x
image
კატაპულტი
თვითმხილველი ამტკიცებს, რომ რობი უილიამსი უცხოპლანეტელებთან ნახა
წარმოიდგინეთ, რომ უცხოპლანეტელებმა გაგიტაცეს და კოსმოსურ ხომალდში მსოფლიო ვარსკვლავს ხვდებით! სწორედ ასე დაემართა ერთ-ერთ ინგლისელ მამაკაცს. რას კელეტი ირწმუნება, რომ ის და რობი უილიამსი უცხოპლანეტელებს სტუმრობდნენ.

image

ბრედფორდელი მამაკაცის განცხადებით, ის და რობი უილიამსი ერთმანეთს კოსმოსურ ხომალდზე შეხვდნენ.

როგორც “Daily Star" იუწყება, რას კელეტი ამტკიცებს, რომ ის გვირაბში მოტოციკლით მგზავრობდა, როდესაც რაღაც მოხდა. “ამის შემდეგ, რაც ვიცი, ისაა, რომ სკამზე ვიჯექი, ყელში რაღაც მქონდა ჩაჩრილი და კისერში ნემსი გამიკეთეს. პანიკაში ჩავვარდი. სხვა ოტახში გადამიყვანეს, სადაც იარაღი და უნიფორმა მომცეს.უნდა წამოვმდგარიყავი და ვფიქრობდი: “ეს სად ჯანდაბაში მოვხვდი?!"-ამბობს რას კელეტი და აგრძელებს: “გარშემო მიმოვიხედე და შევნიშნე, რომ ჩემს უკან კიდევ ვიღაც იცდიდა, შევხედე მას და ვიცანი...მას შემდეგ ის აღარ მინახავს, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის რობი უილიამსი იყო".


რას კელეტი იქ არსებულ ვითარებააც აღწერს და ამბობს: “ჩვენ ყველანი ჯარისკაცები ვიყავით და ვიბრძოდით. ის არსებები 10 ფუტი სიმაღლისანი და მელოტები იყვნენ, მათ სპეციალური ფორმები ეცვათ. ისინი ადამიანები არ იყვნენ. ამის შემდეგ მე ისევ ჩემს მოტოციკლზე აღმოვჩნდი და ვიფიქრე: “ეს რა ჯანდაბა დამემართა?!"

ეს შემთხვევა 20 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა, 1999 წელს.და აი, ამდენი დროის შემდეგ რობი უილიამსმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის დაინტერესებული იყო უცხოპლანეტელებით და სჯერა მათი არსებობის.მან ისიც დასძინა, რომ ერთ-ერთი უცხოპლანეტელი მას არიზონაში, თავის ხმის ჩამწერ სტუდიაში ესტუმრა.

რას კელეტი აცხადებს, რომ მისი გატაცებისა და კოსმოსურ ხომალდზე უილიამსის ნახვის შემდეგ, მომღერალმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე და უცხოპლანეტელებზე საუბარი დაიწყო. “მე არაფერი მაქვს მოსატყუებელი"-ამბობს ის.

აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე, რობი უილიამსმა არ უარყო ფაქტი, თუმცა სხვა კომენტარებისაგან თავი შეიკავა.


1
67
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
67
  
2020, 19 ნოემბერი, 2:34
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Hosset.Com
0 1 1