x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ტვ პირველი“ წამყვანებმა დატოვეს - ისინი ინფორმაციას ადასტურებენ
image


„ღამის ამბების“ ტელეწამყვანებმა — თამარ ჩიხლაძემ, თეონა ბაკურიძემ და პროდიუსერმა ნათია ზოიძემ „ტვ პირველი“ დატოვეს.

.

აღნიშნულ ინფორმაციას მედიის სამივე წარმომადგენელი ადასტურებს. ამასთან ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს არ უკავშირებენ. თუმცა, ისინი მიანიშნებენ, რომ რესურსი ამ არხზე ამოწურეს. ამასთანავე, ჯერჯერობით, უცნობია თუ სად გააგრძელებენ ისინი ჟურნალისტურ საქმიანობას.


.

“ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება სარედაქციო თავისუფლების საკითხს. “ტვ პირველმა” მომცა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი “ღამის ამბები”, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ, თუმცა საბოლოდ გადაწყვეტილებას ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით იღებ. ამ ეტაპზე ეს ჩემი არჩევანია. აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში. სამომავლო საქმიანობას რაც შეეხება, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია”, – განაცხადა თამარ ჩიხლაძემ.

.

თეონა ბაკურიძის თქმით, კი ტელეკომპანისთან თანამშრომლობის რესურსი ამოწურა.


“ჩემი მხრიდან თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა. ეს არ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს, რაც ჩემს გადაცემებში გარანტირებული იყო. სწორედ სარედაქციო თავისუფლების გამო მოვედი მე ამ არხზე, მადლობა “ტვ პირველს “ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის”, – განაცხადა ბაკურიძემ.


პროდიუსერ ნათია ზოიძის თქმით კი, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მან თანამშრომლობის გაგრძელება არ მოისურვა.


ტელეკომპანიიდან თანამშრომლების წასვლა მიმდინარე წელს პირველი შემთხვევა არ არის. 2020 წლის 12 ივნისს სამაუწყებლო კომპანია ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმაც დატოვეს. სულ მალე ისინი ფორმულას ეთერში გამოჩნდნენ. უკანასკნელ ეთერში კი გამომშვიდობებისას ტვ პირველის მაყურებელს უთხრეს, რომ ახალი საინფორმაციო სამსახურის ჩამოყალიბების გამო ისინი უკმაყოფილო არიან, არ აიღებენ პასუხისმგებლობას ამ გუნდის მიერ მომზადებულ ინფორმაციებზე და ამის გამო ტოვებდნენ არხს. ამით სანაიამ და ჟიჟილაშვილმა ირიბად მიანიშნეს, რომ მათთვის მიუღებელი იყო ნოდარ მელაძის არხზე მისვლა და საინფორმაციო პოლიტიკის ჩაბარება. ორივე ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ამ გუნდის მიერ მომზადებულ საინფორმაციო გამოშებას სტანდარტებთან და სანდოობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რაც მათი სხვა არხზე გადასვლის მიზეზი გახდა.


შეგახსენებთ, რომ თამუნა ჩიხლაძე ტვ პირველში ტელეიმედიდან მივიდა, თეონა ბაკურიძე კი ამ ტელეკომპანიამ სულ რამდენიმე თვის წინ შეიფარა, მას შემდეგ, რაც ის აჭარის ტელევიზიიდან პროტესტის გამო სკანდალურად გაათავისუფლეს.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0