x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
5 მიზეზი თუ რატომ უნდა მიირთვათ ჯინჯერი ანუ კოჭა ყოველ დღე

ჯინჯერი ანუ ჯანჯაფილი, კოჭა- ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, ის მდიდარია ვიტამინებით ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით, რომლებიც გვეხმარებიან ჯანმრთელობისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. აი 5 მიზეზიც, თუ რის გამო უნდა მიირთვათ ეს პროდუქტი ყოველ დღე:

image

1. ძლიერი ანტიოქსიდანტია

ჯინჯერის შემცველობაში შედის ბუნებრივი ზეთი გინგეროლი, რომელიც სასარგებლო ნაერთების ნამდვილი ბუკეტია. ის ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებით. ამიტომაც ეხმარება ორგანიზმს ინფექციის ან სტრესის დროს.image

2. შეუძლია გულის რევის შეგრძნების მოხსნა

მრავალი ექიმი ამტკიცებს, რომ ჯინჯერს მედიკამენტებზე არანაკლებ შეუძლია გულის რევასთნ გამკლავება. იქნება ეს სტრესისგა გამოწვეული, წნევისგან თუ საერთოდაც ნაბახუსევთან.image

3. ამცირებს კუნთის ტკივილს

ჯინჯერს შეუძლია ანთებითი პროცესების მოხსნა და პროგრესირებული ტკივილის შემსუბუქება. ასევე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მენსტრუალური ციკლის დასაწყისში დანაყული ჯინჯერის ჭამა ამცირებს ტკივილს პერიოდის დროს.image

4. ამცირებს დიაბეტის რისკს

კვლევების თანახმად, რომელიც 2015 წელს ჩატარდა, გაირკვა, რომ 2 გრამი გატარებული ან დანაყული ჯინჯერის მირთმევა სისხლში შაქრის შემცველობას 12 % ით ამცირებს.image

5. აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას

სტრესს და ქრონიკულ ანთებას შეუძლია დაბერების პროცესის დაჩქარება. კერძოდ, ეს ფაქტორები ასოცირდება ალცჰეიმერის დაავადებასა და ასაკთან დაკავშირებულ კოგნიტურ დაქვეითებასთან. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიოქსიდანტებს და კოჭას აქტიურ ნაერთებს შეუძლიათ შეაჩერონ ანთებითი რეაქციები თავის ტვინში და გააუმჯობესონ ტვინის ფუნქციონირება.image

0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0