილი და მერაბიშვილი ახორციელებდნენ, თუმცა მათ მოახერხეს კორუფციის ამოფხვრა, ტურიზმის განვითარება და კრიმინალს წარმოუდგენელი ომი გამოუცხადეს. ჩერნოვეცკი ასევე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ “კორუფცია მოსპო ქვევით ..მაგრამ სულ ზედა ფენაში დატოვა კორუფცია".

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, უკრაინელი ბიზნესმენი მას დადებითად აფასებს: “მას ძალაუფლება ბოროტად არ გამოუყენებია, საქართველოს ხარჯზე ფული არ უშოვია, არ გამიგია, მისმა გარემოცვამ –კი, და ალბათ, ეს თვითონაც იცის..ნამდვილი ქართველია..ის თავისი ქვეყნის პატრიოტია"


ახლანდელ ხელისუფლებას ჩერნოვეცკი ურჩევს, რომ მოსამართლეები და და პროკურორები პარლამენტის მიერ არ კონტროლდებოდნენ, რადგან “ისინი თაღლითობენ და ძირითადად თავადაც თაღლითები არიან".

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ასევე ისაუბრა მის ქართულ პოლიტიკაში ჩართულობაზე:“ მზად ვარ, საქართველოს პოლიტიკაში ჩავერიო, დეპუტატი კი არ გავხდებოდი..და არც არანაირი მინისტრი, მაგრამ ახლა სიამოვნებით დავინტერესდები პარტიული მოძრაბებით და დავეხმარებოდი იმათ, ვისაც ესმის, რომ ქვეყანა უნდა გათავისუფლეს სასამართლო თვითნებობისგან, თაღლითი პროკურორებისგან".

იხილეთ ვიდეო:



ასევე საინტერესოა:


მიხეილ სააკაშვილი – გმირი, თუ დიდი პოლიტიკური თეატრის პერსონაჟი?!

რა მიზნები აქვს ბიძინა ივანიშვილს?!

საუკეთესო ფრაზები პოლიტიკის შესახებ



1
326
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
326
  
2020, 27 ნოემბერი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1